კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლამარა ჭყონიას მძიმე ბავშვობა, რატომ დევნიდნენ მას საქართველოდან, ბრძოლა გადარჩენისთვის და სიმართლე, რომელიც მომღერალმა 43 წლის შემდეგ შეიტყო

სიცოცხლეში ლეგენდად ქცეული ქართველი საოპერო მომღერალი, ლამარა ჭყონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა. მას 80 წელი შეუსრულდა და ეს საიუბილეო თარიღი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით პირველ მარტს საზეიმო კონცერტით აღინიშნება კიევის ოპერის თეატრში...

ლამარა ჭყონია: ჩვენ თბილისელები ვიყავით 1937 წლამდე. შემდეგ რეპრესიები დაიწყო, რომელიც ჩვენს ოჯახსაც შეეხო. მამა სამინისტროში მუშაობდა – თბილისის გამწვანების ტრესტის სამმართველოს უფროსი იყო, ფუნიკულიორის ირგვლივ მიმდებარე ტყეები მთლიანად მისი გაშენებულია... ერთ დღეს ამხანაგებმა გააფრთხილეს ორი ხე იპოვეს გამხმარი, აჯობებს, გაიქცე და დაიმალოო... მამას ძმა, აკაკი ჭყონია, ოპერის დირექტორი იყო, რომელიც 1937 წელს პირდაპირ სცენაზე დახვრიტეს. კიდევ ერთი ძმა – მიხეილ ჭყონია კი ციმბირში ათი წლით გადაასახლეს... მამას ერთოთახიანი ბინა ჰქონდა მრგვალ ბაღთან, რომელიც სასწრაფოდ გაყიდა და ოჯახით საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. ამ დროს მხოლოდ 6 წლის ვიყავი. მამას ბათუმში პატარა სახლი და მიწა ეგულებოდა, მაგრამ იქ რომ ჩავედით, სახლი გადამწვარი დაგვხვდა. მახსოვს დედა როგორ ტიროდა, მაგრამ მაშინ არ მესმოდა, რისთვის... მამა ბათუმშიც გამწვანების ტრესტის სამმართველოში მოეწყო, მაგრამ იქაც უთხრეს, რომ დაპატიმრებას უპირებდნენ და ხულოს ტყეში იმალებოდა ერთი წელი. დედა ბუღალტრად მუშაობდა გვერდით სკოლაში. მან შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა და გვერდით მდებარე სკოლის ნაცვლად რუსულ სკოლაში შემიყვანა, სადაც ყოველდღიურად ოთხი კილომეტრის გავლა მიწევდა... რუსული ენის ცოდნა მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან გამომადგა.

– ბავშვობაში, ალბათ, ბევრი გაჭირვებაც გამოსცადეთ.

– ომიანობის დროს ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩა. დედა ძალიან გახდა, რადგან, რასაც შოულობდა, სამ ბავშვს გვაჭმევდა. გვერდით ეზოში სამხედრო ნაწილი იყო, ბავშვები ხელს ეზოში გადავყოფდით ხოლმე და საკვებს ვთხოვდით. ისინი გვინაწილებდნენ, მაგრამ თავადაც ძალიან უჭირდათ... ამ წლებში დავიწყე სიმღერა. ჩვენ ჩიხში ვცხოვრობდით, სადაც დიდი მსხლისა და ნაძვის ხეები იდგა, რომელთა ჩრდილსაც ხალხი ზაფხულობით აფარებდა თავს. იქ მოდიოდნენ სამხედრო პირები, რომლებიც ძალიან მეცოდებოდნენ. ერთ დღეს, სამხედროები რომ გამოჩნდნენ, ხელში გიტარა ავიღე და სიმღერა დავიწყე. საგანგებოდ, ღია ფანჯარასთან, გამჭვირვალე ფარდის უკან ვიდექი, ჩემი ხმა რომ კარგად გაეგონათ. „ჩემო ციცინათელას” ისე გულიანად ვმღეროდი, როცა შევწყვიტე, მთხოვეს, გამეგრძელებინა. შემდეგ სამხედროები ეზოში შემოვიდნენ და მთხოვეს, წყალი მიმეტანა. წყალი ეზოშიც უწყვეტად მოდიოდა, მაგრამ, მივხვდი, რომ მათ ჩემი დანახვა სურდათ. სამხედრო ნაწილის უფროსმა მკითხა, შენ იყავი, ხომ, რომ მღეროდიო, შემდეგ ჩაილაპარაკა – ასეთი ბავშვისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებდიო...

