კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა მიეკაროთ ჩაწითლებულთვალებიან ძაღლს და რა იწვევს ცხვირის აქერცვლას

ბევრი ადამიანი, რომელსაც სახლში ძაღლი ჰყავს და მასზე პასუხისმგებლობა აკისრია, ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ მას გაცილებით ბევრი დრო და ენერგია უნდა დაუთმოს. შეიძლება ვინმეს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი უმიზეზოდ არასდროს მოიწყენს და ამას მის ხასიათს ნუ დააბრალებთ. არც ის არის სწორი, რომ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო. კოჭლობით არა, მაგრამ შეიძლება მის სიცოცხლეს ბევრმა რამემ შეუქმნას საფრთხე. ძაღლის თითოეული ორგანო, განსაკუთრებით კი თვალები, მისი ჯანმრთელობის სარკეა. ამასთან დაკავშირებით, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.

– ხშირად გამიგია, რომ ძაღლის სხვადასხვა ორგანო ადამიანის ორგანოების იდენტურია. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

– მართალია, ადამიანისა და ცხოველის ბევრი ორგანო ერთმანეთს ჰგავს და აქედან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელია, მსგავსმა დაავადებებმაც იჩინოს თავი. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც ძაღლისა და ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს ერთნაირი მიმართულებით მკურნალობენ.

– მათ შორის თვალებსაც?

– კი, სწორედ ასეა. როგორც იტყვიან, თვალები ჯანმრთელობის სარკეა. ამიტომ, ამ ორგანოს საშუალებით, შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადებისა თუ პრობლემის აღმოჩენა.

– ამტკიცებენ, რომ ცხოველებს ადამიანზე გაცილებით კარგი მხედველობა აქვთ. მართალია?

– სხვათა შორის, ეს მცდარი აზრია, რადგან, რეალურად, ძაღლს ადამიანზე უარესი მხედველობა აქვს. მაგრამ, არც ისეთი, რომ მას ბეცი ვუწოდოთ.

– რა იწვევს ცრემლდენას, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება ძაღლებში?

– თუ ძაღლს თვალიდან ცრემლი სდის, ეს ხშირ შემთხვევაში ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის გადაძაბვის შედეგია. ინტერვიუებში ხშირად აღმინიშნავს და ახლაც ვიტყვი, რომ აუცილებელია ძაღლის კვებას სათანადო ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ სახის ყველა ორგანო, შეწყვილებულია შიდა ორგანოსთან. თვალები კი შიდა ორგანოს ფუნქციონალურ თვისებებს გამოხატავს და იქ მიმდინარე დარღვევებიც შესაბამისად, ამ ორგანოზე აისახება. არ არის მიზანშეწონილი, რომ ძაღლს ხშირად ვაჭამოთ ღორისა და ცხვრის ხორცი, რადგან ეს ღვიძლის გაღიზიანებას იწვევს და მთელი რიგი ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს.

თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ავ ძაღლს კაპილარები უფრო განვითარებული აქვს და თვალები კი – ჩაწითლებული. ამიტომ, როგორც კი უცნობ ძაღლს შეამჩნევთ, რომ თვალები ჩაწითლებული აქვს, არ გირჩევთ, მიეკაროთ, რადგან კაცმა არ იცის, რა რეაქცია ექნება.

– ასევე, საინტერესოა, რისი მანიშნებელია, როცა ძაღლს ცხვირიდან გამონადენი აქვს?

– მოგახსენებთ. იმ შემთხვევაში, როცა თქვენს ოთხფეხა მეგობარს ხშირად აქვს ცხვირიდან გამონადენი და თვალიდან ცრემლდენა, სხვა სიმპტომებთან ერთად, ეს შეიძლება, იყოს ძაღლის ჭირის ერთ-ერთი ნიშანი. ასეთ დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის ხასიათს. უნდა დააკვირდეთ, ხომ არ აქვს ცხვირზე ქერცლი. ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება პიროპლაზმოზის დაავადება ან ლეიშმანიოზი იყოს, რომელიც ძალიან რთული სამკურნალოა. ჩემი რჩევაა, როგორც კი თქვენს ძაღლს მსგავს გამოხატულებას შეამჩნევთ, მაშინვე მიმართოთ ვეტერინარს. ის გასინჯავს ცხოველს და სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს.

– რადგან ადამიანისა და ცხოველის ბევრი ორგანო ერთმანეთის იდენტურია, ჰგონიათ, რომ მკურნალობაც იგივე მედიკამენტებით არის შესაძლებელი. ამიტომ ხშირად პატრონი თვითმკურნალობას მიმართავს.

– ეს დაუშვებელია, რადგან ბევრი წამალი რომელიც ადამიანისთვის სასარგებლოა, ცხოველისთვის სულაც არ არის იგივე შედეგის მომტანი.

– მაგალითად?

– ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ, რადგან თვალებზე ვსაუბრობდით, მაგალითისთვის ალბუციდს მოვიყვან. ძაღლის თვალში ალბუციდის ჩაწვეთება არ შეიძლება, რადგან ცხვირში გარდამავალი არხის თრომბს იწვევს. ასე რომ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, სწორად იქცევით თუ არა. ჩემი აზრით, არასდროს არ უნდა დაიზაროთ ცხოველის ვეტერინართან მიყვანა.


скачать dle 11.3