კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახსრებისა და თირკმელების დაავადების დროს მაწვნის წვნიანი უებარია

წვნიანი ყველაზე სასარგებლო და შეუცვლელი კერძია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტული წვნიანის ინგრედიენტებზე და იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვინც მას მიირთმევს.

ხორციანი წვნიანი ძალიან სასარგებლოა ფილტვების დაავადების, წონის კლების, უმადობის დროს და ასევე, ნაავადმყოფარი ორგანიზმისთვის.

ხორცის ცხიმიანი ბულიონები მავნეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებისთვის. ამ დროს უმჯობესია მიირთვათ ვეგეტარიანული წვნიანები. ისინი უხდება განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავთა ტრაქტს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს მავნებელია სოკოს წვნიანი.

ხორციან წვნიანს უმჯობესია, თევზის ბულიონი მიირთვათ. ის იოლად ასათვისებელია და თან უხვად შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს. სახსრების დაავადების დროს თევზის შეჭამანდი უებარია, ქათმის კი – დიეტური. ასევე, სასარგებლოა ანთებისა და გაციების დროს.

მაწვნის წვნიანი რეკომენდებულია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც სახსრები და თირკმელები აწუხებს.

ჯანმრთელობის შენარჩუნებაში არა მარტო დიეტები, არამედ ორგანიზმის გამწმენდი საშუალებები, სპორტი და სწორი კვებაც დაგეხმარებათ. ეს ყოველივე აუმჯობესებს განწყობას, ორგანიზმს ავსებს ენერგიით, აჩქარებს ცხიმების წვას. ორგანიზმის გაწმენდა შეიძლება სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად, გამწმენდი მცენარეული ჩაის ნაყენებით ან კვირაში ერთხელ მხოლოდ ბრინჯის კერძების მიღებით. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ სუფთა ჰაერზე სეირნობას, ბევრი იმოძრავეთ და იარეთ ფეხით.

ყოველდღე მიირთვით რძის პროდუქტები, მაგალითად, დღეში საკმარისია ერთი ჩაის ჭიქა რძე ან კეფირი და 150 გრამი იოგურტი ან ხაჭო.

საკვები მენიუ აუცილებლად გაამდიდრეთ ცხიმიანი თევზით, ზღვის პროდუქტებით, მწვანე ფერის ბოსტნეულით, წითელი ფერის ხილით, ზეითუნის ზეთით. ორაგული შეიცავს ცხიმიან მჟავებს, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს. რძის პროდუქტები დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ყველი შეიცავს გაცილებით მეტ ცილას, ვიდრე ხორცი, თანაც მას ორგანიზმი მთლიანად ითვისებს. პომიდორი, კიტრი და ტკბილი წიწაკა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

გაითვალისწინეთ, რომ სწორად შერჩეული საკვები ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ჯანმრთელობას უნარჩუნებს.


скачать dle 11.3