კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იმალება რონალდუ



დიდი ხანია, კრიშტიანუ რონალდუ ყვითელი პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა. პორტუგალიელი ფეხბურთელი დიდი მექალთანეა და მასთან ერთად არცთუ იშვიათად ჩნდებიან ნაირ-ნაირი ქალები, მაგრამ, აგერ უკვე მეორე თვეა, პაპარაცები მის სახლთან ამაოდ მორიგეობენ. ამიტომ ჟურნალისტებმა რონალდუს მეგობარ გოგონას, რაფაელა ფიცოს მიაკითხეს.

„ჩვენ ისევ ერთად ვართ, მაგრამ, საჭორაო რომ არ გქონდეთ, ვიმალებით. როგორ და რანაირად ვახერხებთ შეხვედრებს, ვერ გეტყვით. ეს სქემა რონალდუმ შეიმუშავა და, მინდა გითხრათ, რომ ამართლებს. მასთან სახლში მივდივარ, ვრჩები, მეორე დღეს კი სამსახურში ვარ ხოლმე“, – განაცხადა რაფაელამ.

მედიას ეჭვი აქვს, რომ პორტუგალიელს მადრიდში სხვა სახლიც აქვს და ქალებს სწორედ იქ ხვდება. ჟურნალისტები ასევე ეჭვობენ, რომ კრიშტიანუ არა მარტო რაფაელასთან ერთობა და ამის დასადგენად მასზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. ესპანური მედია სკანდალური ფოტოების სანაცვლოდ მზად არის, 50 ათას ევროსაც კი ჩამოვიდეს. ამ ფინანსური კრიზისის ფონზე პორტუგალიელს არაპროფესიონალი ფოტოგრაფებიც კი დასდევენ.



გვერდები მოამზადა

არმაზ ხარძიანმა


скачать dle 11.3