კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადამდებია თუ არა მენინგიტი და რა გამოვლინებები ახასიათებს მას

მენინგოკოკური ინფექცია მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მენინგოკოკი იწვევს. ის ვლინდება არა მხოლოდ ტვინის გარსის ჩირქოვანი ანთებით, ანუ მენინგიტით, არამედ, ბევრად უფრო ხშირად, ცხვირხახის ანთებით, ანუ ნაზოფარინგიტით. იშვიათად ვითარდება მენინგოკოკური სეფსისი, ფილტვების ანთება, გულის კუნთის ანთება, ართრიტი, ზამთარში მატულობს დაავადების შემთხვევები. ადამიანი ავადდება მენინგოკოკური ინფექციის მქონე ავადმყოფთან ახლო კონტაქტის დროს. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.

ცხვირ-ხახის ანთების, ანუ ნაზოფარინგიტის დროს ავადმყოფს აწუხებს თავის ტკივილი, ტკივილი საჭმლის ყლაპვის დროს, ფხაჭნის შეგრძნება ყელში. ასევე, ახველებს, უჭირს ცხვირით სუნთქვა. თვალნათლივ ჩანს ხახის უკანა კედლის ძლიერი შეშუპება და შეწითლება.

სამწუხაროდ, დიაგნოზი ხშირად არ ისმება სწორად, რადგან ნაზოფარინგიტი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ მწვავე რესპირატორულ დაავადებას. ხველისა და ცემინების დროს, ასეთი ავადმყოფები გამოყოფენ დიდი რაოდენობით მენინგოკოკს და ინტენსიურად ავრცელებენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

მენინგიტი უეცრად იწყება ძლიერი შემცივნებით, ტემპერატურის სწრაფი მატებით, დაახლოებით 39-40 გრადუსამდე. ავადმყოფს პირველი წუთებიდანვე აღენიშნება თავის ტკივილი, რომელიც სულ მალე აუტანელი ხდება. ამას მოსდევს პირღებინება. ვითარდება ტკივილი კუნთებში, მუცლის არეში, უძილობა, აღგზნება.

ტვინის ნივთიერებაზე ანთებითი პროცესის გავრცელებისას, ვითარდება დამბლა. თუ მკურნალობა დაგვიანდა, ხშირ შემთხვევაში, მენინგიტი სიკვდილით მთავრდება. შეიძლება, დარჩეს მძიმე გართულება, მაგალითად, გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, დამბლა, ეპილეფსია.

ანტიბიოტიკებით დროულად და სწორად მკურნალობისას, მოკლე დროში, შეიძლება სრული გამოჯანმრთელება.

დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენურ რეჟიმს, კერძოდ, სუფთა ჰაერზე სეირნობას, სპორტს და ასე შემდეგ. ანუ, ყველაფერს, რაც აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს დაავადების მიმართ.


скачать dle 11.3