აკონტროლეთ იმუნური სისტემა
ლიმფოციტები ანტისხეულების გამომუშავებას მას შემდეგ იწყებს, რაც სისხლში ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიები მოხვდება. ანტისხეულები იმუნიტეტის მთავარი იარაღია. თუ იმუნური სისტემა ჯანმრთელია, ლიმფოციტები კი ბევრი და ძლიერი, მაშინ ორგანიზმი ბაქტერიებს ადვილად ებრძვის.
იმუნიტეტის მთავარი მტერია გაციება, ინფექციური დაავადებები, სეზონური ავიტამინოზი, სტრესი, ცუდი ეკოლოგიური პირობები, არაბალანსირებული კვება, ალკოჰოლი, სიგარეტი და არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკები.
სასარგებლო ბიფიდობაქტერიები აჯანსაღებს ნაწლავების მიკროფლორას, გამოდევნის დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს. ასევე, აუმჯობესებს ვიტამინების, რკინის, კალციუმისა და სხვა მიკროელემენტების ათვისებას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს იმუნურ ცვლაში.
იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებებია ბუნებრივი ადაპტოგონები, მაგალითად, ნიორი. ის აძლიერებს რიბონუკლეინმჟავას და ცილების სინთეზს, ააქტიურებს ცვლის ფერმენტებს და ახდენს მატონიზებელ ეფექტს ვეგეტატიურ და ენდოკრინულ სისტემაზე.
თუ მუდმივად იღებთ წამლებს, იმუნური სისტემა სუსტდება, კარგავს ფუნქციას. ამიტომ, თუ საგანგაშო სიტუაცია არ გაქვთ და დაავადება აუცილებლად არ ითხოვს წამლის მიღებას, ერიდეთ ქიმიური მედიკამენტებს.