როგორ იქცა მილიონერი „იმპერატორი“ ადრიანო რიგით ლოთად
მისი სრული სახელი ადრიანო ლეიტე რიბეიროა, მაგრამ საფეხბურთო სამყარო მხოლოდ ადრიანოს სახელით იცნობს. ბრაზილიელი ბავშვობიდანვე გახდა ცნობილი, როცა საოცარი ფიზიკური ძალის წყალობით, თავისზე ბევრად დიდ ბიჭებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა და გოლები ასაკით უფროს მცველებთან ჭიდილში გაჰქონდა.
16 წლის ადრიანო ბრაზილიის ჭაბუკთა ნაკრებში მოხვდა და ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ჭაბუკთა პირველობას უამრავი სკაუტი ადევნებს თვალს და უკვე მეორე ტურის შემდეგ ყველა ადრიანოზე ლაპარაკობდა. თანაც, გასაოცარი ის იყო, რომ მას თანაგუნდელები „იმპერატორად“ მოიხსენიებდნენ. ჭაბუკთა პირველობა ბრაზილიამ მოიგო, ადრიანო კი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გახდა და სამშობლოში დაბრუნებულს მილანის „ინტერის“ სკაუტები ელოდნენ. მოლაპარაკება მალე მოხერხდა, ფეხბურთელის მამას ძალიან უნდოდა, შვილს ევროპაში ეთამაშა და 17 წლის ადრიანო აპენინებზე ჩავიდა. პირველ წელს იგი „ინტერში“ არ ათამაშეს, მეორე წელს კი „ფიორენტინაში“ გაანათხოვრეს, აქაოდა, მილანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილს მაინც ვერ დაიმკვიდრებსო. ბოლომდე მას არც „ფიორენტინაში“ ენდნენ და მოედანზე მხოლოდ მაშინ შეუშვეს, როცა გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფორვარდები დაიმტვრნენ. ადრიანომ შანსი გამოიყენა და 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ ფეხბურთელი „ინტერში“ დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად „პარმაში“ გაანათხოვრეს.
„ვიცოდი, რომ ეს ჩემი საბოლოო შანსი იქნებოდა. მე ბევრი გოლი უნდა გამეტანა, იმდენად ბევრი, რომ „ინტერი“ მომეხიბლა“, – ყვება ადრიანო.
მართლაც, „პარმას“ რიგებში მან 44 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა, რაც „ინტერის“ ძირითადი შემადგენლობისკენ საშვს ნიშნავდა. თუმცა, მილანური კლუბის ხელმძვანელებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ – ადრიანომ გუნდში ყველაზე მაღალი ანაზღაურება მოითხოვა. თავიდან მას უარი უთხრეს, მაგრამ, როგორც კი გახმაურდა, „იმპერატორს“ კლუბთან პრობლემები აქვსო, „ინტერს“ მყიდველთა რიგი დაუდგა. საბოლოოდ, მასიმო მორატი დასთანხმდა და ბრაზილიელს წლიურად ჯერ 6, მომდევნო სეზონში კი 8 მილიონი ევრო დაუნიშნა. როგორც მერე გაირკვა, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც კლუბმა დაუშვა და ეს შეცდომა, პირველ ყოვლისა, ფეხბურთელმა აღიარა.
„ვისაც არ ჰქონია წლიურად რვა მილიონი, ის ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს ეს. რვა მილიონი არის თანხა, რომელიც ახალგაზრდა, 24 წლის ბიჭს ჩამივარდა ხელში; ჩამივარდა – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ბურთს ვაგორებდი და ამაში ფულს მიხდიდნენ, ფულს, რომელიც არ მჭირდებოდა და რომელსაც, დიდი სურვილის მიუხედავად, უბრალოდ, ვერ ვხარჯავდი. თავიდან თანხის გაგზავნა სამშობლოში დავიწყე, მაგრამ რამდენი უნდა მიმეცა მშობლებისთვის? მათ ყველაფერი შეიძინეს: ფაზენდა, ძროხები, კარგი ბიზნესი ააწყვეს და მილიონს ისინიც შოულობდნენ. მე კი მილანის ღამის ცხოვრება და ბალები მელოდა,“ – იხსენებს ადრიანო.
და „იმპერატორმაც“ აიშვა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ვარჯიშს შეეშვა და მთლიანად ღამის ცხოვრებაზე გადაერთო. მას ბრაზილიიდან მეგობრებმაც ჩამოაკითხეს და მათთან ერთად გათენებამდე სვამდა, დილით კი ვარჯიშზე მიდიოდა.
