– ოფიციანტო, სასმელი და მისაყოლებელი მომიტანე.
– რომელს ინებებთ, ბატონო?
– სასმელი – რამე მაგარი, მისაყოლებელი – რამე ადვილი.
***
„ახალი წელიც გადავაგორეთ... დღესასწაული.... ხარჯი... აუცილებლად პრემია უნდა გაიცეს“, – გაიფიქრა თავისთვის დირექტორმა და საკუთარ თავს პრემია გამოუწერა.
***
ქალი ვერასოდეს გახდება კარგი პროგრამისტი – იგი ბოლომდე ვერასდროს დასძლევს მასში გენეტიკურად ჩადებულ თაგვის შიშს.
***
აუდიოსალონში:
– რამე დამამშვიდებელი თუ გაქვთ? მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკის ჩანაწერი...
– სამწუხაროდ, გაგვითავდა. შემიძლია, შემოგთავაზოთ დისკები თევზების ხმების ჩანაწერით.
***
– შემთხვევით, შიდსი ხომ არ გაქვს?
– არა...
– აწი გექნება...
***
ხომალდმა შუა ოკეანეში კატასტროფა განიცადა. ხომალდი, რომელზედაც მხოლოდ სამი ადამიანი შემორჩა – კაპიტანი, მიჩმანი და ერთი მეზღვაური – დაუსახლებელ კუნძულზე გაირიყა. გადავიდნენ კუნძულზე და ათვალიერებენ. იპოვეს ბოთლი, გახსნეს და ამოვიდა... ჯინი.
– გისმენთ და გემორჩილებით! – თქვა ჯინმა.
– აბა, ვნახოთ, რა შეგიძლია: გააჩინე ქერა, დიდბიუსტიანი ქალიშვილი! – უთხრა კაპიტანმა.
მართლაც, გაჩნდა ნანატრი ქალი, უმშვენიერესი.
– მე კი შავგვრემანი, დიდუკანალიანი ქალიშვილი მინდა! – წამოიძახა მიჩმანმა.
თვალის დახამხამებაში გაჩნდა ისეთი, თვალს ვერ მოწყვეტდი.
მეზღვაურმა შეათვალიერა ორივე ლამაზმანი და ჯინს მიმართა:
– კაპიტანი და მიჩმანი გეებად გადააქციე...
ძალიან ცოტა ხანს იყო გახარებული მეზღვაური, გოგონები კი კაცების გარეშე დარჩნენ.
***
– ალბათ, ცოლი ძალიან გაგიბრაზდა, ახალი წელი ჩვენთან, ბარში რომ გაატარე...
– არა, არც ისე. ეს ორი კბილი კი მაინც უნდა ამომეღო...
***
– წარმოიდგინე, იმ გველმა მიმატოვა, მაგრამ, არაფერია.... დარწმუნებული ვარ, მალე ისევ ჩემთან მოხოხდება...
***
თუ თქვენ ღამე ბარში გაატარეთ და არავინ გიწოდათ „თავხედი“, დილით აუცილებლად ყველასთვის ძალიან საყვარელი ბიჭი იქნებით.
***
საუბარი ციხის საკანში:
– ეგ ჩემი ადგილია.
– უკაცრავად‚ თქვენ რამდენი წელი მოგისაჯეს?
– 10.
– მე – 15 წელი და‚ როგორც მივხვდი‚ აქედან ჩემზე ადრე გადიხარ. ამიტომ, ადგილის დაკავება კართან ახლოს გირჩევნია.
***
„ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის“ ახალი სისტემა – გამონაბოლქვის მილი შეყვანილია სალონში.
***
სიყვარული‚ ყველასთვის ცნობილია‚ მუდმივი არ არის‚ დროთა განმავლობაში იცვლება ქცევები. აი‚ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ფრაზები და სიტყვები:
მე-3 კვირა – მე შენ მიყვარხარ!
მე-3 თვე – რა თქმა უნდა‚ მიყვარხარ!
მე-3 წელი – რომ არ მიყვარდე, ერთ წუთსაც არ გავჩერდებოდი შენთან!
*
მე-3 კვირა – საღამო მშვიდობისა‚ საყვარელო!
მე-3 თვე – დღეს მაგარი დღეა‚ არა?!
მე-3 წელი – დღეს რა ვჭამოთ?
*
მე-3 კვირა – შენი დედიკო რეკავს!
მე-3 თვე – შენ გეძახიან!
მე-3 წელი – ტელეფონთან მიდი!
*
მე-3 კვირა – ჩვენ ერთად პარიზში წავალთ!
მე-3 თვე – მართლა გინდა პარიზში წასვლა?
მე-3 წელი – მოდი‚ ტელევიზორში პარიზს აჩვენებენ!
*
მე-3 კვირა – ეს ბეჭედი‚ ალბათ‚ მოგეწონება...
მე-3 თვე – უთო ნამდვილად დაგჭირდება...
მე-3 წელი – აი, შენ 20 ლარი და რამე იყიდე... ბაზარში.
*
მე-3 კვირა – არა უშავს‚ საყვარელო‚ რა საბოდიშოა.
მე-3 თვე – ფრთხილად უნდა იყო!
მე-3 წელი – შენ რა‚ დაბრმავდი?
***
მარომ იყიდა ყველანაირი გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკა, გაიკეთა მაგარი მაკიაჟი და ქმარს გაეკეკლუცა:
– მიხო‚ რომ არ მიცნობდე‚ რამდენ წელს მომცემდი?
– სახითა – ოცს‚ თმითა – თვრამეტს‚ აი‚ ტანითა კიდენა – სულაც თექვსმეტს...
– ჰოდა‚ მოდი‚ მიხო‚ მაგ ოქროი სიტყვებისთვინა უნდა დაგაჯილდოვო.
– მაიცა‚ ქალო‚ ბოლო პასუხი არ მითქვამს‚ ეგრე უცბად ვერ მივუმატე ყველაფერი ერთმანეთსა...
***
– დაასახელეთ კაცი‚ რომელიც ყველაზე მოდურად და თანამედროვედ იცვამს.
– გეი...
***
მამა ესაუბრება თავის 14 წლის ქალიშვილს:
– თუ ისე მოიქცევი‚ როგორც წესიერ გოგონას შეეფერება‚ ვერცხლის საყურეებს გაჩუქებ.
– მა‚ მე უკვე მაჩუქეს ოქროს საყურეები‚ სწორედ იმისთვის‚ რომ ეგრე არ მოვიქეცი.
***
ორი მამაკაცი დაუსახლებელ კუნძულზე მოხვდა. მოიწყინეს. ერთი ეკითხება მეორეს:
– როგორი ქალები მოგწონს – გამხდრები თუ მსუქნები?
მეორემ შეათვალიერა და...
– ნუ ნერვიულობ‚ შენც გამოდგები...
***
– მიდი‚ პალტო ჩაიცვი‚ ბარში მივდივარ!
– აუ‚ რა მაგარია! რამდენი წელია, ბარში აღარ ვყოფილვარ...
– ბარში ჩვენ კი არა, მარტო მე მივდივარ‚ უბრალოდ‚ გათბობა უნდა გამოვრთო‚ სანამ სახლში არ ვიქნები.