კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამონტები – უახლოეს ოთხ წელიწადში გაჩნდებიან

ოთხი წლის შემდეგ დედამიწაზე კვლავ გამოჩნდებიან მამონტები. ისტორიამდელი ცხოველების აღორძინება შესაძლებელი გახდება კლონირების ტექნოლოგიის განვითარების შედეგად.

მამონტების „გაცოცხლებას“ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეეცადნენ. ციმბირის მუდმივ მყინვარებში ნაპოვნი მამონტის ტყავისა და კუნთოვანი ქსოვილის უჯრედებიდან იღებდნენ ბირთვებს და ცდილობდნენ მათ გამრავლებას. თუმცა, უშედეგოდ – უჯრედები, რომლებიც რამდენიმე ათასი წელი ყინულში იყო, სიცოცხლისთვის უუნარო აღმოჩნდა.

2008 წელს იაპონელმა სწავლულმა, დოქტორმა ტერუხიკო ვაკაიამამ, რომელმაც ბიოლოგიის განვითარების ცენტრ „რაკენში“ შეძლო თაგვის კლონირება, 16 წლის განმავლობაში გაყინული თაგვის უჯრედები გამოიყენა. ახლა მის საქმეს აგრძელებს კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი აკირა ირიტანი – მას სურს, ისეთი ორგანიზმების „გაცოცხლება“, მუდმივ გამყინვარებაში ხუთი ათასი წელი რომ დაჰყო. „მთავარია, გაყინული მამონტიდან მივიღოთ რბილი ქსოვილების კარგი ნიმუშები“, – განაცხადა მან.

ირიტანი გეგმავს, მამონტის უჯრედებიდან გამოჰყოს ბირთვები, შემდეგ აარჩიოს მათ შორის შედარებით ჯანმრთელი. ამ ბირთვებს მოათავსებენ აფრიკული სპილოს კვერცხუჯრედში, რომელიც მამონტის სუროგატული დედა გახდება. პროფესორის აზრით, ნაყოფის ჩასახვისთვის საჭირო იქნება სპილოს საშოს მომზადება, რასაც ორი წელი დასჭირდება, ნაყოფის მომწიფებას კი – 600 დღე.

ზაფხულში იაპონელი სწავლული ესტუმრება ციმბირს, რათა მუდმივ გამყინვარებაში იპოვოს მამონტის „კარგი ნედლეული“. „ვიმედოვნებ, 4-5 წლის შემდეგ დედამიწას ჯანმრთელი მამონტი მოევლინება“, – განაცხადა მან.


скачать dle 11.3