კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 2 ივლისს, დილის საათებში. რა საქმეს მოვკიდო ხელი, რომ მომავალში მეტად გამიმართლოს ფინანსების მხრივ?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მედიცინიდან კი პედიატრია, ასევე პედაგოგიკა და ფსიქოლოგია. ეს სფეროები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 8 ივლისს, საღამოს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ საკუთარ ხასიათში მეტად გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები. იყოთ: ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი; ასევე, საქმე აკეთეთ მეტი პასუხისმგებლობით, იყავით მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი, ნებისმიერ საქმეს სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდექით. იყავით დემოკრატი და სხვა ადამიანებსაც მიეცით თავისუფლად აზრის გამოთქმისა და მოქმედების საშუალება. დაეყრდენით ინტუიციას, გამოავლინეთ დიპლომატია, სადაც საჭიროა, იქ კი – არასტანდარტული მოქმედება და სპონტანური იმპროვიზაცია. ურთიერთობები უანგარობაზე ააგეთ. ეს თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა დედამიწაზე, რომლის შესრულების შემდეგ მეტად წარმატებული იქნებით. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და მისაღები: სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური, ვიდეო სისტემები, ქორეოგრაფია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია და ასევე, პედაგოგიკა. ყველა ამ სფეროში წარმატებების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.

კითხვა: ვაჟი დაბადებულია 1989 წლის 31 დეკემბერს, გოგონა კი – 1990 წლის 29 მაისს. სასურველია თუ არა მათი ქორწინება?

პასუხი: მათ შორის ურთიერთობა საშუალოა. ვაჟი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული და ამიტომ, მისთვის ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული გოგონა მაინცდამაინც არ არის სასურველი პარტნიორი სასიყვარულო სფეროში. ტყუპების გაორებული ხასიათი, სულსწრაფობა და ხშირ შემთხვევაში ქარაფშუტობაც კი, მას გააღიზიანებს. თუმცა, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებთან ერთად, ბევრი საერთოც არის. საერთო ჯამში, ხუთბალიანი სისტემით, მათი ურთიერთობა შეგვიძლია, 3 ბალით შევაფასოთ. აუცილებელია, ურთიერთობებში კომპრომისი, რომ აცდნენ ზედმეტ კონფლიქტებს და გაუგებრობებს ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 6 აპრილს, 22 საათზე. რომელი სფეროა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: კომპიუტერული, საკომუნიკაციო სფერო, თქვენთვის მეტად მისაღებია და წარმატებების მომტანი. ასევე, კარგია პროგრამული სისტემები, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის სფერო, კერძოდ, ბიზნესი ან შემოქმედება; ამ სფეროებში წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.


скачать dle 11.3