კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

17 იანვარს ჩიკაგოში 46 წლის ანდრეს ვოლფი სიკვდილით დასაჯეს. ვოლფი გერმანული წარმოშობით გერმანელი ამერიკელი მოქალაქე იყო, რომელსაც რასიზმი სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი და იდეოლოგიური მოსაზრებების გამო 20 საზარელი მკვლელობა ჩაიდინა. პროფესიით მძღოლი ვოლფი შავკანიანებს ხოცავდა. ის ალესილი ხანჯლით ესხმოდა მათ თავს, ყელს ჭრიდა, შემდეგ ფაშისტურ სვასტიკას უტვიფრავდა შუბლზე და გარბოდა.

18 იანვარს, მოსკოვი-ლენინგრადის სარკინიგზო მაგისტრალის 61-ე კილომეტრზე ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, რომლებიც დისპეტჩერის უხეში შეცდომის გამო ერთ ხაზზე აღმოჩნდნენ. ამ კატასტროფას 83 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100 კი დაშავდა.

19 იანვარს, მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა ბრაზილიის ქალაქი სან-პაულუ მნიშვნელოვნად დააზარალა. საათში 150 კილომეტრი სისწრაფით მოძრავმა სტიქიამ 1 000-ზე მეტი სახლი დაანგრია. შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა, 500 კი დაშავდა.

60 წლის წინათ – 1951 წელი

17 იანვარს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში ბრიტანეთის უშიშროების ძალების ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, რომელშიც 40 შეიარაღებული პოლიციელი იჯდა. ორმხრივი სროლა 30 წუთს გაგრძელდა, რომელმაც 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 16 დაიჭრა, ხოლო ახლომდებარე შენობები საგრძნობლად დაზიანდა.

20 იანვარს მოსკოვში 30 წლის ბორის ზელენინი დახვრიტეს, რომელსაც 15 ადამიანის მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ზელენინი პროფესიით მღებავი იყო და ახალგაზრდა გოგონებზე ნადირობდა. მათ ის მოულოდნელად ესხმოდა თავს, ჯერ კლავდა, შემდეგ კი აუპატიურებდა.

21 იანვარს ნიუიორკელი პოლიციელი, 35 წლის ჯეიმს ვინტერი, რომელიც თოფით იყო შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თავის კოლეგებს დაერია, ცეცხლი გაუხსნა, 6 ადამიანი დახოცა, 2 დაჭრა და ბოლოს თავი მოიკლა.

50 წლის წინათ – 1961 წელი

17 იანვარს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 60-მა პატიმარმა გაქცევა სცადა. მათ ციხის ადმინისტრაცია მძევლად აიყვანეს, ცეცხლსასროლ იარაღებს დაეუფლნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ, მაგრამ პოლიციის სპეცრაზმს შეეტაკნენ, რომელიც ჩასაფრებული იყო. ორმხრივი სროლისას ორივე მხრიდან 81 ადამიანი დაიხოცა, 26 კი მძიმედ დაიჭრა.

20 იანვარს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, სარაგბო გუნდების შეხვედრის მსვლელობისას სტადიონის სამხრეთი ტრიბუნა ჩამოიშალა, რომელმაც გულშემატკივრების სიმძიმეს ვერ გაუძლო. ამ უბედურ შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 100-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

23 იანვარს რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ტრაგედია დატრიალდა: 19 წლის რიგითი იური პოპოვი, რომელიც სისტემატურ დამცირებებს განიცდიდა კოლეგებისგან, ავტომატით შეიარაღებული შეიჭრა ყაზარმაში, ცეცხლი გახსნა, 10 ადამიანი დახოცა და 23 კი დაჭრა.


скачать dle 11.3