რუსულ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, გუნდი იყო, ამ გუნდში სოლისტი გახლდით და 1947 წელს თბილისში გამართული ოლიმპიადის გამარჯვებული გავხდი. ოლიმპიადაზე პროფესორ ქაშაკაშვილის მოწონება დავიმსახურე და მისი მიწვევით ორი წელი ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე.

– თუ არ ვცდები, თბილისის ოპერაში თქვენს პირველ გამოსვლას დიდად არ ემადლიერებით...

– ოპერის თეატრში რომ მიმიღეს, იმ პერიოდში „დაისის” პრემიერა მზადდებოდა. მაროს პარტიაზე რვა მომღერლიდან ტაბლიაშვილმა მე ამომარჩია... ზურაბ ანჯაფარიძე სპექტაკლში ზღაპრულად მღეროდა. მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ზურიკო, როგორც მომღერალი, ყველას მოსწონდა, მათ შორის მეც, რამაც ხელი შემიშალა. მაროს დატირება რომ უნდა მემღერა, იქ ცივი გონება იყო საჭირო, მე კი ვტიროდი. ზურიკო გაგიჟდა – გოგო, შენ მართლა ტირი, დაგავიწყდა, არია რომ გაქვს სამღერიო? შემდეგ ხუმრობა დაიწყო: მოდი, დამეხმარე, შარვალი მაქვს გახსნილი, ხორცი მიჩანსო. მე ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა და აქეთ-იქით ვიხედებოდი – სად გაქვს გახსნილი-მეთქი... ამ ხუმრობაში ცოტა დავწყნარდი, მაგრამ კარგად მაინც ვერ ვიმღერე. ტაბლიაშვილმა მითხრა, ვერ გავიგე რა მოხდაო. პრესაში ჩემი ქება-დიდება დაიწერა, მაგრამ, იქვე ეწერა, იმედია, ასეთი ნიჭიერი მომღერალი მომავალში „მაროს დატირებას” უკეთ იმღერებსო.

