როგორ ვმართოთ საკუთარი პოტენციალი და რით დავიცვათ თავი ორგანიზმიდან საჭირო ენერგიის გადინებისგან
ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა ყოველ წუთს ხდება, ძილშიაც კი. ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ.
ადამიანი არა მარტო მატერიალური სხეულია, არამედ, ენერგიების კრებულიც. ეს არის ტვინის ელექტრონული გამოსხივება, კერძოდ, ნეიტრონები, რომლებისგანაც ატომი შედგება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ენერგია, რომელსაც მეცნიერებმა ბიოენერგია უწოდეს. მის შემსწავლელ მეცნიერებას კი ბიოენერგეტიკას უწოდებენ.
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, განიცდით დისკომფორტს, ღიზიანდებით, ან გეწყებათ უეცარი თავის ტკივილი, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს პიროვნებები თქვენგან ენერგიას „იწოვენ“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნიან გარკვეულ პრობლემებს.
ბიოენერგია ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ აუცილებელია მისი აღდგენა. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები”, საიდანაც ძალა გამოედინება. დაკარგული ენერგიის შევსება კი ნათესავების, ახლობლებისა და გარემოცვის ხარჯზე ხდება. ანუ, ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც ემოციური გადაღლა და არა ფიზიკური და ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.
მშვიდ, მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ: გააბრაზონ და ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი და დავიდარაბა ყველაზე უტყუარი და ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია მეტად „გამოქაჩო”. დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის საკვებად წაიღო. ამ დროს ფრთხილად უნდა იყოთ და საკუთარი თავის დაცვა შეძლოთ.
მსხვერპლად ან ენერგოვამპირად რომ არ იქცეთ, აუცილებელია, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აკონტროლოთ, დროდადრო შეავსოთ ის და სწორად მართოთ ემოციები. ასევე, ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით. სხვათა შორის, ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია იოგის, რელაქსაციის, მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით. ეს უკანასკნელი კი ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებაა. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც. აგრეთვე, კარგია ბალახზე ფეხშიშველი სიარული, გამდინარე წყლის ან აგუზგუზებული ცეცხლის დიდხანს ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.
თუ ხვდებით, რომ მოსაუბრეს თქვენგან ენერგია მიაქვს, მასთან ურთიერთობისას ნელ-ნელა გრძნობთ დაღლასა და სისუსტეს, ხელები გულმკერდზე დაიკრიფეთ, ფეხები გადააჯვარედინეთ და ასე დაბლოკეთ ენერგიის გადინება „მტრული თავდასხმის“ დროს. ასეთი ქმედებით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ და დაიცავთ საკუთარ ორგანიზმს.
არავის მისცეთ საშუალება, თქვენი ორგანიზმიდან ენერგია წაიღოს და დაგაზარალოთ. ასე რომ, თუ თანამოსაუბრესთან თავს შეუძლოდ იგრძნობთ და არ გსიამოვნებთ მასთან კონტაქტი, ეცადეთ დროზე გაეცალოთ მას.