კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გათხოვდება ნუკი ყარალაშვილი მანიკა ასათიანის გარეშე და როგორ ბიჭებს ურჩევენ მას მანიკა და მისი მეუღლე

მანიკა ასათიანსა და ნუკი ყარალაშვილს ერთმანეთთან უკვე დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ. გარდა იმისა, რომ ორივე საოცრად ლამაზი და საყვარელია, ისინი ერთმანეთს ხასიათითაც ჰგვანან – მანიკაც და ნუკიც ძალიან მხიარული და ხალისიანი ადამიანები არიან.

– ერთმანეთი „ელიტზე“ გაიცანით?

– არა, სკოლიდან ვიცნობთ (ორივე მპასუხობს, – ავტორი).

მანიკა: მე ვსწავლობდი 161-ე სკოლაში, ნუკი კი 102-ში, ერთ წელს ორივე სკოლა გააერთიანეს და სკოლელები გავხდით. სწავლა რომ დაიწყო, ნუკის სულ ვხედავდი, თან, მაშინ თმა ჰქონდა გადახოტრილი. იცი, როგორ უხდებოდა? ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა, სულ სხვა სტილის გოგო იყო, თან – ქაჯი.

– ნუკის შემხედვარეს, შენც ხომ არ გინდოდა თმის გადაპარსვა?

– ჩემს თმას ვერ შეველეოდი.

ნუკი: სკოლაში რომ მიდიოდნენ მანიკა და მისი და, მეც იმ დროს მივდიოდი და ვხვდებოდით. მალე დავმეგობრდით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან.

მანიკა: ერთ დღესაც, ჩემს დაზე ვიღაცამ რაღაც ცუდი თქვა და ჩვენ ნუკი გვეგონა.

ნუკი: მთელ სკოლაში გაიკითხეს და ვიღაცამ უთხრა, ნუკიმ თქვაო. არც მკითხეს რამე, არც დამელაპარაკნენ. ერთ დღესაც, მოვდივარ და ეს ორი და ცხვირაბზუებული მოდის, გამარჯობა არ მითხრეს, ერთი თვე ხმა არ გაუციათ და არც მე დავლაპარაკებივარ, მაგრამ, ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ იქცეოდნენ. ამის შემდეგ „ელიტის“ ქასთინგზე დავინახე ეს ქალბატონი, მეცა და გადამკოცნა, გულში გავიფიქრე, ამას ხომ არ აკლია-მეთქი. ექვსი საათი ველოდებოდით 1 500 გოგონა ქასთინგის შედეგებს, თან, პირველი „ელიტი“ იყო. მე და მანიკა გავედით. მერე ვკითხე: მითხარი, რა ხდებოდა, რატომ არ მელაპარაკებოდი-მეთქი. ცოცხალი თავით არ მცემდნენ პასუხს არც მანიკა და არც მისი და. ბოლოს, როგორც იქნა, მითხრეს და, მოკლედ, ყველაფერი გაირკვა.

– ნუკი, მანიკა რომ დაინახე პირველად, შენც მოგეწონა?

– ჩვენი სკოლები რომ გააერთიანეს, ვიღაც გოგონები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ჩვენს სკოლაში, 161-ში, ყველაზე მაგარი გოგონები სწავლობენ, 102-ში ერთი შენ ხარ შედარებით ნორმალურიო. მანიკა თავიდანვე მყავდა შემჩნეული, ყველაზე ნორმალური გოგო იყო: მაღალი, კარგი ტან-ფეხით, ლამაზი სახით. სხვა, ასეთი გამორჩეული, 161-ე სკოლაში არავინ იყო. მოკლედ, ორი სკოლის ორი გამორჩეული გოგონა დავმეგობრდით. მანიკას კლასის ვიდეოები რომ ვნახე, მივხვდი, ძალიან გიჟი იყო, ჩემნაირი.

