„დომინატორი” ნაკრებში ბრუნდება
ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი, მოსკოვის „სპარტაკის” მეკარე დომინიკ ჰაშეკი, ჩეხეთის ნაკრებში ბრუნდება, სადაც დებიუტი, ჯერ კიდევ, შორეულ 1983 წელს ჰქონდა. 46 წლის სპორტსმენი ამჟამად ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი დაბრუნება ნაკრებში, სადაც მან ოფიციალურ მატჩში უკანასკნელად 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე ითამაშა. ჰაშეკი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჰოკეისტია პლანეტაზე, მას მოგებული აქვს თითქმის ყველა არსებული ტურნირი, მათ შორის 1998 წლის ნაგანოს ოლიმპიადა.