კოლინმა ბრიტანელები ისევ გააოცა
ორიოდე კვირაც და, „მანჩესტერის“ ფორვარდის, უეინ რუნის მეუღლე, კოლინ მაკლაფლინი, პირველი შვილის დედა გახდება. წესითა და რიგით, იგი ახლა სახლში უნდა იყოს და გარეთ იშვიათად გამოდიოდეს, მაგრამ, ნურას უკაცრავად – გასულ კვირას კოლინმა ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანს მიაკითხა... 10 სანტიმეტრი სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმლით.
„როცა კოლინი რესტორანში შემოვიდა, იქ მყოფმა ადამიანებმა გაოცებისგან პირი დააღეს: ერთი არასწორი მოძრაობა და – კოლინი ქუსლებიდან ჩამოვარდებოდა. თანაც, ამხელა მუცლით წონასწორობის შენარჩუნება იოლი არაა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ რესტორნიდან გასულმა მაკლაფლინმა თავის „ასტონ მარტინთან“ მიირბინა და საჭეს მიუჯდა“, – წერენ ბრიტანელები.
იმედია, კოლინი მშვიდობიანად იმშობიარებს და მილიონიან ჩვილსაც გააჩენს. რატომ მილიონიანს?! ახალშობილის ფოტოების დაბეჭდვის ექსკლუზიურ უფლებაში ორი ბრიტანული გამოცემა სწორედ ამ თანხას იხდის.