მანიკა: მე და ნუკი ერთად ისეთი გიჟები ვართ, ჩემი ქმარი ვერ გვიძლებს. ბექა ეხუმრება ხოლმე, ერთი კვირა ხომ აღარ მოხვალო. სკოლის დროსაც, რამე ისეთს კი არ ვაკეთებდით, უბრალოდ, არ გვქონდა კომპლექსები: ქუჩაში თუ სიმღერა მოგვინდებოდა, ვიმღერებდით, თუ ცეკვა მოგვინდებოდა – ვიცეკვებდით.

ნუკი: სააგენტოში სულ ერთად მივდიოდით და მაშინვე აჟიოტაჟი შეგვქონდა. ახლა ვეღარ მივდივართ ერთად, რადგან მანიკა სხვა სააგენტოში გადავიდა.

მანიკა: მანიკა ნუკის გარეშე არ არსებობდა და ნუკი – მანიკას გარეშე. დღემდე ასე ვართ. თუ მარტოს მნახულობდნენ, მეკითხებოდნენ, ნუკი სად არისო. ბევრი საერთო თვისება და გემოვნებაც კი ერთნაირი გვაქვს, ვთქვათ, წინასწარ მოვიფიქრებ, რომ ასეთი კაბა უნდა შევიკერო, ნუკის ვეუბნები, ნუკი, ასეთი კაბა მინდა და შენც ხომ არ შეიკერავ-მეთქი. ეს კი მეუბნება, მე უკვე მივეცი ეგეთის შეკვეთაო.

ნუკი: ერთხელ მანიკა მირეკავს, ინტერნეტში, მაგარი, „კუპალნიკი“ ვნახე, უნდა გამოვიწეროო. ვნახულობ, ზუსტად ის არის, რომელიც წინა დღეს ვნახე და მერე იწყება ერთი ამბავი: არა, ამას მე ვიწერ, არა – მეო. ომი იწყება, მოკლედ.

– არასდროს გიჩხუბიათ?

მანიკა: არასდროს. ერთხელ, მახსოვს, მუშთაიდთან ჩავიარეთ და გადამეკიდა, წამოდი, ნავებზე დავსხდეთო. არ მინდოდა, ქუსლებიანი ფეხსაცმელი გვეცვა, ქასთინგიდან მოვდიოდით.

ნუკი: გავბრაზიდი და მარტო შევედი, გამოპრანჭული, მაღალი ქუსლებით. ორი ბილეთი ვიყიდე. ბოლოს მაინც შემოვიყვანე, ჩავსხედით ნავში. მე გული მისკდებოდა, ეს კი ყვიროდა – უფრო მაღლაო.

მანიკა: ძალით შემიყვანა, დამსვა და არ მაკატავა, დაიძრა თუ არა, ყვირილი დაიწყო – გააჩერეთო.

– ნუკი, როდესაც მანიკა და ბექა შეყვარებულები იყვნენ, ალბათ შენ სულ საქმის კურსში იყავი.

ნუკი: დიახ, თუმცა, ხომ იცი, ყველა შეყვარებულს მაინც მარტო უნდა ყოფნა. რაც გათხოვდა, უფრო ხშირად ვნახულობ, ვიდრე შეყვარებულობის დროს.

მანიკა: სულ აპროტესტებდა, რა არის, ვინ არ ყოფილა შეყვარებული, ვინ არ გათხოვილაო. დღესაც აქვს ასეთი ტექსტები, თუ ვერ ვნახე. ეს რომ არ ყოფილიყო, ბექას არ გავიცნობდი.

ნუკი: ბექა ჩემი მეგობრის მეგობარი იყო, ადრეც მყავდა გაცნობილი, მაგრამ არ მახსოვდა. მერე ერთ ჩვენებაზე მივესალმე, მოვიკითხა. მანიკა მოეწონა, იცოდა, რომ ვმეგობრობდით და „ჩერეზ“ ჩემით გადაწყვიტა მანიკას გაცნობა.

მანიკა: ბექას უთქვამს, გამაცანი მანიკა, ოღონდ, არ უთხრა, რომ მომწონსო. ნუკი ამას არ მეტყოდა?! თავიდან არ მომეწონა ბექა, მაგრამ ეს მიჩიჩინებდა – ნახე, გაიცანიო. მე არ შემიძლია, პირდაპირ ვუთხრა ადამიანს, რომ არ მომწონს, ამიტომ ნუკი მიდიოდა და ეუბნებოდა, დაანებე თავი, არ მოსწონხარო.

