ფეხბურთელის ორგია ლას-ვეგასში
ინგლისური პრემიერ-ლიგისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, რომლის ვინაობა არ სახელდება ლას-ვეგასში, ერთ-ერთ კაზინოში სამ მანდილოსანთან ერთად გამართულ ორგიაში დააფიქსირეს მობილური ტელეფონის საშუალებით. გაზეთ „სანის” ცნობით, ფეხბურთელმა სამდღიანი შვებულება ლას-ვეგასში გაატარა, სადაც გაიცნო სამი შვედი გოგონა, რომლებთან ერთად სასტუმროს ნომერში ორგია მოაწყო. ამ ყველაფერს, ფეხბურთელის მეგობარი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ორგიაში, მობილურ ტელეფონზე იღებდა. „სანი” ირწმუნება, რომ ვიდეოში მკვეთრად ჩანს ფეხბურთელის სახე, რომელსაც ორგიის დროს ლურჯი ფერის პრეზერვატივი უკეთია.