კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ჩავესმა კომედიური სერიალი დახურა

ვენესუელურმა ტელეარხმა „ტელევენმა“ ეთერიდან მოხსნა და საერთოდ დახურა ტელესერიალი, რომელშიც ფიგურირებდა მთავარი გმირი, სახელად ვენესუელა და მისი ძაღლი, თიკუნით – „უგო“. სერიალის კრიტიკა ვენესუელის ქარიზმატულმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ითავა და სერიალის შემქმნელები ქვეყნის უპატივცემულობასა და პრეზიდენტის სახელის აბუჩად აგდებაში დაადანაშაულა. საინტერესოა, რომ სერიალში, ასევე, ფიგურირებდა დადებითი პერსონაჟი, რომელსაც კოლუმბია ერქვა, ხოლო ვენესუელა ვულგარული გოგონა იყო, რომელსაც ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კერძო არხი „ტელევენი“ ნეიტრალურად იყო განწყობილი ჩავესის მთავრობის მიმართ და პოლიტიკური სკანდალებისგან თავს იკავებდა.

პრინცი ჰარი ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება

ბრიტანელი პრინცი ჰარი გეგმავს, ჩრდილოეთ პოლუსზე იმოგზაუროს. იგი ავღანეთის ომის ვეტერან, ინვალიდ ჯარისკაცებთან ერთად 320-კილომეტრიანი მარშრუტის გავლას აპირებს. პრინცის მოგზაურობა 23 მარტს ციმბირში დაიწყება და, სავარაუდოდ, 24-25 აპრილს დასრულდება, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ამჟამად პრინცი ჰარი შოტლანდიაში, საბრძოლო შვეულმფრენის მართვის სპეციალურ კურსებს გადის, ხოლო მოგზაურობა საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში ომგამოვლილი ჯარისკაცებისთვის ფსიქოლოგიური ტრავმების მკურნალობისა და ჩვეულებრივ ყოფიერებაში ინტეგრირების სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება იგეგმება.

ყირგიზელების წერილი ბარაკ ობამას

უზბეკეთში მცხოვრები ყირგიზული ანკლავის – „ბარაკის“ წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ღია წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საკუთარი სოციალური პრობლემების გადაჭრას სთხოვენ. წერილის გაგზავნა ობამასთან მხოლოდ, იმის გამო გადაწყდა, რომ ანკლავის სახელწოდება პრეზიდენტის სახელის იდენტურია და ყირგიზელები იმედს იტოვებენ, რომ ობამა მათ დაეხმარება. საინტერესოა, რომ წერილი მივიდა ადრესატამდე და, თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, ობამამ „ბარაკის“ გაჭირვებულ მცხოვრებთ ფინანსური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა და დაჰპირდა, რომ შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც შეისწავლის ანკლავის ბინადართა პრობლემებს.

დიკ ჩეინი ახალ გულზე ფიქრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში, რიჩარდ დიკ ჩეინმა, განაცხადა, რომ ახლო მომავალში გულის გადანერგვის ოპერაციას გაიკეთებს, რადგან მისი გული ვეღარ უძლებს დატვირთვებს და ამის გამო მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იმყოფება. გულთან დაკავშირებული პრობლემები ჩეინს 2001 წელს დაეწყო, მას შემდეგ მან ორჯერ გადაიტანა ორი ურთულესი ოპერაცია – კორონალური შუნტირება და ანგიოპლასტიკა. გარდა ამისა, გასულ წელს ჩეინს გულზე სპეციალური ტუმბო დაუყენეს, რომელიც სისხლის მიმოქცევის გამართულ მუშაობაზე აგებს პასუხს.

გერმანელი მინისტრის თვითფიარი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს. ცხელ წერტილში ვიზიტის დროს მინისტრს თან ახლდნენ მისი ახალგაზრდა მეუღლე და ცნობილი გერმანელი ტელეწამყვანი იოჰანეს კერნერი, რომელთან ერთადაც გუტენბერგმა მაზარი-შაფის სამხედრო ბაზის საავიაციო ანგარში თოქ-შოუ ჩაწერა და რომელსაც გერმანელი მაყურებელი სულ მალე იხილავს ტელევიზიით. მინისტრის ეს ვიზიტი გერმანულმა ოპოზიციამ გუტენბერგის თვითფიარად მონათლა, თვითონ მინისტრმა კი თავისი ვიზიტი მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და განაცხადა, რომ ამით მან მადლობა გადაუხადა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც თალიბებს ებრძვიან.

ხუ ძინტაოს რეკლამა თაიმ-სქვერზე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის – ხუ ძინტაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყებამდე, ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე, ჩინელი ცნობილი სახეების მონაწილეობით, სარეკლამო რგოლების ჩვენება დაიწყეს, რომლებიც აუწყებდნენ ამერიკელებს მათი ლიდერის ჩამოსვლის შესახებ. რეკლამაში კალათბურთელი იაო მინი, კოსმონავტი იან ლივეი და პიანისტი ლან ლანი იყვნენ დაკავებული და რგოლს დღეში 300-ჯერ უჩვენებდნენ ქუჩაში დამონტაჟებულ გიგანტურ მონიტორებში. ვიზიტის ფარგლებში ხუ ძინტაო ჩიკაგოსა და ვაშინგტონს ეწვია და ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.


скачать dle 11.3