„როცა პირველად მივედი ვარჯიშზე ღამენათევი, რობერტო მანჩინი ახლოს მოვიდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: შენ რაღაც შეგემთხვა. არ მაინტერესებს – რა, მაგრამ დღეს ვარჯიშიდან გათავისუფლებ, ხვალ ფორმაში მოდი, ჩვეულებრივად ივარჯიშე და ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩესო. იცით, ეს რას ნიშნავდა? მას უბრალოდ, შეეძლო სამედიცინო შტაბისთვის ჩემი შემოწმება დაევალებინა, ისინი გაიგებდნენ, რომ სისხლში ალკოჰოლის დიდი დოზა მქონდა და გუნდი ფინანსურად დამსჯიდა. მწვრთნელმა კი მაპატია და ადამიანურად მომექცა. როგორ გგონიათ, რა გავაკეთე ამის შემდეგ? ვარჯიშიდან ისევ ბარში წავედი და მეორე დილით ვარჯიშზე უკვე ორი დღის უძილო გამოვცხადდი. მანჩინიმ რომ დამინახა, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ისევ მაპატია და ისევ სახლში გამიშვა, თუმცა, თან კლუბის წარმომადგენელი გამომაყოლა და დაავალა, თვალი არ მოაცილოო. სამწუხაროდ, გაჩერება აღარ შემეძლო და დალევა ახლა სახლში განვაგრძე, ერთ კვირაში კი ბრაზილიაში, კარნავალზე წავედი,“ – ყვება ადრიანო.
კარნავალზე კი, ადრიანო კი არა, აკადემიური ევროპელი ტურისტები ვერ იკავებენ ხოლმე თავს და ფეხბურთელმაც ბოლომდე აიშვა, თანაც, მისი ხელფასის შესახებ ყველასთვის იყო ცნობილი და მასზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა. საბოლოოდ, ადრიანოს გული კარნავალის დედოფალმა, ვივიანა კასტრომ მოინადირა და ადრიანომაც იგი საცხოვრებლად ჯერ ბრაზილიურ სახლში მიიპატიჟა, მერე კი მილანშიც ჩაიყვანა. აი, ნამდვილი ღამის ცხოვრება სწორედ მაშინ დაიწყო: კასტრო ღამის ბარების დედოფლად იქცა, „იმპერატორი“ კი – მის დეკორაციად. ამას ისიც დაერთო, რომ ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა.
„მამის გარდაცვალება ბოლო წვეთი იყო. სიმთვრალეში ამაზე არ ვფიქრობდი, როცა გამოვფხიზლდებოდი, მაშინვე მამა მიდგებოდა თვალწინ და ისევ ვთვრებოდი. ამის ატანა მწვრთნელს კი არა, მეც აღარ შემეძლო. თანაც, ლოთობაში რვა მილიონს რამდენ ხანს გადამიხდიდნენ,“ – იხსენებს ადრიანო.
მანჩინიმ ბოლო შანსი გამოიყენა და ფეხბურთელის დედას ბრაზილიაში დაურეკა. ადრიანოს მშობელი მეორე დღესვე მილანში ჩაფრინდა, ვივიანა შვილის სახლიდან გააგდო და ფეხბურთელის კონტროლი თავად ითავა, მაგრამ ორი დღის შემდეგ მან გამაოგნებელი რამ თქვა: „ადრიანო გაგიჟდა“.
ფეხბურთელი ბრაზილიაში წაიყვანეს და ფსიქიკურად დაავადებულთა პანსიონატში გამოკეტეს. ორი თვის განმავლობაში იგი რიგით ავადმყოფებთან ერთად იმყოფებოდა, მერე ალკოჰოლისგან თავის დახსნა სპეციალურ კლინიკაში გადაწყვიტა და თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, მაგრამ, რად გინდა, მილანში დაბრუნებისთანავე ისევ აიშვა.
„ევროპაში ცხოვრება აღარ შემეძლო. როცა ღამდებოდა, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი, ღამის ბარში შევდიოდი და დილამდე ვრჩებოდი. საბოლოოდ, ყველას ყველაფერი ყელში ამოუვიდა და გუნდიდან გამიშვეს. ვიფიქრე, ფეხბურთს საერთოდ აღარ ვითამაშებ-მეთქი, მაგრამ მშობლიური „ფლამენგოს“ პრეზიდენტი სახლში მეწვია და გუნდში თამაში შემომთავაზა. დავთანხმდი, კონტრაქტი გავაფორმე და ახლა „ფლამენგოს“ ღირსებას ვიცავ. თუმცა მინდა, ერთხელ ევროპაში ისევ დავბრუნდე და დავამტკიცო, რომ ნაადრევად ჩამომწერეს,“ – ამბობს ადრიანო, მაგრამ ევროპული კლუბები მისი შეძენისგან თავს იკავებენ.
რაც შეეხება ხელფასს, რვა მილიონი ლამაზ წარსულში დარჩა და ფეხბურთელი ახლა ძველი სარეკლამო კონტრაქტებითა და იმ ჯამაგირით სულდგმულობს, რაც მას „ფლამენგომ“ დაუნიშნა. თანხა ორ მილიონ დოლარამდე გამოდის, მაგრამ როცა სარეკლამო კონტრაქტებს ვადა გაუვა, ფეხბურთელი მილიონსაც კი ვერ