კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იერსახის გამფუჭებლები და ცხვირპირდამამშვენებლები

მართალია, მათმა დანაპირებმა – „გაზმა – 5 თეთრად, ელექტროენერგიამ – 10 თეთრად, წყალმა – უფასოდ“ ჩაილურის, ანუ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წყალი დალია, მაგრამ, სამაგიეროდ, თბილისის საკრებულოში მოხვედრილი ქრისტიან-დემოკრატები კულტურული მიმართულებითაც აქტიურობენ. კერძოდ, ამ მოტივებით გასულ კვირას დედაქალაქის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქციის წევრები თბილისში, კერძოდ, ყაზბეგის გამზირის დასაწყისში, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდნენ. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ გამარჯვებული პროექტის ესკიზიც კი არსებობს, იმის გარდა, რომ დედაქალაქი აქამდეც აუცილებლად უნდა ყოფილიყო დამშვენებული ქართველი მწერლის ძეგლით.

მეორე მხრივ, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმის საწინააღმდეგო არც საკრებულოს ნაციონალ დეპუტატებს აქვთ რამე, მათთვის ეს საკითხი მისაღები ყოფილა (ალბათ, იმედოვნებენ, რომ ამის გამგონე მწერალი საფლავში სიხარულით გადაბრუნდებოდა).

მაგალითად, საკრებულოს ერთ-ერთმა ნაციონალმა წევრმა, ზურაბ გაჩეჩილაძემ (წარსულში – შონზომ) ქრისტიან-დემოკრატთა ამ ინიციატივის საპასუხოდ ბრძანა, რომ, ჯერ ერთი, ინიციატივა საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ უნდა განიხილოს და, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყდება დადებითად, თუკი ძეგლი ქალაქის იერსახეს არ დაარღვევს.

აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, თუკი ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლმა შესაძლოა, თბილისის იერსახეს რამე მოაკლოს, სამაგიეროდ, „შონზოს“ გადეპუტატება უეჭველად ალამაზებს დედაქალაქის საკანონმდებლო ცხოვრების დემოკრატიულ ცხვირ-პირს.


скачать dle 11.3