პლანეტის ყველაზე სექსუალური კალათბურთელი ქალები
მსოფლიო სპორტში უამრავ ლამაზმანს ვხედავთ ჩოგბურთის კორტებზე ან ყინულის მოედანზე, ისინი მეგობრობენ და ხვდებიან შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს და მათ არაფრით ჩამოუვარდებიან პოპულარობის მხრივ. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა ქალ კალათბურთელებთან, მათ შესახებ ბევრს არ ლაპარაკობენ და ისინი პოპულარობით ვერ უტოლდებიან, თუნდაც, ჩოგბურთელ ქალებს. ამჯერად შევეცდებით, დავამსხვრიოთ მითი კალათბურთელ ქალებზე, რის მიხედვითაც, მხოლოდ მათ სიმაღლეზე შეიძლებოდა საუბარი და წარმოგიდგინეთ პლანეტის ყველაზე სექსუალურ, მომხიბვლელ და სასურველ ქალ კალათბურთელებს.
სუინ ქეში – 185 სანტიმეტრი სიმაღლის შავკანიანი ლამაზმანი, სუინთეილ მარი ქეში 1979 წელს დაიბადა პიტსბურგში. კონეკტიკუტის კოლეჯის გუნდში ნათამაშები წარმატებული სეზონის შემდეგ, 2002 წელს იგი ამერიკის ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „დეტროიტ შოკის” წევრი გახდა დრაფტის შედეგად. მას შემდეგ, იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქალი კალათბურთელია მსოფლიოში. სუინი, რომელიც ამჟამად „სიეტლ შტორმში” თამაშობს, ამერიკის ნაკრების უცვლელი წევრია და გუნდთან ერთად, 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავს. იქ კი, ამერიკელებისგან, ტრადიციულად, ოქროს მედლებს მოელიან.
ბრუკ სმიტი – ამერიკის ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 191-სანტიმეტრი სიმაღლის პროფესიონალი კალათბურთელი ბრუკ სმიტი კალიფორნიაში დაიბადა 1984 წელს. სტენფორდის კოლეჯის კურსდამთავრებული ბრუკი WNBA-ს (ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დამცველად ითვლება. 2007 წელს ბრუკი დრაფტის 27-ე ნომრად „მინესოტა ლინქსმა” აიყვანა, თუმცა შემდგომი პერიოდი ბრუკმა იტალიურ კლუბებში გაატარა „განათხოვრებით“. ამჟამად სმიტი „ფენიქს მერკურის” ღირსებას იცავს.
სიდნი სპენსერი – 1985 წელს დაბადებული და 191 სანტიმეტრი სიმაღლის სიდნი სპენსერი ტენესის შტატის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და 2007 წლის დრაფტზე „ლოს-ანჯელეს შარკსის” რჩეული გახდა. ლოსანჯელესური კლუბის შემდეგ სიდნი 2 წლის განმავლობაში პოლონეთის სუპერლიგაში გამოდიოდა, საიდანაც წლევანდელი სეზონის დაწყებამდე „ნიუ-იორკ ლიბერთიში” გადაბარგდა.
შანტელ ანდერსონი – პროფესიონალი კალათბურთელი, რომელმაც 2009 წელს დაასრულა კარიერა, თუმცა დღემდე WNBA-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ ითვლება. 198-სანტიმეტრიანი შანტელის მეტსახელი მოედანზე „ჩანი” იყო და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგი „სან-ანტონიო სილვერ სთარზის” ლიდერი გახლდათ. კარიერის განმავლობაში შანტელს ამერიკის გარეთაც, სტამბულის „გალათასარაიში” უთამაშია. ლიბანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი, მან 2009 წლის „ფიბას” აზიის ქალთა ჩემპიონატზე, ამ ქვეყნის ღირსება დაიცვა.
კეროლინ დოტი – მართალია კეროლინის სიმაღლე არ არის განსაკუთრებული მოვლენა ქალთა კალათბურთში, თუმცა 178 სანტიმეტრი სიმაღლითაც იგი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა დამცველია ამერიკის ნაციონალურ სტუდენტურ ლიგაში. აღსანიშნავია ისიც, რომ კარიერის განმავლობაში კონეკტიკუტის კოლეჯის მოსწავლეს – კეროლინს არც ერთი თამაში არ წაუგია.
