კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამამშვიდებელი სეანსები

„არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“

ევროპარლამენტმა არც ამჯერად დაგვამადლა მხარდამჭერი რეზოლუცია (თუმცა მთავარი სასიხარულო ფაქტი მაინც ის იყო, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულად მოიხსენიაო), რამაც ხალხის რჩეულსა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ორგზის თავმჯდომარეს იმედი ჩაუსახა (20 იანვრის რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვებაო). სახელდობრ, ბ-ნმა მალაშხიამ (რომელსაც, რაც მართალი, მართალია, ამ ბოლო დროს საკუთარი მოსაზრებებით მაინცდამაინც არ ვყავართ განებივრებული) სიტყვასიტყვით ბრძანა: „რუსეთის მიერ რეზოლუციების უგულებელყოფა მთელი მსოფლიოს ღირსების საკითხია.“ ხალხის რჩეული უფრო შორსაც წავიდა: „ევროპამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს და ღირსება შეინარჩუნოს“ (ისე, ჩვენ ხომ არ ჩაგვეტარებინა ევროპელებისთვის მასტერ-კლასი და ერთხელ და სამუდამოდ გვესწავლებინა ღირსეულად ცხოვრება?!). თუმცა ბ-ნი მალაშხია არც იმას გამორიცხავს, რომ „ევროპა მალე მიხვდება, რომ რეზოლუციებიდან რეალურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს“ (ესე იგი, შესაძლოა, ჩვენი მასტერ-კლასი არც დასჭირდეთ).

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი მალაშხია სპეციალობით ნევროპათოლოგია, მისი ორგზის ხალხის რჩეულობა გვაფიქრებინებს, რომ არც ისე გულუბრყვილო უნდა ბრძანდებოდეს, ვერ ხვდებოდეს, რომ ევროპა რფ-ს არანაირ მკაცრ სანქციებსაც არ დაუწესებს. თუმცა, შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ მასში ნევროპათოლოგს (მხოლოდ) სძინავს (არ მომკვდარა), იქნებ პოლიტიკურ განცხადებებს დამამშვიდებელი ეფექტისთვისაც იყენებს: ჯერ ერთი, ფსიქოტროპული პრეპარატები სპეციალურ აფთიაქებში იყიდება, მეორეც, – მედიკამენტები ძვირი ღირს.


скачать dle 11.3