მხოლოდ ფაქტები
* თერმოდინამიკის მეორე კანონის ავტორმა, გერმანელმა ფიზიკოსმა კლაუზიუსმა კაცობრიობას „სითბური სიკვდილი“ (არაფერი აქვს საერთო გლობალურ დათბობასთან) უწინასწარმეტყველა და ეს ჰიპოთეზა სავსებით მიღებული იყო მეცნიერთა წრეში, სანამ ის პლანკმა და სხვა სწავლულებმა მეცნიერული მტკიცებულებებით არ უარყვეს.
* მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, პარიზში დიპლომატიურ მიღებაზე სუფრაზე სტუმრებს მათი მდგომარეობის მიხედვით, ოქროსა და ვერცხლის კოვზებს უდებდნენ, თავად იმპერატორს და სასახლის მაღალ საზოგადოებას კი – ალუმინისას.
* ოცდაათწლიანი ომის დროს პერიოდულად ცხადდებოდა მაქმანური მშვიდობა. ამ დროს მუშკეტერები რეცხავდნენ თავიანთ მაქმანის საყელოებს და მუშკეტებზე აშრობდნენ.
* ქიმერას ლომის თავი, თხის ტანი და დრაკონის კუდი აქვს.
* რომს უცხოელები, ძირითადად, მკაცრი ცენტურიონის ან სენატორის სახით გამოსახავდნენ. ყველა რომაელი და იტალიელი კი მას მშვენიერი ქალის სახით ხედავდა, რადგან რომი – რომა მდედრობითი სქესის არსებითი სახელია.
* სანამ თეფშებს გამოიგონებდნენ, ევროპაში კერძს პურის ნაჭრებზე დებდნენ.
* მეჩვიდმეტე საუკუნემდე რუსეთში არ შექმნილა არც ერთი ავტოპორტრეტი, რადგან მანამდე იქ არ არსებობდა სარკე.
* 1911-1913 წლებში ლუვრის ერთ-ერთ დარბაზს ესტუმრა გაცილებით მეტი დამთვალიერებელი, ვიდრე წინა 12 წლის განმავლობაში ერთად. ყველა ცდილობდა ენახა ადგილი, საიდანაც მოიპარეს „მონა ლიზა“.
* იაპონელებმა გამოიკვლიეს, რომ ჩვეულებრივ, ადამიანი როდესაც ისვენებს, 32-ჯერ ახამხამებს თვალს, კითხვის დროს – 10-ჯერ, კომპიუტერთან მუშაობისას კი – მხოლოდ 7-ჯერ.
* ძველი ეგვიპტელები მიიჩნევდნენ, რომ სულ სამი ნილოსი არსებობდა: ერთი დედამიწაზე, მეორე ზეციური და მესამე – მიწისქვეშა. ეს ორი უკანასკნელი მზის ღმერთის ხომალდისთვის დღისა და ღამის გზები იყო.
* ტაილანდის ბევრი მცხოვრები სახლს მაღალ ზღურბლს უკეთებს და კარს აუცილებლად ფარდას აფარებს, რომ ბოროტმა სულებმა სახლში ვერ შეაღწიონ.
* სასწავლო წელი ლოზანაში 22 აგვისტოს იწყება, ჟენევაში – 28 აგვისტოს, ციურიხსა და ბერნში – 1 აპრილს.
* ჩვენს წელთაღრიცხვამდე 211 წელს რომის იმპერატორმა კარაკალამ ცირკის არენაზე თავისი ხელით მოკლა ზებრა, ანუ, როგორც მაშინ ეძახდნენ – გიპოვეფხვი.