კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახოცა ორგიის დროს სპეცაგენტმა ქალმა სამი ადამიანი

გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან – „მკვლელის აღსარება“, რომელიც 1978 წელს არგენტინის ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა, შემდეგ წიგნად გამოიცა და მისი 600 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნის ავტორია „კაგებეს“ ყოფილი კაპიტანი ტატიანა პავლოვა, რომელიც 1976 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა.

სამიზნე სამეული

მეც, ისევე როგორც საბჭოთა სპეცაგენტთა უმრავლესობა, პროფესიონალ მკვლელად ქალაქ ბალაშიხაში, მოსკოვის მახლობლად მდებარე „კაგებეს“ საიდუმლო სასწავლო ბაზაზე ჩამოვყალიბდი.

ბალაშიხის ბაზის პერსონალი ათასგზის გადამოწმებული, პოლიტიკურად კეთილსაიმედო და უმაღლესი რანგის პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც, პენსილვანიურ აქცენტზე მოლაპარაკე ინგლისურით დაწყებული, ადამიანის ორი თითით მოკვლამდე დამთავრებული, ყველაფერს შეგასწავლიან.

აი, სწორედ, დაზვერვის ამ „ტაძარში“ გავატარე ორი წელიწადი და იქაურობა ლეიტენანტის ჩინით, მრავალმხრივი სპეციალური ცოდნითა და საინტერესო სამუშაოს მოლოდინით დავტოვე.

ირგვლივ მყოფთათვის მე მხატვარ-დიზაინერი ვიყავი, რასაც, სხვათა შორის, უმაღლეს დონეზე ვფლობ და რაც ბალაშიხაში შემასწავლეს, სამსახურშიც მომაწყვეს და ჩემი მივლინებები სხვადასხვა ქალაქში შესასრულებელი შეკვეთებით იყო შენიღბული, რომლის დროსაც „კაგებეს“ სპეცდავალებებს ვასრულებდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სპეცდავალებების დროს ადამიანების ლიკვიდაცია მიწევდა და ამ სამუშაოს მარტო ვასრულებდი, არასდროს მიფიქრია, რომ მკვლელი ვიყავი და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს ვასრულებდი, რასაც კომუნიზმის მშენებლობა და დედამიწაზე ბედნიერი ცხოვრების დადგომა უნდა დაეჩქარებინა. ერთი სიტყვით, საშინელ იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურ მარწუხებში ვიყავი მოქცეული და, ჩვილი, უმანკო ბავშვის მოკვლა რომ დაევალებინათ, არც ამაზე დავიხევდი უკან.

1969 წლის ივნისში ახალი დავალება მივიღე, რომელიც 2 ივლისამდე უნდა დამესრულებინა – იური როგოვი, ანტონ ბასოვი და სერგეი რონი უნდა დამეხოცა. ისინი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები, პროფესიით ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც ქვეყნიდან კი არ გაქცეულან, არამედ გააძევეს. მათი ლიკვიდაცია, თანაც 2 ივლისამდე, იმიტომ გადაწყდა, რომ გაძევებული ჟურნალისტები 2 ივლისს კანადის ქალაქ მონრეალში ადამიანის უფლებათა გრანდიოზულ ფორუმზე აპირებდნენ გამოსვლას, სადაც თავიანთი ერთობლივი ნაშრომის ხელნაწერების პრეზენტაცია უნდა მოეხდინათ, რომელიც, რა თქმა უნდა, წიგნად გამოიცემოდა. ჟურნალისტების ნაშრომში, როგორც ეს საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო, საფუძვლიანად იყო გამოკვლეული კომპარტიის ფუნქციონერთა ყველა კორუფციული სქემა, რომელთა მეშვეობითაც ისინი მილიონებს ხვეტდნენ; გარდა ამისა, ჟურნალისტებს გამოკვლეული ჰქონდათ ხელისუფალთა სხვა ანტიადამიანური იდეურ-პოლიტიკური მოღვაწეობა, რაც ძირითადად მოძმე ერების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჟურნალისტების ნაშრომი ბომბივით უნდა გამსკდარიყო მონრეალში. ამიტომ, მათი ლიკვიდაციის გარდა, ხელნაწერების ექსპროპრიაცია და მოსკოვში ჩატანა დამავალეს.

ჩემი სამიზნე სამეულიდან არც ერთი არ იყო დევნილი, არ იმალებოდნენ და მათი მიგნება სრულიადაც არ გამჭირვებია. ისინი მექსიკის საკურორტო ქალაქ აკაპულკოში, სასტუმრო „პრინცში“ ცხოვრობდნენ და იქ გავიცანი, სადაც ელიტური მეძავის სტატუსით ვიყავი ჩასული. პირველად იური როგოვს დავუახლოვდი, მანვე გამაცნო ანტონ ბასოვი და სერგეი რონი, რომლებიც თავიანთ ძირითად საქმიანობას ჯგუფურ, სექსუალურ, გართობებს უთავსებდნენ. ეს საბჭოთა დაზვერვამ შეიტყო და სწორედ ამიტომ მიმავლინეს მათ სალიკვიდაციოდ.

აქ არ ღირს ყველა იმ დეტალის მოყოლა, რაც სასტუმრო „პრინცის“ ერთ-ერთ ნომერში ჩავატარეთ მე და ჩემმა სამიზნეებმა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ორგიის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ, ჟურნალისტი მამაკაცები მოწამლულები დედიშობილა ეყარნენ სასტუმროს ნომერში, მე კი მათი ხელნაწერი კომოდიდან გამოვიღე, ფეხაკრეფით გამოვედი ნომრიდან და ზუსტად 12-საათის შემდეგ ლუბიანკაზე მივიტანე ხელნაწერები.

ამ დავალების შესრულებისთვის კაპიტნის ჩინი და წითელი დროშის ორდენი მომანიჭეს.


скачать dle 11.3