კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითვლება ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელი ცივილიზაცია დაინტერესდება ახლო მომავალში ცუკერბერგის „ფეისბუქით“

ისინი არიან ყველაზე მდიდრები მდიდართა შორის. „ფორბსის” ვერსიით, მათი ქონება რამდენიმე მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და, ამასთან ერთად, მათი ასაკი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდულად, რადგან სხვა ამერიკელი მილიარდერებისგან, მაგალითად, უორენ ბაფეტისგან ან ბილ გეითსისგან, მათ ათეულობით წელიწადი აშორებთ. ამრიგად, გთავაზობთ ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს.

დასტინ მოსკოვიცი

ასაკი – 26 წლის; კაპიტალი – 1,4 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – „ფეისბუქი“; საცხოვრებელი ადგილი – სან-ფრანცისკო; განათლება – დაუმთავრებელი უმაღლესი (ჰარვარდის უნივერსიტეტი); ოჯახური მდგომარეობა – დაუქორწინებელი. დასტინ მოსკოვიცი ჰარვარდის უნივერსიტეტში მარკ ცუკერბერგის ოთახში ცხოვრობდა და „ფეისბუქის” მესამე თანამშრომელი იყო. მათ ერთად მიატოვეს უნივერსიტეტი და კალიფორნიაში გაემგზავრნენ, სადაც მთელ დღეს სოციალური ქსელის განახლებას უთმობდნენ. 2008 წელს მოსკოვიცმა დააფუძნა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „ასანა“, რომელიც კერძო პირებთან და მცირე კომპანიებთან თანამშრომლობს. მოსკოვიცის ძირითადი კაპიტალი „ფეისბუქის” მოგების 6 პროცენტს შეადგენს.

მარკ ცუკერბერგი

ასაკი – 26 წლის; კაპიტალი – 6,9 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – „ფეისბუქი“; საცხოვრებელი ადგილი – პალო-ალტო, კალიფორნია; განათლება – დაუმთავრებელი უმაღლესი (ჰარვარდის უნივერსიტეტი); ოჯახური მდგომარეობა – დაუქორწინებელი. პლანეტის ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა მილიარდერი, რომლის ცხოვრების შესახებ ჰოლივუდში მეგა-ბლოკბასტერი გადაიღეს. ცუკერბერგი 2010 წლის ჟურნალ „თაიმის” წლის ადამიანია და ახლო მომავალში მისი კაპიტალის გაზრდის პერსპექტივებზეა საუბარი, რადგან „ფეისბუქის” პოპულარობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება და ექსპერტები ხუმრობენ კიდეც, რომ მალე, შესაძლოა, სოციალური ქსელით არამიწიერი ცივილიზაციები დაინტერესდნენ.

სკოტ დუნკანი

ასაკი – 27 წლის; კაპიტალი – 3,1 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – მილსადენები, მემკვიდრეობით; საცხოვრებელი ადგილი – ჰიუსტონი, ტეხასი. „მილსადენების იმპერიის” მფლობელის – დენ დუნკანის შთამომავალი, სკოტ დუნკანი 2009 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა უმსხვილეს კომპანიას სათავეში და დღესდღეობით ქალაქ ჰიუსტონის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მილსადენების საერთო ღირებულება 124 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით, დუნკანების საწარმოს ამერიკის 49 000 მილი სიგრძის მილსადენი ეკუთვნის.

ედუარდო სავერინი

ასაკი – 28 წლის; კაპიტალი – 1,15 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – „ფეისბუქი“; საცხოვრებელი ადგილი – მაიამი, ფლორიდა; განათლება – ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი; ოჯახური მდგომარეობა – დაუქორწინებელი. ედუარდო თანაჯგუფელთან, მარკთან ერთად 2004 წელს შეუდგა სოციალური ქსელის განხორციელების გეგმას. მოგვიანებით მათ დასტინ მოსკოვიცი შეუერთდა. გარკვეული დროის შემდეგ დასტინმა და მარკმა სწავლის მიტოვება და კალიფორნიაში გადაბარგება განიზრახეს. ედუარდო არ აჰყვა მათ იდეას და ჰარვარდში დარჩა, სადაც ეკონომიკაში ბაკალავრის დიპლომი აიღო. მოგვიანებით ედუარდომ „ფეისბუქის” წილის 30 პროცენტი მოითხოვა, თუმცა, ხანგრძლივი სასამართლო განხილვების შემდეგ, მისი მოთხოვნა 5 პროცენტამდე დავიდა და ეს მოთხოვნა ცუკერბერგმა უპრობლემოდ დააკმაყოფილა.

