კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში უმუშევრობა არც 2011 წელს შემცირდება

ამერიკის ეკონომიკის მთავარ პრობლემად 2011 წელსაც უმუშევრობა დარჩება. ქვეყანას ამ ეტაპზე არ ძალუძს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც სერიოზულ პრობლემად იქცა. 2010 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 9,8 პროცენტი იყო. აღსანიშნავია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დადგომამდე, რომელმაც ყველაზე მეტად შეერთებული შტატების ეკონომიკა დააზარალა, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 5 პროცენტი იყო. ამერიკაში ოფიციალურად დარეგისტრირებული უმუშევრების დიდი ნაწილი 6 თვის განმავლობაში ვერ ახერხებს სამუშაოს პოვნას. სამშენებლო და სამრეწველო წარმოების შემცირებამ შედეგად ის გამოიწვია, რომ კვალიფიციური მუშების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ არის საჭირო. გარდა ამისა, ბევრი ამერიკელი ვერ ახერხებს საკუთარი სახლის გაყიდვას და იმ შტატებში გადასვლას საცხოვრებელად, სადაც სამსახურის შოვნის თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების ვარაუდით, შეერთებულ შტატებში უმუშევრობასთან დაკავშირებული სიტუაცია ახლო პერსპექტივაში არ გაუმჯობესდება. ამერიკის ეკონომიკას ყოველთვიურად 150 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა სჭირდება, რათა შრომისუნარიანი მოსახლეობის ზრდის ადეკვატური იყოს. წინასწარი ვარაუდით, უმუშევრობა 2011 წელს 9-პროცენტიან ნიშნულზე დარჩება.


скачать dle 11.3