კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სექსუალური ქალი ცხოველური ინსტინქტებით – კორსის ახალი კოლექცია

რანვეი შოუს სამოცდაოთხი მოდელით მაიკლ კორსმა დაამტკიცა, რომ, ასაკის მიუხედავად, კვლავ შემოქმედებით მწვერვალზეა და შეუძლია, მხოლოდ ერთი შოუთი ხელახლა მოაჯადოოს არა მხოლოდ ჩაცმის მოყვარულები, არამედ ყველა, ვინც მოდას ხელოვნებად აღიქვამს. კოლექცია თავისი შემადგენლობით ხაზს უსვამს, რომ ის შექმნილია მათთვის, ვის მფლობელობაშიცაა საკუთარი თვითმფრინავი, ერთი სახლი მეგაპოლისში და მეორე – მთებში და ძალიან დიდი თანხები საბანკო ანგარიშებზე. აბა, სხვანაირად როგორ ჩაიცვამ უმაღლესი ხარისხის ქაშმირის სვიტერს, აქლემის დამუშავებული ტყავისგან დამზადებულ ზამშეს ზედატანებს, სპეციალური, ბზინავი მასალით გაფორმებულ იატაკამდე დაშვებულ გრძელ ქვედაკაბებს და ბეწვის ქურქებს.

მაიკლ კორსის ჩვენება ნამდვილი გაბრწყინება იყო. დიზაინერმა ფერებიდან აქცენტი კრემისფერზე, ოქროსფერზე, ვერცხლისფერსა და შავზე გააკეთა. თხელი, ლამაზი, დახურული ზედატანები საოცრად უხდებოდა მოდელების უბიუსტჰალტერო პატარა მკერდსაც და იდეალურად გამოიყურებოდა. თუმცა, ამ საერთო ბრჭყვიალებაში განსაკუთრებით ლამაზი იყო თეთრი ანსამბლი – იატაკამდე გრძელი, ქალთევზას სტილის ქვედა კაბა, რომელსაც ღრმად ამოღებული, V ფორმის დეკოლტე ამშვენებდა. მასზე კი მოდელს ულამაზესი პალტო ეცვა, იდაყვებთან ჭრილით, რომელიც სილამაზისთვის უფრო გაეკეთებინათ, ვიდრე ხელის კომფორტულად მოხრის მიზნით. იდაყვებთან გაჭრილი პალტოს სახელო მაქსიმალურად მომდგარი და ვიწროა, მის პრაქტიკულობაზე აღარავის უფიქრია. როგორც პალტო, ისე ქვედა კაბა წელთან ისე იყო გადაჭრილი, რომ ქალს დასვენებული, მოშვებული და იმავდროულად სექსუალური იერი ჰქონდა. მამაკაცებს ხომ ყველაზე მეტად უდარდელი, უპრობლემო და უპრეტენზიო ქალები აღელვებთ, შოუზე კი, ერთი შეხედვისთანავე ჩანდა, რომ ასეთ ქალს არ აწუხებდა პრობლემა როგორ და რა სახსრებით დაესვენა ამ ზამთარს.

თუ სწორედ ასე სექსუალურად გინდათ, გამოიყურებოდეთ, სწორედ კორსია ის დიზაინერი, ვინც გჭირდებათ ამ სეზონზე. თუ მის ფასებს ვერ შეწვდებით და ვერც „ჩერნაბურკას” ჩაიცვამთ ქვედა კაბის სტილში, მაშინ ის მარტივი კონსტრუქციები და სილუეტი გადაიღეთ, რომელსაც ის გთავაზობთ. გამჭვირვალე როლინგები, კლასიკური სტილი, კოჭთან მომდგარი, შავი, ნაცრისფერი და კრემისფერი შარვლები. ასევე დიდსაყელოიანი, სქელი, ნაქსოვი ჯემპრები და კლასიკური, ულამაზესი პიჯაკები. არ დაინანოთ ფული ქსოვილში, კარგი მკერავი და თქვენ აუცილებლად განსხვავებული იქნებით.

რაც შეეხება მათ, ვისაც შეუძლია, თავს „ბევრი ბეწვის უფლება მისცეს”, მაიკლ კორსი ნამდვილი მისწრებაა. ულამაზესი ბეწვის მოსაცმელები, ბეწვის ქვედა კაბები, ბეწვის ჩანთები – არ ვიცი, როგორ გადაურჩება ცხოველთა დაცვის საზოგადოებას მაიკლ კორსი და თქვენ, მაგრამ მამაკაცის ღრმა, ცხოველურ ინსტინქტებზე კი, ძალიან დადებითად იმოქმედებთ. თუმცა, მელიის ბეწვის ის ქვედა კაბა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ და რომელიც მაქსიმალურად იყო შერბილებული, უნაზესი, დახურულდეკოლტიანი ზედატანით, ცუდ ტონად შეფასდა კრიტიკოსების მხრიდან. სწორედ ეს მოდელი იყო დარტყმის მთავარი სამიზნე მაიკლ კორსის კოლექციაში მის წინააღმდეგ.

დიზაინერის ლუქსფაქტორები უამრავ დეტალში ჩანდა. მხოლოდ ისიც კი, რომ ჩვენებაზე ყველა მოდელი, ბიჭებიც და გოგოებიც, გარუჯული იყო, ნიშნავს, რომ სამოსი მაღალი კლასის საზოგადოებისთვის შეიქმნა.


скачать dle 11.3