კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ და რა მიზნით დაატყვევეს შამილის ნაიბებმა ჭავჭავაძეებისა და ორბელიანების ქალები, მამაკაცები და ბავშვები

დღეს გენდერული თანასწორობის პრობლემა აქტუალურია. ჩვენი რესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ჯონი კვიციანი აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მცდელობა სახელმწიფოს დონეზე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონია ცნობილ კავკასიელს – შამილს. თუ რა რეფორმები განახორციელა მან ამ მიზნით, რაში გამოვლინდა შამილის მიერ გენდერული თანასწორობის ფასეულობის მხარდაჭერა, რომელი ქართველი მანდილოსნები იყვნენ მისი ტყვეები და ვის ტყვეობაში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თავად შამილმა, ამაზე ჩვენს ინტერვიუში ვისაუბრებთ.

ჯონი კვიციანი: ახლახან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით ჩატარდა მეორე საერთაშორისო კონგრესი თემაზე – „კავკასიური ცივილიზაცია – ისტორია და თანამედროვეობა“. 140-ზე მეტი მოხსენებიდან, რომლებიც ამ კონგრესზე იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გახლდათ დაღესტნელი პროფესორის იუსუპ დადაევის მოხსენება – შამილის სოციალური რეფორმების შესახებ. გაგიკვირდებათ, რატომ შეიძლებოდა, დაინტერესებულიყო კავკასიოლოგი ამ თემით მაშინ, როცა თითქოს ისედაც ყველაფერი ცნობილია. თუმცა, ავტორის მიერ სულ ახლახან მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სრულიად ახლებურად იქნა ეს პიროვნება აღქმული კავკასიოლოგების მიერ.

– მაინც, რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რამაც მთელი კონგრესის ყურადღება მიიქცია?

– ავტორისა და მისი კოლეგების მიერ მოპოვებულმა აქამდე უცნობმა საარქივო მასალებმა შამილის შესახებ, ცხადყო, რომ მის მიერ გატარებული სოციალური რეფორმები მიმართული იყო ქვეყნისა და ზოგადად კავკასიის მოდერნიზაციისკენ, ანუ ამ რეგიონის დემოკრატიზაციისკენ.

– დამაბნიეთ.

– შამილის მიერ გატარებულმა სახელმწიფო მართვის სტუქტურების გამიჯვნამ, საგანმანათლებლო, თვითმმართველობის, გენდერული თანასწორობის პროექტებმა და სხვა, მის მიერ სოციალურ სფეროში გატარებულმა რეფორმებმა დაგვანახვა, რომ რეალური იყო, კერძოდ, ამ ქვეყანაში და ზოგადად კავკასიაში, განხორციელებულიყო ტრადიციულიდან თანამედროვე კულტურაში ტრანსფორმაცია.

– ცოტა დაუჯერებლად ჟღერს – შამილი და გენდერული თანასწორობის სადარაჯოზე?

– იცით რა, შამილის წინაპრები ადრე ქრისტიანები იყვნენ, შემდგომ გახდნენ მუსლიმანები, მაგრამ, მათი რელიგიური მრწამსი, ანუ ტრადიციული ისლამი სინკრეტულ ხასიათს ატარებს. ანუ ტრადიციულ ისლამში შერწყმულია, როგორც ადგილობრივი ადათ-წესები, ასევე ქრისტიანული ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნის და ჩეჩნეთის იმამათი აღქმულია, როგორც თეოკრატიული სახელმწიფო, სინამდვილეში პროფესორმა დადაევმა ისინი ახლებურად წარმოაჩინა. ჩანს, შამილის რეფორმები უფრო მეტად საერო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ იყო მიმართული, მათ რელიგიაში დამკვიდრებული მრავალი აკრძალვის საპირისპიროდ. ამის ნათელი მაგალითია შამილის მიერ წარმოდგენილი კანონი ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების შემოღების შესახებ. თუ მანამდე მუსლიმან გოგონას შეზღუდული ჰქონდა სწავლა-განათლების უფლება, შამილის რეფორმის შედეგად შეიქმნა საერო სკოლები და სასწავლებლები, სადაც ფართოდ გაიღო კარი როგორც ვაჟების, ასევე გოგონებისთვის. თუ მანამდე ქალს მეჩეთში შესვლისა და ლოცვის უფლება არ ჰქონდა, შამილის რეფორმის შედეგად ეს შეზღუდვა მოეხსნათ. გარდა ამისა, მუსლიმანი ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში, შამილის დროინდელი სახელმწიფო საბჭოს (დივანის), რომელიც არჩევით ხასიათს ატარებდა, მიღებული კანონის თანახმად, ცოლ-ქმრის ქონება იყოფოდა ორ თანაბარ ნაწილად. უფრო მეტიც, იქმნებოდა სოციალური გარანტიები დახმარებისა უქმროდ დარჩენილი ქალბატონის სასარგებლოდ.

მინდა გითხრათ, რომ თვითონ შამილის პირადი ცხოვრებაც გენდერული თანასწორობის ასახვის საუკეთესო მაგალითია.

– რას გვიამბობთ შამილის პირადი ცხოვრების შესახებ?

