“ფეშენ-ვიქები„ გვემატება?
თბილისი ისედაც ძალიან ბევრს წუწუნებდა ამდენი მოდური ღონისძიების, უამრავი ჩვენებისა და ორი მოდის კვირეულის გამო, მაგრამ დედაქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო და „ფეშენ გრუპისა” და თაკო ჩხეიძის მიერ გაკეთებული მოდის კვირეული უკვე ისტორიული იქნება იმ ახალ კვირეულებთან შედარებით, რომელთა ჩატარებასაც უახლოეს მომავალში აპირებენ. როგორც ამბობენ, ყოველ სეზონზე კიდევ ორი მოდის კვირეული გვექნება, რომელთა ორგანიზატორობასაც, სავარაუდოდ, ირაკლი ნასიძე და ჯიჯი რეჯინი ითავებენ. ორივეს საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე და კავშირები აქვთ ამ სფეროში. ირაკლის უფრო მეტად ევროპაში, ჯიჯის კი მოდის სფეროში ყველა ადგილობრივი, გავლენიანი ადამიანი სცემს პატივს და ითვალისწინებს მის აზრს. რეალურია თუ არა ეს ყველაფერი, ამის შესახებ, ალბათ, სულ მალე შევიტყობთ. გაზაფხული ლამისაა კარს მოგვადგა, დიზაინერებმა კი 2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები უნდა აჩვენონ.