კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შალვა ჩიგირინსკი მოსკოვში ბრუნდება

სკანდალურად ცნობილი წარმოშობით ქართველი გავლენიანი მოსკოველი ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი, რუსეთში დეველოპმენტის სფეროში ბრუნდება. „რაშენ ლენდის” მფლობელმა ჩიგირინსკიმ კრედიტორებთან ბრძოლას საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი შეალია. მისი კუთვნილი კომპანია „სი-ტი ტაუერი” კვლავაც აპირებს „მოსკვა სიტიში” შენობათა კომპლექსის მშენებლობას, რომელთა საერთო ფართობიც 250 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ადრე ბიზნესმენი „მოსკვა სიტიში” ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის – „როსიას” აგებას გეგმავდა, რომლის ფართობი 520 ათასი კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ფინანსური პრობლემების გამო, მან უარი განაცხადა ამ პროექტის განხორციელებაზე. ჩიგირინსკი მოსკოვში სადეველოპმენტო ბიზნესს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც „ინტეკოს” მფლობელი, მოსკოვის ყოფილი მერის მილიარდერი მეუღლე, ელენე ბატურინა, რუსეთის დედაქალაქში ბიზნესს ჩამოაშორეს. ჩიგირინსკი თავის პრობლემებს სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირებდა. ცათამბჯენი „როსია” 118-სართულიანი და 612 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო. ამ პროექტში ჩიგირინსკი 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ვარაუდობდა. შესაბამისი კონტრაქტი მისმა კომპანიამ 2007 წელს გააფორმა, თუმცა 2008 წლის ბოლოს, ფინანსური პრობლემების გამო, პროექტის რეალიზება შეაჩერა.


скачать dle 11.3