აქ ძალიან ცოტა სპექტაკლში ვმონაწილეობდი, მხოლოდ მეორე და მესამე პარტიებს მამღერებდნენ, ხელფასიც ყველას მოუმატეს ჩემ გარდა, ამიტომაც, ვამჯობინე, კიევის თეატრში გადავსულიყავი. 1958 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანის მოწვევით, თბილისში ჩემი მეუღლე მორის ლეკიაშვილი ჩამოვიდა. მაშინ ჩემზე არაფერს წერდნენ, ჩემს მეუღლეზე კი – ძალიან ბევრს. როცა მან გორში მომისმინა, თქვა, ახლა მივხვდი, თეატრში რატომაც არ გამღერებენო. გადავწყვიტეთ, კიევის თეატრში გადავსულიყავით. კიევის ოპერაში ჩემი მეუღლე დაუყოვნებლივ მიიღეს, მაგრამ მან ულტიმატუმი წაუყენა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ მეც მიმიღებდნენ სოლისტად. ოპერის დირექტორი იყო ხრუშჩოვის სიძე, ვიქტორ გონტარი, მას ვოკალი კარგად ესმოდა, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან სოპრანოები ისედაც ბევრი გვყავსო. რომ წარმოვიდგინე, ბავშვით ხელში, უფროსი შვილი, ნატო, პირველი ქორწინებიდან მყავს, უმუშევარი ვრჩებოდი, ვუთხარი, რომ მის მისაღებში ვიჯდებოდი, ვიდრე არ მომისმენდა... მისაღებში რომ ვიჯექი ორი-სამი დღე, დირექტორი გაივლიდა ხოლმე და ზედაც არ მიყურებდა. ერთხელაც, რომ შემოვიდა და დილის 8 საათზე ისევ იქ ვიყავი, მკითხა, ისევ აქ ზიხარო? ავტირდი, წარმოიდგინე, ფულიც აღარ მქონდა და იქაც არაფრის იმედი იყო. მდივანს შევეცოდე, დირექტორის კაბინეტში შევიდა, ხუთი წუთის შემდეგ კი დირექტორმა გამოიხედა და მითხრა, შე ქართველო, რა შეუპოვარი ხარო; შემდეგ დასძინა – ახლა მოსკოვის დეკადისთვის ვემზადებით, „ხოვანშჩინას” რეპეტიციები მიმდინარეობს, შესვენებაზე გამოვაგორებთ როიალს და მოგისმენთო. მოსამზადებლად მხოლოდ ერთი საათი მომცეს... მოსმენაზე დარბაზი გადაიტენა ხალხით – გუნდი, ორკესტრი, სოლისტები, სამხატვრო ხელმძღვანელობა... თითქმის ერთი სოლო კონცერტის არიები შევასრულე. დარბაზიდან ოვაციები წამოვიდა, დირექტორი წამოდგა და ჩემს მეუღლეს ეძებდა – ის შავტუხა სად არისო. ჩემი მეუღლე რომ იპოვა, უთხრა, ასეთი ცოლის პატრონი ვერ დაიკარგები, ორივე მიღებული ხართო... კიევის ოპერაში რვა წელი დავრჩი.

– შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდით...

– კიევიდან არ წამოვიდოდი, მაგრამ, ნოსტალგიამ შეგვიპყრო, სულ საქართველოზე ვფიქრობდით... 1967 წელს იაპონიაში გამართულ კონკურსში გავიმარჯვე, აქაც ჩამოაღწია ხმებმა ამ წარმატების შესახებ და მომიწვიეს. საგანგებოდ მოსაწვევად კიევში თბილისის ოპერის დირექტორი, დიმიტრი მჭედლიძე ჩამოვიდა, რომელმაც, ფაქტობრივად, გვაიძულა, წლების წინ თბილისიდან წავსულიყავით. თბილისში დავბრუნდით და აქ დავრჩით, ვიდრე სამოქალაქო ომი არ დაიწყო. შემდეგ ესპანეთში გადავედით.

– რატომ ესპანეთში?

– შვილმა, ეთერ ჭყონიამ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. იგი ესპანეთში და ევროპის სხვადასხვა თეატრში მღეროდა. დასაწყისში იქ ცოტა რთული იყო ჩვენთვის, შემდეგ კი შევეგუეთ. მადრიდის კონსერვატორიის რექტორი, ანასტასია კართაგენა თავად მოვიდა ჩვენთან სახლში და კონსერვატორიაში მიმიწვია, მაგრამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ვამჯობინე, მოწაფეები ამეყვანა. რექტორიც დაესწრო ჩემს ერთ-ერთ გაკვეთილს. იგი კონსერვატორიაში სოლფეჯიოს ასწავლიდა, მაგრამ გადაწყვიტა, ჩემთან ემეცადინა ვოკალში და დღეს უკვე სოლო კონცერტებს მართავს. ინტერნეტში რომ გაეცნოთ ცნობებს მის შესახებ, ჩემზეც წერია... ასე გავიდა 14 წელი, არაჩვეულებრივი პირობები მქონდა, მაგრამ, ყველას გული გავუწყალე იმდენად მინდოდა საქართველოში დაბრუნება.

– გვითხარით, რომ 43 წელი არ იცოდით ის მნიშვნელოვანი სიმართლე, რომელიც ახლახან შეიტყვეთ...

