ახალი უპილოტო თვითმფრინავი – სუპერგამძლე, უჩინარი მზვერავი
ამერიკელებმა იანვრის დასაწყისში გამოსცადეს უპილოტო მფრინავი აპარატი „გლობალური დამკვირვებელი“, რომელიც ისეა აგებული, რომ შეუძლია, 19,8 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდეს და დააკვირდეს ტერიტორიას 725 ათას კვადრატული კილომეტრის ფართობზე, თანაც ჰაერში საწვავის შევსების გარეშე დაახლოებით ერთი კვირა დაჰყოს.
გამოცდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ბაზის, „ედვარდსის“ თავზე ჩატარდა, რომელიც განლაგებულია უდაბნო მოხავეში. უპილოტო საფრენი აპარატი ოთხი საათის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა დედამიწის ზედაპირიდან 914 მეტრის სიმაღლეზე. „გლობალური დამკვირვებელი“ აღჭურვილია წყალბადის ძრავათი და აგებულია ისეთი გათვლით, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებისთვის მიუწვდომელია, არ ხვდება სამხედრო რადარების მოქმედების ზონაში. პროექტის ღირებულება 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
უახლოეს პერიოდში „ედვარდსის“ ბაზის თავზე გამოცდას გაივლის კიდევ ორი უპილოტო მფრინავი აპარატი. ორივე აპარატი ჯერჯერობით ექსპერიმენტულია. ამ აპარატის მიყვანას იმ დონემდე, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ექსპლუატაციაში გაშვება, რამდენიმე წელი დასჭირდება.