კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამპალი კაპიტალისტები, რუსული ხასიათი და აუზში მოშარდვის გამო მიღებული ჯარიმა

გასულ საუკუნეში „ინტერპოლის” ეგიდით ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ოთხჭიდში პოლიციის თანამშრომელთა შორის, რომელშიც შედიოდა: ავტორალი, პისტოლეტიდან სროლა, კროსი და ცურვა. შეჯიბრება გუნდური პრინციპით ტარდებოდა, თითოეულ გუნდში ორ-ორი მონაწილის გამოყვანა შეიძლებოდა, გამარჯვებულის გამოვლენა ოთხივე სახეობაში დაგროვილი ქულების ჯამით ვლინდებოდა და ჩემპიონი გუნდისთვის ძალზედ სოლიდური ფულადი პრემია იყო დაწესებული. საბჭოთა კავშირი ამ შეჯიბრებაში არასდროს არ იღებდა მონაწილეობას, თუმცა, 1974 წელს, როდესაც ეს შეჯიბრება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტარდებოდა, საბჭოთა კავშირმა მასში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და მე და პეტია კოზლოვი მიგვავლინეს. პეტია უფროსი ლეიტენანტი იყო, მე ლეიტენანტი ვიყავი; მას ცურვასა და კროსში უნდა მიეღო მონაწილეობა, მე კი – რალიში და სროლაში.

იმ პერიოდში უცხოეთში გამგზავრება, თანაც კაპიტალისტურ ქვეყანაში, ურთულესი რამ იყო და გამგზავრების წინ ინტენსიური იდეოლოგიური ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს.

– აბა, ბიჭებო, თქვენ იცით, თავი არ შეირცხვინოთ და რუსული ხასიათი უჩვენეთ იმ დამპლებს! – ძალიან აგრესიულად და ბრიყვულად დაგვმოძღვრა გენერალმა დუროვმა, რომელიც „დამპლებს“ ჩვენს მეტოქეებს უწოდებდა. მართალია, იცოდა, რომ ქართველი ვიყავი, მაგრამ მისი შოვინისტური ბუნებიდან გამომდინარე, მეც რუსული ხასიათის ჩვენება მომთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოდგენაც კი არ მქონდა ამაზე, თუმცა სულ მალე გავიგე.

დუროვისთვის არაფერი მიპასუხია, სამაგიეროდ, კოზლოვი გამოეჯგიმა:

– ვუჩვენებთ, აუცილებლად ვუჩვენებთ, ამხანაგო გენერალო, რუსულ ხასიათს და იმ დამპლებს დედასაც ვუტირებთ!

მადრიდში ჩავედით და, შეჯიბრება რომ დაიწყო, პირველს მე მომიწია გამოსვლა და ჯერ სროლაში გავიმარჯვე, შემდეგ რალიც მოვიგე. ამიტომ, საკმარისი იყო, კოზლოვს შემდგომ ორ სახეობაში ათეულში დაეკავებინა ადგილი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით.

მესამე სახეობა კროსი იყო და კოზლოვი ბოლო მივიდა ფინიშთან, რადგან, როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე წინა დღეს არყით გამომთვრალა და „პახმელიაზე”, აბა, რას ირბენდა?!

– ესაა შენი რუსული ხასიათის ჩვენება? – ვუსაყვედურე კოზლოვს, – ათეულში რომ მოხვედრილიყავი, ჩემპიონობის მაგარი შანსი გვქონდა, ახლა კი საამისოდ უკვე ხუთეულში მოხვედრაა საჭირო.

– ხუთეული კი არა, სამეული გარანტირებული გვაქვს და, შეიძლება, ჩემპიონებიც კი გავხდეთ. დარდი ნუ გაქვს, მე კიდევ ვუჩვენებ იმ დამპლებს რუსულ ხასიათს, – დაიტრაბახა კოზლოვმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კოზლოვი ცურვაშიც ჩაფლავდა – ბოლო ადგილი დაიკავა და სანამ აუზიდან ამოვიდოდა, წყლიდან ამომძახა: მიმიფსია ამათი ცურვისა და, საერთოდ, მთელი შეჯიბრებისთვისო – და, მიუხედავად იმისა, რომ ცურვაში შეჯიბრების მონაწილეები ორგანიზატორებმა უმკაცრესად გააფრთხილეს, რომ აუზში არ მოეშარდათ, კოზლოვმა წყალში გაუშვა იმ იმედით, რომ მაინც ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ მწარედ შეცდა. აუზში სპეციალური ხსნარი იყო ჩასხმული და, როგორც კი კოზლოვმა „რუსული ხასიათი“ უჩვენა და მოშარდვის მეტი ვერაფრით ავნო „დამპალ კაპიტალისტებს”, მის ირგვლივ წითელი წრე შეიკრა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ამ წრეში მოქცეულმა ადამიანმა აუზში მოშარდა. მთელი აუზი კოზლოვს მიაჩერდა და ის აუზიდან ამოიყვანეს, წყალი გაუშვეს, აუზი გაწმინდეს და ახალი წყლით შეავსეს. საბჭოთა დელეგაციას კი, 10-ათასიანი ჯარიმა გამოუწერეს და „რუსული ხასიათის“ გამო ჩვენი შერცხვენილი დელეგაცია უსახელოდ დაბრუნდა მოსკოვში.

პოლკოვნიკ ოთარ ხავთასის


скачать dle 11.3