ნუკი: მანიკა მაბარებდა, უთხარი, რომ არ მომწონს, თავი დამანებოსო. არ მინდოდა, ცუდად მეთქვა, ამიტომ, ვეუბნებოდი, ბექა, იქნებ დაანებო თავი-მეთქი. მერე ბექა პოლონეთში წავიდა და ეტყობა, მანიკა „დაიძაბა“, რადგან, რაც ჩამოვიდა, იმის მერე ერთად არიან და სულ იქნებიან.

– ნუკი ოდესმე არის ცუდ ხასიათზე?

მანიკა: რომ ეძინება, მაშინ არის ისეთ ცუდ ხასიათზე, ასეთი არაფერი მინახავს.

ნუკი: ჩემში ცხოვრობს ორი ადამიანი. ბექა, რომელიც სულ მეხვეწება – ნუკი, დაწყნარდი, ორი ტონით დაბლა ილაპარაკეო, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მეუბნება: ისევ იმ ნუკიდ გადაიქეცი, მირჩევნია, ყურში ჩამყვირო, ოღონდ ასეთი ნუ ხარო.

მანიკა: კარგ ხასიათზე რომ არის, უცებ იტყვის – მეძინებაო და საერთოდ იცვლება. ამ დროს ხმა არ უნდა ამოიღო, ჩუმად უნდა იყო.

– მანიკა, ნებისმიერ ურთიერთობაში არის პატარა კამათი, ჩხუბი და, ალბათ, არც შენ და ბექა წარმოადგენთ გამონაკლისს.

– ადრეც იყო და ახლაც არის. თუ არ კამათობ, და არ ჩხუბობთ, ესე იგი, ერთმანეთი არ გაინტერესებთ. ვგიჟდები კამათზე, უბრალო რამეზე ვეკიდებით ერთმანეთს მე და ბექა და ბოლოს სიცილით ვიხოცებით.

– ნუკის როგორი ბიჭი უნდა ჰყავდეს გვერდით?

– ჩემ გარეშე ვერ გათხოვდება, ფეხს ვერ გადადგამს. ვცდილობ, შინაური წრიდან ავურჩიო ვინმე – უკვე მიდის ამაზე საუბარი. იმანაც კი არ იცის, რომ ვაცნობ, უბრალოდ, ერთად ვარჩევთ. ნუკი ზოგჯერ ისეთზე იტყვის, რა კარგი ბიჭიაო, რომ, შეიძლება, გული გაგისკდეს. მახინჯები მოსწონს, ოღონდ, ცოტა კაცური ტიპები. არ ჯობია, კაცურიც იყოს და ცოტა სიმპათიურიც?! სპორტსმენი კარგი იქნებოდა.

ნუკი: ვერ ვიტან სპორტსმენებს, ვერც კალათბურთელებს.

მანიკა: თან, წარმატებული კალათბურთელი რომ იყოს... ამას რომ ჰკითხო, არავინ უნდა, ვიღაც მოეწონება და მეორე დღეს აღარ მოსწონს.

ნუკი: ეს და ბექა მირჩევენ ვიღაცეებს. იმიტომ კი არა, რომ ბექა ჩემიანია, უბრალოდ სხვა კალათბურთელებს შორის ერთადერთია, ვისთანაც შეგიძლია, ისაუბრო.

მანიკა: რაც მთავარია, ძალიან გიჟი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ, ნუკი ისეთი გიჟია, ვიღაცამ უნდა მოთოკოს, მეც ძალიან გიჟი ვარ, ბექა არ არის ჩემნაირი და ერთმანეთს ვავსებთ. გიჟი ცოლი და ქმარი ერთ სახლში, საშინელება იქნება, ალბათ, ერთმანეთს გადაყრიან ფანჯრიდან. ამიტომ, გაწონასწორებული, კაცური, ასაკით ნუკიზე ცოტა უფროსი უნდა იყოს.


скачать dle 11.3