შთაგონება, თუ…
სიყვარული სერიოზული სტიმულია, შთაგონების წყარო და საშუალება, რომელიც საკუთარ თავში უამრავ ფარულ „ტალანტს” აღმოგაჩენინებს. სამწუხარო ფაქტია ის, რომ სიყვარული ხშირად ისევეა ბოროტების სათავე, როგორც სიკეთის. ადამიანები ერთნაირები არ არიან და თითოეულში, სიყვარულიც ინდივიდუალურად „იშლება”.
თუ მოინდომებ, შენი სიყვარული თბილი, კეთილი და „ფერადი” იქნება. ის არავის მოუტანს ზიანს, თუნდაც ისე არ დასრულდეს, როგორც ეს შენ გინდოდა. ამბობენ, არაფერი ღირებული არ იქმნება სიყვარულის გარეშე და ჭეშმარიტ სიყვარულს სასწაულის მოხდენაც შეუძლიაო. სიყვარულმა უნდა გაგვაკეთილშობილოს, იმაზე უკეთესები უნდა გაგვხადოს, ვიდრე სინამდვილეში ვართ. გრძნობა, რომელიც ცუდის ჩადენისკენ, ბოროტებისკენ გვიბიძგებს, უპირველესად, ისევ ჩვენ დაგვაზიანებს. შეყვარებული ადამიანი შინაგანად უკვე კეთილშობილია. რა თქმა უნდა, ბოროტსაც შეიძლება, ვიღაც უყვარდეს. მასაც თავისებური სიყვარული შეუძლია. თუმცა, შეუძლებელია, სიყვარულმა სიკეთე შთააგონოს…
სიყვარული შეიცავს უზარმაზარ ენერგიას. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, ამ ენერგიას საითკენ მიმართავ და რა კალაპოტში ჩააყენებ. ისე ნუ გააკეთებ, რომ მან თავის გზაზე ყველაფერი კარგი და მშვენიერი გაანადგუროს. უპირველესად კი, შენვე წაგლეკოს.