კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ითარსავს გაუაზრებლად ადამიანი ბედს, რატომ არ შეიძლება, საკუთარ იღბალზე წუწუნი და რაში გვეხმარება სხვადასხვა ლითონის გულსაბნევები

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დაღმავალი პერიოდები. ამას პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსები კარმული ჩავარდნის ეტაპებს უწოდებენ. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ეტაპები, როცა ადამიანი მოჭარბებულ ენერგიას და იღბლიანობას მეტად შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ, უნდა დააკვირდეს ადამიანი – ცხოვრების რომელ ეტაპს გადის, როდის უნდა იყოს მეტად ფრთხილი და წინდახედული, როდის შედარებით გაუმართლებს და რა უნდა გაითვალისწინოს, რომ იღბლიანი იყოს. ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ქალბატონ ნელის, რომელმაც მეტად საინტერესო და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

– ქალბატონო ნელი, როდის დგება ადამიანისთვის შედარებით იღბლიანი და უიღბლო პერიოდები და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ან პირიქით, არ გადავდგათ სარისკო ნაბიჯები, რომ წაგებულები არ დავრჩეთ?

– ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჩავარდნისა და აღმავლობის პერიოდები. ამას პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკაში კარმული ჩავარდნის და აღმავლობის ეტაპები ჰქვია. სწორედ ამ დროს უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და სიტყვა, რომ პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ – არ დააპროგრამოთ ცუდისკენ საკუთარი ბედი და იღბალი. კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანს უჩნდება სურვილი გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, საკუთარი დაბადების დღე წყევლოს, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს გაუაზრებლად ხდება და ადამიანი აზრზეც ვერ მოდის, რომ ასეთი საქციელით თავს ვნებს – ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ ბედ-იღბალს. მართალია, როცა ადამიანისთვის წარუმატებელი დღეები დგას, ამ დროს ძნელია აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ თუ იცი, რომ ამ გაუაზრებელ ქმედებებს არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება, მაშინ თავს შეიკავებ. ხომ იცით, დაუფიქრებელი ნათქვამი უფრო ხშირად გვიხდება, ვიდრე გააზრებული. ამიტომ, სურვილებიც უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე.

– გამიგია, თითქოს, ამ კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანებს სპეციალური თილისმები შველის. მაგალითად, ამ დროს კარგია ეგრეთ წოდებული „ბულავკის” ტარება ტანსაცმელზე. ამაზე რას იტყვით?

– გეტყვით, რომ უძველესი დროიდან, საუკეთესო თილისმები, სწორედ, ეგრეთ წოდებული „ბულავკებია”. მთავარია ის რწმენით ატაროთ და შედეგიც არ დააყოვნებს. ასე რომ, ჩვეულებრივი „ბულავკა” კარმული ჩავარდნის პერიოდში კარგი და საიმედო დამცავია ავი თვალისგან. ამ დროს ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხვდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ის ასევე, კარგი თილისმაა წარმატებისა და ბარაქისთვის. ოღონდ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ის არ გაიხსნას და სულ შეკრული ატაროთ.

– მისი ტარებისას, დასაოჯახებელია თუ დაოჯახებული ადამიანი, ამას არ აქვს მნიშვნელობა?

– თუ გასათხოვარი ხართ, ის ჩანთის სარჩულზე, ან მაგალითად, კაბის კალთაზე მიამაგრეთ, ისე რომ, არ ჩანდეს. პლატინის ქინძისთავის ტარება კი, კარგია თანამდებობის პირის ან ბიზნესმენისთვის. ასეთ ადამიანებს ის ეხმარება ყოველთვის გონიერი გადაწყვეტილებები მიიღონ, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული საქმიან პარტნიორებთან და სწორი, სასარგებლო არჩევანი გაკეთონ საქმეში. სხვათა შორის, ადამიანებს პლატინის ქინძისთავის ტარება მეექვსე გრძნობას უვითარებს და ექსტრემალური სიტუაციებისგან იცავს.

– თუ ქინძისთავი სხვა ლითონისგანაა დამზადებული და მას ადამიანი ატარებს, ამ დროს რა ხდება?