– ესპანეთში რომ გადავდიოდით, მე უფრო ადრე მომიხდა წასვლა, ჩემი მეუღლე რომ მოდიოდა, დავურეკე – შეიძლება, კონსერვატორიაში დავიწყო მუშაობა და ჩემი ყველა საბუთი შეაგროვე, გადათარგმნე და წამომიღე-მეთქი. ჩემი მეუღლე რომ ჩამოვიდა, ეს საბუთები ჩამოიტანა. ვინაიდან უამრავი მოწაფე მყავდა, საბუთები აღარაფერში მჭირდებოდა და პირდაპირ თაროზე შემოვდეთ... წამოსვლის წინ ერთ-ერთმა საოპერო მომღერალმა, მარტამ, რომელიც მე მიმადლის, დღეს რომ პროფესიონალი მომღერალია, მადლიერების ნიშნად, ჩემზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა და მთხოვა, ერთი კვირით ჩემი საბუთები მიმეცა. საბუთები რომ გავატანე, მეორე დღესვე მოვარდა და მითხრა, რატომ ამბობთ, რომ იაპონიის საერთაშორისო კონკურსში მეორე ადგილი გაქვთ აღებული, როცა გრანპრი მიგიღიათო... იაპონური ენის არცოდნის გამო არც ვიცოდი, რა ავიღე, მაგრამ, ყოველთვის მაწუხებდა ეჭვი, ოქროს თასი და მეორე ადგილი ერთდროულად რატომ მომცეს-მეთქი – ამხელა ტყუილს რა წარმომადგენინებდა. ჩემი კონკურენტი იყო მარია ბიეშუ, რომელსაც პირველი ადგილი მიაკუთვნეს. მან, პირადი ინტერესების გამო, ეტყობა, ყველა ხერხი გამოიყენა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითონ პირველი ადგილი აიღო და მე – მეორე. ეს რომ თავის დროზე გამესაჩივრებინა, უზარმაზარი კომპენსაცია მერგებოდა... იაპონიის იმპერატორი არავის იღებდა და სულ მიკვირდა, რატომ მიგვიწვია მე და მარია ბიეშუ – მე ხომ მეორე ადგილის მფლობელი ვიყავი...

– თუმცა ამ გაუგებრობას თქვენთვის ხელი არ შეუშლია... როგორ შეძელით, შეგექმნათ ბრწყინვალე კარიერა და ოჯახისთვისაც მოგევლოთ?

– ქალმა ბევრი უნდა შეძლოს და შეძლებს კიდეც, თუ ექნება მიზანი და არ გადაუხვევს. დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლესაც. მე უკეთეს ქმარს ვერც ვინატრებდი. სხვათა შორის, იგი ფიროსმანის ახლო ნათესავია – მისი პაპის და, თეკლე ტოკლიკაშვილი, ფიროსმანის დედა იყო... მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმის უბადლო მცოდნეა, ჩათვალა, რომ ჩემი კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო და გვერდში დამიდგა... ჩემს შვილებს თავად ვამეცადინებდი, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, ჩემმა დიდმა შრომამ და მკაცრმა დისციპლინამ გაამართლა: ნატო ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, კონსერვატორიის პროფესორია, ჰყავს 28 წლის ვაჟიშვილი; ეთერი მადრიდშია, მისი უფროსი შვილი, ანა, 22 წლისაა, ალექსი კი – ორის. ეთერმა აქაური ქალბატონი წაიყვანა ძიძად, რომელიც ქართულად გვიზრდის ბავშვს... ნატოც და ეთერიც მთელ მსოფლიოში ეწევიან საგასტროლო მოღვაწეობას...

– აქ თუ აღზრდით საოპერო მომღერლებს?

– თუ ჩემთან მოვლენ, უარს არავის ვეტყვი. ჯერჯერობით ჩემს ძმისშვილსა და ჩვენი საყვარელი ზურიკო ანჯაფარიძის შვილს – უმცროს ზურიკოს ვამეცადინებ. ორივე ნიჭიერია, კარგი ხმა აქვთ და მჯერა მათი დიდი მომავლის.


скачать dle 11.3