ტეილორ ლილი – 168 სანტიმეტრი სიმაღლის ტეილორი WNBA-ს ერთ-ერთი ყველაზე ტანმორჩილი კალათბურთელია. თუმცა, ამ ფაქტს არ შეუშლია მისთვის ხელი, ყველაზე სექსუალურების რეიტინგში მოხვედრილიყო. აღსანიშნავია, რომ ტეილორი სამქულიანი გდების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია საკალათბურთო ასოციაციაში. ტეილორის ამჟამინდელი კლუბი „ფენიქს მერკურია”, რომელსაც იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მეგან გარდლერი – 184 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე დოტის მსგავსად, სტუდენტური ლიგის ვარსკვლავია. ახლახან კალათბურთელის ოფიციალურ „ტვიტერზე” გავრცელდა ცნობა, რომ მეგანი კარიერას შვედეთში გააგრძელებს.
იოიო გრინფილდი – მომხიბვლელი იოიო ჯერჯერობით სტუდენტური ლიგის მასშტაბის ვარსკვლავია. თუმცა, ახლო მომავალში იგი აუცილებლად შეაბიჯებს პროფესიონალურ ლიგაში. მანამდე კი კალათბურთელი სიამოვნებით პოზირებს ფოტოკამერების წინაშე და მისი ბიკინებიანი ფოტოებით აჭრელებულია მთელი ინტერნეტი.
კეთლინ ნეში – კეთლინი ამერიკული სტუდენტური ლიგის ყველაზე ცეცხლოვანი მოთამაშეა. ქერათმიანი კალათბურთელი 2011 წელს ასრულებს სწავლას კოლეჯში და სავარაუდოდ, დრაფტზე მისი არჩევა არცთუ იოლი საქმე იქნება, რადგან, ასე ვთქვათ, მსურველთა მთელი რიგი დაუდგება. კალათბურთელი ძალიან პოპულარულია შეერთებულ შტატებში. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მას მხარდამჭერთა გვერდიც კი აქვს გახსნილი და უკვე გაწევრიანებულია, რამდენიმე ათასი ადამიანი.
სიუ ბერდი – ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელსაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში აქვს გატარებული, მოსკოვის კლუბებში – „დინამოსა” და „სპარტაკში”. 175 სანტიმეტრი სიმაღლის სიუ ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პროფესიონალ კალათბურთელ ქალად ითვლება მსოფლიოში, როგორც მოთამაშე, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესოა. სიუ ამერიკის ნაკრების უცვლელი წევრია და მონაწილეობა აქვს მიღებული ორ ოლიმპიადაზე – ათენსა და პეკინში, სადაც ოქროს მედლებს დაეუფლა. ამჟამად სიუ „სიეტლ შტორმის” ღირსებას იცავს და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს თავის მესამე საჩემპიონო ტიტულს დაეუფლება WNBA-ში.
სტატიის ბოლოს აუცილებლად მინდა, შევეხო, სლავური წარმოშობის კალათბურთელებს. მართალია, ისინი ვერ მოხვდნენ ამერიკელების მიერ შედგენილ ყველაზე სექსუალურების რეიტინგში, თუმცა მათი იგნორირება, რომ ნამდვილი დანაშაულია, ამაში მას შემდეგ დარწმუნდებით, თუ ფოტოებს იხილავთ. ღვთაებრივი სილამაზის ტატიანა ხუდიაკოვა, ანა მიხეევა, ნადია გრიშაევა, ანა სოკოლოვა, ალეკსანდრა დობრანიჩი და ანასტასია შილოვა. მათი სახელები ბევრისთვის არაფერს ნიშნავს. თუმცა, ისინი, რომ თამაშობდნენ ქალთა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დამერწმუნეთ, ამერიკელებს გაუძნელდებოდათ გამოევლინათ ყველაზე სექსუალური კალათბურთელი ქალი.