კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავწვათ ცოტა საწვავი ავტომობილის ძრავას შენელების ხარჯზე

მართვის კოლოფი, განსაკუთრებით ავტომატური, ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის მძღოლებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კოლოფები უკვე საკმაოდ დახვეწილია, პრობლემა მასთან მოპყრობის გამო ჩნდება. მევლუდ მელაძე ისაუბრებს, თუ რა დამატებითი „სერვისი” აქვს ჩვენს ავტომობილს იმისთვის, რომ მართვის კოლოფს მოვუფრთხილდეთ.

მევლუდ მელაძე: მძღოლებს უამრავი პრობლემა ექმნებათ, მხოლოდ იმის გამო, რომ ზუსტად არ იციან, თუ რა კომფორტის შექმნა შეიძლება მათ ავტომობილში დამატებითი ღილაკებისა და გადამრთველების საშუალებით. უმრავლესობამ კი მათი დანიშნულება და გამოყენება არც იცის. მართვის ავტომატური კოლოფი რომ კომფორტულია, მით უმეტეს, ჩვენს გადატვირთულ გზებზე, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ვთქვათ, მივდივართ და გვინდა, ვიაროთ თანაბარი, მონოტონური სიჩქარით, ვთქვათ, 20 კილომეტრ-საათის სიჩქარით, ან მცირე აღმართზე ავდივართ თუ რაღაც მსგავს სიტუაციაში ვართ. თუ ამ დროს „დე-ში”, ანუ „დრაივში” ჩააგდებთ ავტომობილს, მას დამოუკიდებლად ძალიან ბევრჯერ მოუწევს გადართვა-გადმორთვა, რომ სასურველი სიჩქარე შეინარჩუნოს. როგორც კი რაღაც სიჩქარეს განავითარებთ და შემდეგ გაზის პედალს ფეხს აუშვებთ, ის სიჩქარეებს თავისთვის გადართავს. იმისთვის, რომ ერთი მონოტონური სიჩქარე შეინარჩუნოთ, ყოველთვის ჯობია, თქვენთვის სასურველი სიჩქარე შეარჩიოთ. პირველი იქნება თუ მეორე – სიჩქარე აღარ შეიცვლება და თქვენც და თქვენი ავტომობილიც ძალიან მშვიდად გაივლით ამა თუ იმ მონაკვეთს.

– სად შეიძლება, ეს ყველაზე მეტად გამოვიყენოთ?

– თუნდაც, „საცობში“. მაგრამ, მოვიყვან მაგალითს, სადაც მას ყველაზე კარგად გამოიყენებთ. ვთქვათ, ჩადიხართ დაღმართზე, რომელსაც ბევრი მისახვევ-მოსახვევი აქვს, მოკლედ, მთაწმინდიდან ეშვებით და მართვის კოლოფი „P”-შია, ძალიან ხშირად მოგიწევთ დამუხრუჭება, ვინაიდან P იმ კონკრეტული ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს გამოიყენებს – არის ის ხუთ, ექვს თუ შვიდსიჩქარიანი. ის სულ უფრო ავითარებს და ავითარებს სიჩქარეს, რადგან ძალა არ ადგება და მის შეჩერებას მხოლოდ მუხრუჭებით ვახერხებთ. ჯერ ერთი, ამ დროს საშინლად იცვითება მუხრუჭი; მეორეც, შესაძლებელია, ამ დროს მწყობრიდან გამოვიდეს ავტომობილი და ვეღარ დაიმორჩილოთ; მესამე – ეს ყველაფერი არაპროფესიონალიზმის ბრალია. თუ ოდნავ მეტი იცის მანქანის შესახებ თქვენ გვერდით მჯდომმა, ის გეტყვით, რომ არასწორად იქცევით. იგივე, მთაწმინდის დაღმართზე ჩამოსვლისას, ავტომობილი ჩააგდეთ მეორე ან მესამე სიჩქარეში იმისთვის, რომ თავად შენელდეს და ზედმეტი სიჩქარე არ დაგჭირდეთ. ანუ დაღმართზე არც აჩქარდებით, არც შენელდებით – ეს ნიშნავს, რომ ზუსტად სასურველი სიჩქარე გაქვთ შერჩეული. მუხრუჭი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ მოსახვევს მიუახლოვდებით. იყენებთ ჩვენ კოლოფს როგორც მუხრუჭს და თან, ამ დროს წვაც გაცილებით ნაკლებია. როდესაც ავტომობილი ძრავს შენელებისას იყენებს, კომპიუტერის მენეჯმენტი უზრუნველყოფს, ძრავას საწვავის ნული მოხმარება ჰქონდეს. ანუ, ამ დროს საწვავი საერთოდ არ სჭირდება სისტემას.

– თუ თოვლიან ან მოყინულ გზაზე ჩამოვდივართ?

– თოვლზე, მიწაზე, ბალახზე და ავტომობილისთვის მსგავს „არასტანდარტული” საფარის გზებზე სხვანაირად ვიქცევით. თუ სიჩქარეთა კოლოფი „დრაივშია”, ავტომობილის სიჩქარეს მხოლოდ მუხრუჭით აკონტროლებთ, მაშინ უმჯობესია, მით უმეტეს „ჯიპებზე“, ბერკეტი პირველ სიჩქარეში გადაიტანოთ და ძრავას შენელებით უზრუნველყოთ ავტომობილის სვლის შენელება. საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მუხრუჭსაც გამოიყენებთ. ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილები, მით უმეტეს ოთხივე წამყვანით, სხვადასხვა დამატებითი ღილაკებითაა აღჭურვილი. ვთქვათ ავიღოთ, ყველაზე გავრცელებული „მერსედესის” რომელიმე მოდელი. მას აქვს ღილაკი, სადაც გადართვის შემთხვევაში, იწერება E ან S. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის რეჟიმების შეცვლის ღილაკი, ანუ ეკონომიური და სპორტრეჟიმი, მაგრამ რეალურად, ეს არის „ეკონომი” და „სტანდარტ” რეჟიმი. თუ ავტომობილი „სპორტ” რეჟიმით არის აღჭურვილი, მას ამისთვის დამატებითი ღილაკი ექნება და ეწერება sport, რა ცვლილებებს ახდენს ეს?! თუ E რეჟიმშია, ეს ნიშნავს, რომ კოლოფის მენეჯმენტი შეეცდება, მაქსიმალურად ეკონომიურად ატაროს ავტომობილი სიტუაციისდა მიხედვით. თუ „სტანდარტ” რეჟიმშია, ავტომობილი უფრო ყოჩაღად ივლის, სიჩქარეებსაც გვიან შეცვლის, რომ ძრავას სიმძლავრე გამოიყენოს და უფრო მეტ საწვავსაც მოიხმარს. თუ „სპორტ” რეჟიმიც აქვს, ამ შემთხვევაში, ის ახდენს როგორც დაკიდების სისტემის, ამორტიზატორების და ასე შემდეგ, შეცვლას. ის ასევე ცვლის ძრავას მუშაობის სტილს, კოლოფს გადართავს და მენეჯმენტსაც შეცვლის. ანუ, სხვა ავტომობილს ვიღებთ, რომელიც, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს წვავს. ბლოკირების ჩასართავ ღილაკებზე კი, ცალკე ვისაუბროთ.


скачать dle 11.3