– სანამ რაიმეს გიამბობდეთ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შამილის თანამედროვე კავკასიაში ძირითადად ორი ტიპის ოჯახი არსებობდა: სოლიდარული და დესპოტური, რომელთაგან ეს უკანასკნელი ჭარბობდა, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის საზოგადოებაში. რაც შეეხება შამილს, მისი ცხოვრების ფაქტებიდან ჩანს, რომ იგი სოლიდარული ოჯახის პატრონი იყო. ამაზე მოწმობს მისი დამოკიდებულება ოთხივე მეუღლესთან და პირიქით. ცნობილია, რომ როდესაც ეს საქმეს სჭირდებოდა, ზოგიერთი მათგანი მეუღლის მხარდამხარ უშუალოდ ბრძოლაშიც კი იღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ, შამილიც, თავის ყველა მეუღლეს დიდ პატივს სცემდა და ყოველ მათგანს თანაბარ ყურადღებას უთმობდა, თუმცა, უფროსი მეუღლე ფატიმატი, მისი არა მარტო თანამეცხედრე, არამედ საუკეთესო მეგობარი და მრჩეველიც იყო. ცნობილია, რომ შამილს ასეთივე მოკრძალებული და თავაზიანი ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალბატონებთანაც. მაგალითად: არსებობს ანა დრანსეს მოგონებები შამილის ტყვე ქალების შესახებ. თვითონ ანა დრანსე ფრანგი ქალბატონი გახლდათ, რომელიც ჭავჭავაძის გუვერნანტი იყო.

– მაშ, როგორ მოხვდა იგი შამილთან?

– 1854 წელს, ზაფხულში, შამილის 15-ათასიანი ჯარი კახეთისკენ დაიძრა, რათა ქუთაისში შეხვედროდნენ ოსმალეთის სულთნის მიერ გამოგზავნილ ომარ ფაშას ლაშქარს, თუმცა მათი შეხვედრა ვერ მოხდა. ამის შემდეგ, მართალია, შამილს უშუალოდ არ ულაშქრია კახეთზე, მაგრამ მისმა ნაიბებმა დალაშქრეს საქართველოს ეს მხარე. მათ ტყვედ წაიყვანეს ჭავჭავაძეებისა და ორბელიანების ქალბატონები, ბავშვები და მამაკაცები გამოსასყიდის მიღების მიზნით. სწორედ ამ ტყვეთა შორის იყო ანა დრანსეც, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა ზემოთ ხსენებული მოგონებანი. თუ გზაში ტყვე ქალბატონებს უხეშად მოეპყრნენ, რაც შეურაცხმყოფელი იყო მათთვის, შამილთან შეხვედრის დროს სიტუაცია შეიცვალა. ანა დრანსე იხსენებს, რომ შამილი ტყვე ქალბატონებთან ევროპული ეტიკეტის თანახმად იქცეოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ქალბატონების მიმართ სოლიდარობა და პატივისცემა საქართველოშიც აერთიანებდა საზოგადოების დიდ ნაწილს. ამიტომაც მოხდა, რომ მათი გამოსყიდვის შედეგად მთელი ადგილობრივი და ევროპული პრესა წერდა: ტყვე ქალების გამოსასყიდი იმდენად მაღალი იყო, რომ მათი გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ფული აღარ დარჩაო.

დავუბრუნდეთ შამილის მეუღლეებს და მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ეს ღუნიბის აღებისასაც ჩანს, რომელიც 1859 წლის აგვისტოში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 19 აგვისტომდე, შამილის თანამებრძოლთა რაოდენობა, თავგანწირული ბრძოლების შედეგად 400 კაცამდე შემცირდა. 19 აგვისტოს შემდეგ ვითარება შეიცვალა, რაზეც დიდი გავლენა იქონია შამილის ოჯახის წევრების გარემოცვამ. ისინი არწმუნებდნენ შამილს, რომ აზრი არ ჰქონდა შემდგომ წინააღმდეგობის გაწევას და უმჯობესი იყო, ჩაბარებოდნენ. ალბათ, გვახსოვს, რომ შამილის მოწინააღმდეგეს ამ დროს წარმოადგენდა ცარიზმის რეგულარული არმიის გენერალი გრიგოლ ორბელიანი და მათ ელოდათ მეფისნაცვალი ბარიატინსკი. საბოლოოდ შამილი ოჯახის წევრებთან ერთად ჩაბარდა გრიგოლ ორბელიანს. მან 8 წელიწადი დაყო საპატიო ტყვეობაში მეფის რუსეთის კარზე. შამილს კალუგაში აუშენეს სახლი ეზოში მეჩეთით, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ საპატიო ტყვე რუსული ელიტარული წვეულებების სასურველი სტუმარი იყო. ცისფერთვალება, ტანმაღალი და თეთრი პირისახის შამილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მანდილოსნებს შორის. ამ ყველაფერს ძალიან ეხამებოდა მისი კომუნიკაბელურობა და ტაქტი ურთიერთობისას. შტაბსკაპიტანი რუნოვსკი, რომელიც მთელი ტყვეობის განმავლობაში ყოველთვის თან ახლდა მას, თავის მოგონებებში „ჩანაწერები შამილზე” იხსენებს: „ერთ-ერთ პომპეზურ წვეულებაზე ვითარებითა და მანდილოსანთა საზოგადოებით მოხიბლულ შამილს უთქვამს: ჩვენ ყურანი გვასწავლის, რომ სამოთხე იმქვეყნადაა და, როგორც ყველა მუსლიმანს: მეც ასე მჯერა, თუმცა, ახლა ვხედავ, რომ სამოთხე ამქვეყნადაც არსებულაო“.

ტყვეობაში ყოფნისას შამილმა რუსული ხელისუფლებისგან ითხოვა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მუსლიმანთა წმიდა ქალაქ მექაში გაეტარებინა, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მისი თხოვნა დაკმაყოფლიებულ იქნა. შამილი გარდაიცვალა 1871 წელს.

აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა ოცდამეერთე საუკუნეშიც აქტუალურია. ამ პრობლების გადაჭრის სურვილი ჩვენმა წინაპრებმა, ჯერ კიდევ, ძველი ტრადიციების მიმდევარ საზოგადობაში გამოავლინეს და ამის გამოცდილებაც დაგვიტოვეს. ერთ-ერთი მათგანი იყო შამილი.


скачать dle 11.3