კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არადემოკრატიული „ოფოფები“

პირ-რიცხვ ურთიერთობა

რაკი ყველას საკუთარი „ოფოფები“ ჰყავს, ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატი, ვინმე მალიკ ოსმონოვი, შემდეგნაირი ინიციატივით გამოვიდა (ჯერჯერობით მხოლოდ პირად და არა საკანონმდებლო დონეზე): გააძევონ ქვეყნიდან ისინი, რომლებმაც ჯეროვნად არ იციან ნაციონალური ეპოსი „მანასი“. ამ ცოდნის აუცილებლობას კი იმით ხსნის, რომ „მანასი“ პატრიოტული სულის მატარებელია! თავად დეპუტატს ეს ეპიკური ნაწარმოები თავიდან ბოლომდე ზეპირად სცოდნია (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენთან ისეთი დემოკრატიაა, რომ განათლების ერთ-ერთი მინისტრი, საერთოდაც, „ბავშვის“ მართლწერასთანაა მწყრალად, მოქმედი კი – ქვემდებარე-შემასმენლის პირ-რიცხვ ურთიერთობაზე). ამიტომაც, მტკიცედ სწამს, რომ სახელმწიფო სამსახურს არ უნდა გაეკარონ „მანასის“არმცოდნენი. უფრო ადრე ყირგიზეთის პრეზიდენტის მრჩეველს მოუთხოვია, რომ ეს მრავალტანჯული „მანასი“ „ყირგიზეთის ნაციონალურ იდეოლოგიად“ ეღიარებინათ. გეტყვით, რომ ეს ეპიკური ნაწარმოები ყველაზე გრძელია (ასე რომ, ყირგიზელ ჩინოვნიკებს ბევრი ოფლის დაღვრა მოუწევთ მის დასაზუთხავად).

ამის პარალელურად , მიუხედავად დასავლეთის პროტესტისა, ბელორუსში ალექსანდრ ლუკაშენკო აგერ უკვე მეოთხედ შეუდგა თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას. მანამდე კი ევროკავშირს უმკაცრესი სანქციებით დაემუქრა (თუ ჩემს საქმეებში ხელების ფათურს არ შეეშვებითო). ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ბატკა“ თავის დიქტატორულ ფესვებს დაუბრუნდა.

მეორე მხრივ, რაკი ჩვენ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ, დემოკრატიული ფასადი (აი, ის, ორზე მეტად რომ არ შეიძლება, პრეზიდენტობდე ქვეყანას და, მერე რა, თუ მესამედ გაპრემიერმინისტრდები) უცვლელად შეგვინარჩუნდება და ისიც სათქმელია, რომ ჩვენ, მაინცდამაინც, არც შოთა რუსთაველის გრიგოლ ორბელიანისგან გარჩევას გვთხოვენ, რაც, არ არის გამორიცხული, იმასაც ნიშნავდეს, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთმანეთს ჰგავს, ყველა არადემოკრატიული კი არადემოკრატიულია თავისებურად.


скачать dle 11.3