კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ტვენი: ადამიანი ყველაზე მართალი მაშინ არის, როდესაც აღიარებს, რომ მატყუარაა.

ჩესტერტონი: სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ, მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა.

ჰემინგუეი: კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არ კითხულობს.

ბიორნე: სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის.

პითაგორა: ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა, რაც დუმილზე უკეთესია.

აპულეიუსი: სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს, რაც უფრო მეტადაა შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი.

კერგრეგორი: სიკეთე თავისუფლებაა. მხოლოდ თავისუფლებისთვის ან თავისუფლებაში არის განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ბრუნო: მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი.

ლერმონტოვი: დარდი – სასტიკი მბრძანებელია.

კისინჯერი: დიპლომატია ხელისუფლების შემზღუდველი ხელოვნებაა.

ჰელვეციუსი: დიდების სიყვარული არის მხოლოდ სურვილი შენს მსგავსებს მოსწონდე.

შილერი: დილეტანტი ბნელს იჩნევს ღრმად, ველურს – ძლიერად, გაურკვეველს – უსასრულოდ, უაზროს – ზემგრძნობიერად.

ლაროშფუკო: ბრძენის ერთგულება არის საკუთარ სულში განგაშის დაფარვის ხელოვნება.

ლაობი: ვინც ბრძენია და თავი უმეცრად მოაქვს – ზნემაღალია. ვინც უმეცარია და თავი ბრძენად მოაქვს – სნეულია.

გოგოლი: ზნეობრიობის გავლენის ძალა ყველა ძალაზე მაღლა დგას.

ფილდინგი: მთელი ჩემი გამწარებული ცხოვრებისთვის უდიდესი ნუგეშია, რომ ვერავითარი მტერი ვერ წამართმევს სინდისს.

ნავაჩელი: როგორი უგუნურია ადამიანი, როცა არ აფასებს იმ სიკეთეს, რაც გააჩნია და ეძებს სხვას; არ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს და გამოეკიდება უკან დიდს. ადამიანი მაშინ იმასაც კარგავს, რაც ადრე ჰქონდა.

ანტონ დიდი: თავისუფალ ადამიანად ისინი კი არ უნდა მივიჩნიოთ, ვინც თავისუფალია თავისი მდგომარეობის გამო საზოგადოებაში, არამედ ის, რომელიც თავისუფალია საკუთარი ცხოვრების წესითა და ზნე-ჩვეულებებით.

ფრანკლინი: ის, ვინც უსაფრთხოებისთვის სწირავს თავისუფლებას, არც თავისუფლების ღირსია და არ უსაფრთხოების.

გოეთე: ვერავინ მგვრის შიშს ისე ძლიერ, როგორც სულელი, რომელიც შეპყრობილია ჭკვიანად გახდომის სურვილით.

დემოკრატე: რაც უფრო ნაკლებად ღირსეული, სულელი მოქალაქეები ეუფლებიან მაღალ თანამდებობებს, ასრულებენ რა სისულელეს და ძალადობას, უფრო გაუფრთხილებელნი ხდებიან.

შექსპირი: შეარჩიე მეგობრები, რადგან სიბრძნე და სიბრიყვე გადამდები ავადმყოფობასავითაა.

ჩესტერფილდი: ადამიანთა უმრავლესობას ისეთი დიდი სურვილი აქვს, გამოხატოს თავისი უპირატესობა მეორის მიმართ, თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში და სულ უმნიშვნელო რამით, რომ მზად არიან გიამბონ ისიც კი, რაც არ უნდა მოეყოლათ და არასგზით არ შეუძლიათ დუმდნენ იმაზე, რაც მათ იციან, შენ კი არა.

რასელი: ცხოვრება – ქალია, სანამ დათმობ, ბევრი უნდა იტანჯო.


скачать dle 11.3