კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანიას“ კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს

ვინ არის 500 000-იანი ჯეკპოტის მფლობელი და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ მოსახლეობის გახარებას ისევ განაგრძობს. იზრდება ჯეკპოტის მფლობელთა რაოდენობაც. იანვრის დასაწყისში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის – 500 000 ლარის მფლობელი თბილისელი დავით ლომინაძე გახდა. 17 იანვარს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ახალი გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მოაწყო. გამარჯვებული გახარებული და დაბნეული ჩანდა, შემოსეული ჟურნალისტების შეკითხვებს ლაკონურად პასუხობდა და სიამოვნებით ადევნებდა თვალს მის პატივსაცემად მოწყობილ წვეულებას. გამარჯვებულს დაჯილდოების ცერემონიალზე რამდენიმე ახლობელი ახლდა, რომლებიც ჟურნალისტებს გახარებულები და აღელვებულები აძლევდნენ ინტერვიუს. როგორც გაირკვა, დავით ლომინაძე თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არ არის დაოჯახებული. ბოლო დროს მისი მატერიალური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მისივე თქმით, ბინის გაყიდვას ან დაგირავებას აპირებდნენ. თავისი პროფესიით დათო ლომინაძეს არ უმუშავია. მან რამდენიმეჯერ წამოიწყო ბიზნესი: გახსნა ინტერნეტ-კაფე, მაღაზია და სხვა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოუტანა შემოსავალი და სწრაფად დაიხურა. როგორც ბატონმა დათომ თავად დასძინა, ბიზნესისა და ორგანიზების ნიჭი არ აღმოაჩნდა. ჟურნალისტების ტრადიციულ შეკითხვაზე, თუ რაში დახარჯავს ის მოგებულ თანხას, დაბნეული პასუხობდა, რომ ჯერ არ უფიქრია თანხის განკარგვისა და ბიზნესიდეებზე. ზამირა თორდინავასგან განსხვავებით, მას საცხოვრებელი ფართის პრობლემა არ აქვს, ამიტომ ბინის შეძენას არ აპირებს.

„რედისონში“ გამართულ საღამოზე სიტყვა წარმოთქვეს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც მორიგ გამარჯვებულს კიდევ ერთხელ მიულოცეს მოგება და გადასცეს 500 000 ლარის სიმბოლური ჩეკი.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელი კეიდარმა, იქ შეკრებილ ჯეკპოტის სამივე მფლობელს კიდევ ერთხელ მიულოცა მოგება და წარმატებები უსურვა. ბატონმა კეიდარმა აგრეთვე, კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯეკპოტის მფლობელთა რაოდენობა თანდათანობით იზრდება.

დათო ლომინაძე: სერიოზული მანამდე ნამდვილად არაფერი მომიგია. ერთი წელია, „ლოტოს“ ბილეთებს ვყიდულობ და ხან დაბადების დღეების, ხან რამე მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით ვავსებდი. ადრე 5-10 ლარს თუ მოვიგებდი, ერთი-ორჯერ მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკაც მოვიგე. ახლა კი ძალიან გახარებული ვარ. ეს ღვთის უდიდესი მადლი და წყალობაა, დიდი ხანია, უმუშევარი ვარ. ნამდვილად მჯეროდა, რომ მოვიგებდი.

დაჯილდოების შემდეგ ლატარიის კომპანიამ ჟურნალისტებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის ალაფურშეტი მოაწყო და ტორტითაც გაგვიმასპინძლდა, რომელზეც მოგებული თანხის ოდენობა და ლოტოს ბურთები იყო გამოსახული.

ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებულს წარმატებას და ცხოვრებაში წინსვლას უსურვებს!


скачать dle 11.3