“ბუდე„ და “ჯეოსელი„ ბავშვების დასახმარებლად
გიორგი და ლევან სუხიტაშვილების მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბუდე” აქტიურად მუშაობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტ იმ ადამიანს დაეხმაროს, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ნათლისღების დღესასწაულზე ისინი წავიდნენ ადიგენის რაიონის სოფელ არალში, სადაც იქ მოღვაწე მამა იოსების მიერ დაარსებულია წმიდა ელისაბედის სახელობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრი. „ბუდის” ამ წამოწყებას აქტიურად გამოეხმაურა „ჯეოსელი“ და არალში ჩავიდნენ ჯეოსტარელები, დუტა სხირტლაძე, ანანო მჟავია და სხვები.
გიორგი სუხიტაშვილი: ჩვენ დავრეკეთ და ვიკითხეთ, თუ რა სჭირდებოდათ ბავშვებს ყველაზე მეტად და სწორედ ის ნივთები – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასწავლო და უამრავი სხვა ნივთი ჩავუტანეთ. შევხვდით მეუფე თეოდორეს, რომელმაც დაგვლოცა მამა იოსები საოცარი ადამიანია, ის ჩავიდა სოფელში, სადაც მოსახლეობის 100 პროცენტი კათოლიკე იყო, უამრავი ადამიანი მოაქცია მართლმადიდებლობაზე და სწორედ მან დააფუძნა ეს ცენტრიც. თავიდან მას გერმანელები აფინანსებდნენ, მაგრამ ახლა დაფინანსება შეწყდა და ათი უნარშეზღუდული ბავშვი დახმარების გარეშე რჩება. არადა, რაც მათ სჭირდებათ, წელიწადში 4 000 ლარია.