კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შეუზღუდავი” შეზღუდვები

ყოველთვის, ყველა დროში აინტერესებდათ ადამიანებს, როგორები არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანუ, როცა „შინაურ” გარემოში პირისპირ რჩებიან საკუთარ თავთან და ახლობლებთან. სხვათა შორის, არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არ არის და ზოგჯერ, სასჯელიც კი…

მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე განსაკუთრებით აქტუალური იყო როზგები. მათი სიმწარე არც მეფეებისთვის იყო უცხო. მაგალითად, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე (1859-1941), სანამ პატარა იყო, არაერთხელ გაუროზგავთ. პრინცმა (ის უკვე რეგენტი იყო) ძალიან იცელქა და აღმზრდელმაც როზგს მოკიდა ხელი. ურტყამდა და ეუბნებოდა: „გჯეროდეთ, თქვენო უმაღლესობავ, მეც ზუსტად ასე მტკივა, თქვენი ცუდი საქციელი”…

ესპანეთის მეფე ალფონსო მეცხრამეტე დე ბურბონს (1886-1941) შედარებით „რბილად” სჯიდნენ. ის ძალიან ფიცხი იყო, ვერ იტანდა ვერანაირ ძალადობას. მართალია, მას არ სცემდნენ, მაგრამ ბნელ ოთახში საკმაოდ ხშირად კეტავდნენ. ეს მას აგიჟებდა და აცოფებდა. გორავდა იატაკზე, ფხაჭნიდა კედლებს და მთელი ხმით ბღაოდა.

ჰოლანდიელი პრინცესა ვილჰელმინა ბავშვობიდანვე გრძნობდა თავის უპირატესობას სხვებთან შედარებით. როცა სასახლის დერეფანში მიდიოდა, მთელი ხმით წიოდა, ეს მე მოვდივარ, ჰოლანდიის დედოფალიო. პატარა პრინცესას ორიგინალურად სჯიდნენ. ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე აძინებდნენ. მაგრამ ვილჰელმინას ეს პანიკას ჰგვრიდა: „როგორ, მე ჰოლანდიის დედოფალს, მაიძულებენ შვიდ საათზე დავიძინო?!” ვილჰელმინას უფლება არ ჰქონდა, ჰყოლოდა თანატოლი მეგობრები. ხშირად ის თავის თოჯინებს პაწაწინა თითს უქნევდა და ემუქრებოდა: „აი, ნახავ, თუ პრინცესად არ გაქციო. მაშინ სულ მარტო იქნები. გაიძულებენ ქალაქში გახვიდე და გაუღიმო ადამიანებს, რომლებიც გულზე არ გეხატება”.

ამბობენ, რომ ინგლისის მეფე ედუარდ მესამე ყოველდღე 200 წერილს იღებდა და ყველას კითხულობდა. ვილჰელმ-გერმანელი კი – 500-ს. ედუარდი წერილებს მდივნის საშუალებით პასუხობდა. ვილჰელმი მათ საუთარი ხელით წერდა. მოგვიანებით, ვილჰელმმა საბეჭდი მანქანა „აითვისა” და ამ საქმეში დახელოვნდა.

ედუარდი განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთარ ჯანმრთელობაზე. მას ემსახურებოდა ხუთი თერაპევტი, ხუთი ქირურგი, ორი დანტისტი, ერთი ოკულისტი, ორი აფთიაქარი. ყველგან და ყოველთვის, თან ახლდა სანიტარი ლუკენგი.

ედუარდს უყვარდა გემოვნებით ჩაცმა. ტანსაცმელი ტანზე იდეალურად უნდა ყოფილიყო მორგებული.

ვილჰელმს სამხედროი ფორმა მოსწონდა და ძალიან ხელმომჭირნე იყო. იმპერატორმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა უჯდებოდა ხაზინას მისი სადილიც კი და ის რვა მარკაზე მეტი არ უნდა ღირებულიყო.

სამაგიეროდ, ბელგიის მეფე ლეოპოლდ პირველი (1790-1865) მდიდარი იყო და სულ თავის ქონების გაორმაგება, გასამმაგებაზე ოცნებობდა. ფულს ნაძალადევად ხარჯავდა ნახატებში, ხელოვნების ნიმუშებში, თეატრის გამო და არ უყვარდა სტუმარი.


скачать dle 11.3