ჯონ არნოლდი

ასაკი – 36 წლის; კაპიტალი – 3,3 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – ჰეჯ-ფონდები; საცხოვრებელი ადგილი – ჰიუსტონი, ტეხასი; განათლება – ვანდერბილტის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი; ოჯახური მდგომარეობა – დაქორწინებული, ჰყავს ორი შვილი. ნავთობით ვაჭრობა ჯონ არნოლდმა 1995 წელს დაიწყო და 2001 წლისთვის, კომპანიას, სადაც ის მუშაობდა, 750 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. მოგვიანებით მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და დააფუძნა ჰეჯ-ფონდი „ცენტავრი”, რომელიც ძირითადად ბუნებრივი აირის და ენერგორესურსების გაყიდვაზეა ორიენტირებული. მეუღლე ლორისთან ერთად, ჯონ არნოლდი გეგმავს, თავისი ქონების ნახევარი ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის საქველმოქმედო გეგმას შესწიროს.

სერგეი ბრინი

ასაკი – 37 წლის; კაპიტალი – 15 მილიარდი; შემოსავლის წყარო – „გუგლი“; საცხოვრებელი ადგილი – სან-ფრანცისკო; განათლება – სტენფორდის უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი; ოჯახური მდგომარეობა – დაქორწინებულია, ჰყავს ერთი შვილი. „გუგლის” მფლობელი და დამაარსებელი სერგეი ბრინი არ სჯერდება წარმატებას ინტერნეტ-სივრცეში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს. 6 წლის ასაკში რუსეთიდან ემიგრაციაში წასული ბრინი მათემატიკოსების შთამომავალია, ხოლო დედამისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში „ნასაში” მუშაობდა.

ლარი პეიჯი

ასაკი – 37 წლის; კაპიტალი – 15 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – „გუგლი“; საცხოვრებელი ადგილი – პალო-ალტო, კალიფორნია; განათლება – სტენფორდის უნივერსიტეტი, მიჩიგანის უნივერსიტეტი; ოჯახური მდგომარეობა – დაქორწინებულია, ჰყავს ერთი შვილი. როდესაც 1998 წელს, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ნაქირავებ ავტოფარეხში „გუგლის” შექმნის იდეას ამუშავებდნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ პეიჯი ახალი ტექნოლოგიური ნოვაციების უმთავრესი ინვესტორი გახდებოდა მსოფლიოში. იგი დაკავებულია არაკომერციული კვლევებით კოსმოსში, გენომიკასა და ენერგიაში. პეიჯი მხოლოდ ბიო ან ელექტროსაწვავზე მოძრავი ტრანსპორტით გადაადგილდება და საკუთარ თავს ხელფასის სახით წელიწადში 1 დოლარს უხდის.

დანიელ ზიფი

ასაკი – 38 წლის; კაპიტალი – 4 მილიარდი დოლარი; შემოსავლის წყარო – ჰეჯ-ფონდები, მემკვიდრეობით; საცხოვრებელი ადგილი – ნიუ-იორკი; განათლება – კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი; ოჯახური მდგომარეობა – დაქორწინებული. დანიელ ზიფი 2006 წელს გარდაცვლილი უილიამ ზიფ-უმცროსის შვილია, რომელსაც მედია-იმპერია „ზიფ-დევისი” ეკუთვნოდა. 1994 წელს, მედია-ბიზნესის 95 პროცენტის გაყიდვის შემდეგ, ზიფმა ძმებთან, დირკთან და რობერტთან ერთად, დააარსა საინვესტიციო კომპანია „ნიუ-იორკ სითი ზიფ ბრაზერს ინვესთმენთი”, რომლის კაპიტალი, ჰეჯ-ფონდების გავლით, ჩადებულია უძრავ ქონებაში, აქციებსა და ბუნებრივ რესურსებში. დანიელ ზიფი ახლახან დაქორწინდა.


скачать dle 11.3