კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სამწუხაროდ, უფლის სახელს ხშირად ახსენებენ არაეკლესიურ გარემოში. როგორ უყურებს ეკლესია ღვთის სახელის წამდაუწუმ ხსენებას?

პასუხი: საერთოდ, რაც უფრო ხშირად მოიხსენიებს ადამიანი უფლის სახელს, მით მეტი მადლი ემატება მას. თუმცა, უფლის ხსენებას თავისი წესი აქვს: თუ ადამიანს უფლის სახელის ხსენება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და საზოგადოებაზე საკუთარი აზრის თავმოსახვევად სჭირდება, ეს ცოდვაა. გაიხსენეთ, რას ამბობს უფალი: „არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. ღვთის სახელის ხსენება მოკრძალების, სიყვარულისა და შიშის გარეშე არ შეიძლება.

კითხვა: ჩემი ნათლია, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. როგორ უნდა წარვმართო ჩემი სულიერი ცხოვრება მომავალში?

პასუხი: ნათლიის დანიშნულებაა ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა. ზრდასრულ ადამიანს ეკლესიის გზით და წმიდა მამათა სწავლების მეოხებით აქვს ჭეშმარიტებასთან ზიარების საშუალება, რასაც იგი, თუ მოინდომებს, ნათლიის გარეშეც შეძლებს. რაც შეეხება თქვენს დამოკიდებულებას ნათელმირონობისადმი, მუდმივად უნდა ილოცოთ თქვენი ნათლიის სულისთვის.

კითხვა: მარხვას ყოველთვის ვიცავ და ჩემს შვილებსაც ვაიძულებ, რომ მათაც დაიცვან. ზოგიერთი ახლობელი მსაყვედურობს, ბავშვებს აშიმშილებო. მართლა ცუდად ხომ არ ვიქცევი?

პასუხი: თუ ეკლესიის მრევლი ბრძანდებით, ერთმანეთისგან უნდა განასხვავოთ მარხვა და შიმშილი. მარხვის დაცვა არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზრდილ ადამიანებშიც ზომიერებას მოითხოვს. გარდა ამისა, მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავებას არ ნიშნავს. მარხვის დროს მნიშვნელოვანია ბავშვებს ქრისტიანულ წესებზე ესაუბროთ, ასწავლოთ მათ სიკეთის კეთება და ადამიანების სიყვარული.

კითხვა: ბოლო დროს უცხოელების მიბაძვით ჩვენთანაც დაიწყეს წმიდა ვალენტინის დღის აღნიშვნა. ცნობილია, რომ ვალენტინობა 14 თებერვალს იზეიმება და ის შეყვარებულების დღედ ითვლება. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებს სჩუქნიან. როგორ უყურებს ამ ყველაფერს მართლმადიდებლური ეკლესია?

პასუხი: ეს არის დასავლეთის ეკლესიის დღესასწაული და მისი გადმოტანა მართლმადიდებლურ ნიადაგზე მიუღებელია. აგრეთვე, ჩვენთვის მიზანშეწონილი არ არის ბოლო წლებში ამ დღესთან დაკავშირებით სანახაობების მოწყობა.


скачать dle 11.3