– დღეს მოდაშია ტანსაცმელზე ათასგვარი ბროშის, ქინძისთავისა და თვლებით მოჭედილი გულსაბნევის ტარება. გეტყვით, რომ მაგალითად, ოქროს ქინძისთავი თუ გულსაბნევი, ადამიანს ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს. ვერცხლისფერი ქინძისთავი, თუ მას მისაღებ ოთახში, ფარდაზე მიამაგრებთ დაიცავს თქვენს საცხოვრებელს ხანძრისა და გაქურდვისგან. ასევე, კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, მაშინ გირჩევთ, მელქიორის გულსაბნევი ატაროთ. რაც შეეხება თილისმურ ქვებს, გეტყვით, რომ ბრილიანტის ქვით მოჭედილი გულსაბნევი ბიზნესმენი ქალბატონისთვის, უბრალოდ, აუცილებელია. ის ხელს უწყობს ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკების დროს, მისი აზრი გაითვალისწინონ და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღონ. ზურმუხტისთვლიანი გულსაბნევის ტარება ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, რადგან დაავადებებისგან დაგიცავთ. ოპალის ქვით მოჭედილი გულსაბნევი ადამიანებს მიზნის მიღწევაში ეხმარება. მარგალიტისთვლიანი სამკაული კი კარგია იმათთვის, ვისაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. საერთოდ, გირჩევთ, ყვავილის ან პეპლის ფორმის, თქვენთვის მისაღები თვლებით მოჭედილი გულსაბნევები ატაროთ და საქმეში შედეგს ადვილად მიაღწევთ.

– ეზოთერიკა-პარაფსიქოლოგიაში ისეთი წესებიც ხომ არსებობს, რომელიც ჩვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს?

– რასაკვირველია, არსებობს. უფრო სწორად, ეს წესები კი არა, ეგრეთ წოდებული აკრძალვებია, ანუ რისი გაკეთებაც გეკრძალებათ. მაგალითად, არ შეიძლება, თითის გაშვერა სასაფლაოსკენ. თუ მაინც დაგავიწყდათ ეს, მაშინ იმ თითზე სამჯერ იკბინეთ, რომელიც გაიშვირეთ. ასევე, არ ვარგა სახლში დასტვენა, რადგან სიღარიბეს გიქადით. დანის და საპნის ხელიდან ხელში მიწოდება, ჩხუბის მომასწავებელია. კარის ზღურბლზე მდგარი ნურც სტუმარს აკოცებთ და ნურც ხელს ჩამოართმევთ, თორემ მისგან კარგს არ ელოდოთ. ნუ გასცემთ ღამით ფულს და ნუ გაასესხებთ ბრინჯს და შაქარს, რომ სახლიდან ბარაქა, სიტკბო და დოვლათი არ გავიდეს. თუ გინდათ, ბედი არ „შეიკრათ” და არ გაითვალოთ, მაშინ ნუ მიაკერებთ ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილს და ნურც ღამით ნანახ სიზმარს მოუყვებით უცხო ადამიანს. აქვე გასწავლით, ერთ უძველეს წესსაც, რომელიც სახლში შემოსული არასასიამოვნო სტუმრის დროს უნდა გაითვალისწინოთ. თუ არასასიამოვნო სტუმარს ელოდებით, აუცილებლად გამოწმინდეთ სახლის იატაკი სველი ჩვრით, შემოსასვლელსა და მისაღებ ოთახში კი, წყალში კარგად დასველებული ღრუბელი დადეთ, რომელსაც მარილი ექნება მოყრილი. ის არასასიამოვნო სტუმრის ენერგიას შეიწოვს.

– არასასიამოვნო სტუმრის წასვლის შემდეგ, ეს ღრუბელი სად წავიღოთ?

– სტუმრის წასვლის შემდეგ, წყლით, მარილითა და იმ სტუმრის ენერგიით გაჯერებული ღრუბელი გამდინარე წყალს შეუშვირეთ რამდენიმე წუთით. ოთახი და შემოსასვლელი კი ისევ სველი ჩვრით გამოწმინდეთ. თუ მისაღებში სარკე გაქვთ, უნდა გაწმინდოთ ძმრის, მარილისა და წყლის ნაზავში დასველებული ქსოვილით. კარგია, თუ იმ სკამს ან სავარძელსაც, რომელზეც არასასურველი სტუმარი იჯდა, ამ ნაზავით გაწმენდთ. ასე უფრო დაზღვეული იქნებით მისი ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან. ამ წესს მე ხშირად მივმართავ, რადგან დიდი ოჯახი მაქვს და შესაბამისად, უამრავი ადამიანი შემოდის ჩემთან ბინაში. ასე, თავსაც ვიზღვევ და უფრო დაცულიც ვარ. ხომ გაგიგონიათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ჰოდა, სანამ თავი ამტკივდება, მანამდე მირჩევნია, მოქმედება და ამასვე გირჩევთ თქვენც. საერთოდ, ხომ გაგიგონიათ, როცა ადამიანი გაფრთხილებულია, ის უფრო დაცულიაო. ამიტომ გაფრთხილებთ, მინდა ცუდი აგარიდოთ. თუ ამას გაიაზრებთ და მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის საჭიროა, მაშინ ბევრ პრობლემას და უსიამოვნებასაც აიცილებთ თავიდან.


скачать dle 11.3