კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავარჩიოთ წარმატებების მომტანი ავგაროზი და რატომ არ ვარგა სახლში ორი ცოცხისა და გაბზარული ჭურჭლის შენახვა

ყველა ადამიანს თავისი სადარდებელი, საიდუმლო თუ სასიხარულო აქვს. ყველა ცდილობს, პრობლემებს თავი აარიდოს, ბედნიერად იცხოვროს, ირგვლივ სანდო და ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს, მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება. ბევრს ცხოვრებაში არ უმართლებს და სადარდებელი მეტი აქვს, ვიდრე გასახარელი. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მერი ამბობს, ცხოვრება არც ისე რთულია, თუ მისი მართვა იცი და შეგიძლია, მოვლენები შენს სასარგებლოდ შემოატრიალო. როგორ მოვახერხოთ ეს, როგორ გავთავისუფლდეთ ცუდისგან და დავიბედოთ სამომავლოდ ბედნიერება, ამაზე თავად ქალბატონი მერი მოგვცემს რეკომენდაციებს.

მერი: ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი დადის, ყველა თავის წილ სიხარულს, დარდს, საიდუმლოსა და ტკივილს დაატარებს. ძნელია მათი სურვილებისა და წუხილის ამოკითხვა თვალებიდან, თუმცა ნებისმიერს ყველაფერი ისედაც სახეზე აწერია. თუმცა, ეს ცხოვრება კი არც ისე რთულია, რასაკვირველია, თუ მას თავად ვმართავთ და ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების რჩევებს გავითვალისწინებთ.

– ესე იგი, თქვენი თქმით, ადამიანს საკუთარი ცხოვრების მართვა თავად შეუძლია?

– რასაკვირველია, ცხოვრების მართვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, უფრო სწორად, შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, სახალისო, ბედნიერი და წარმატებული გავხადოთ. არსებობს წესები, ყველა ოჯახში რომ უნდა დაიცვან. ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას თავიდან აიცილებენ. მაგალითად, საღამოს მაგიდაზე თავღია ჭურჭლის დატოვებამ, ღამით საცხოვრებელში ბოროტების გავრცელება იცის; გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას უბედურება მოაქვს; ღამით მაგიდაზე დანის ან რაიმე მჭრელი საგნის დატოვებას, უსიამოვნებები მოსდევს ოჯახის წევრებს შორის; სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარებამ, ბედის შეცვლა იცის; ნუ დაგვით იატაკს მაშინ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია; ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი, ის ბედზე ცუდად აისახება და არ არის გამორიცხული საყვარელი ადამიანისგან ღალატი გაიგოთ, მოკლედ, ასეთი უამრავი რჩევა შემიძლია, მოგცეთ. სულ ახლახან დადგა ახალი წელი და უმჯობესია, გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თქვენს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

– კონკრეტულად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მხრივ?

– გეტყვით, რომ ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებზე. თუმცა, ხშირად ავგაროზისა და თილისმის მნიშვნელობები გაიგივებულია. არადა, ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თილისმა არის ნივთი, რომელიც რამე კონკრეტული შემთხვევისთვისაა შექმნილი. მისი დამზადებისას გათვალისწინებულია ფორმა, მასალა და შეფერილობა. ამის შემდეგ, თილისმა იწყებს საჭირო ენერგიის გადმოფრქვევას იმ ადამიანზე, რომელიც მას ატარებს. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს. თუ მას დამუხტავთ დადებითი ენერგიით, ის კოსმიურ პროგრამირებასთან დაგაკავშირებთ, ანუ ბედისწერასთან.

– დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია, კერძოდ, რისთვის არის მისი ტარება სასურველი. მისაღებია მათი ტარება?

– მართალია, დღეს უამრავი ავგაროზი იყიდება, რომელსაც აწერია რისთვის უნდა ატაროს ადამიანმა, მაგალითად – ბედის გასახსნელად, სიყვარულის საპოვნელად, ოჯახის გასამყარებლად, მატერიალური კეთილდღეობისთვის თუ კარიერის მოსაწყობად. თუ დამიჯერებთ, ასეთი ავგაროზის ტარებას არ გირჩევთ.

– რატომ?

– იმიტომ რომ, არასწორად შერჩეული ავგაროზის დროს ირღვევა მისი კავშირი ბედისწერასთან და მისი გავლენა შესაძლოა, უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, უცხოეთში, კერძოდ კი ამერიკაში, ყოველ წელს ახალ ავგაროზს ყიდულობენ და მთელი წლის განმავლობაში ამით წარმატებებს იბევებენ. იქ ასეთი რამეების მეტად სჯერათ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ბიზნესის დამცავ ავგაროზზეა. ბიზნესმენი, რომელიც ასეთ ამულეტს ატარებს, მას თავისთავად თავისი ენერგიით მუხტავს. ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რომელიც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი. ჩვენთან ავგაროზები კუსტარულად მზადდება და მას არანაირი დანიშნულება არ აქვს. უცხოეთში კი ამაზე პარაფსიქოლოგთა მთელი ჯგუფი მუშაობს. მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ. ავგაროზი, რომელიც წარმატებების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, მეორესთვის შესაძლოა, სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ. ის ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.

– და მაინც, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ავგაროზი, რომ მან მთელი წლის განმავლობაში წარმატება და ბედნიერება მოგვიტანოს?

– შერჩევისას ფორმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, გირჩევთ გლუვი იყოს და მახვილი კუთხეები არ ჰქონდეს. მახვილი კუთხეები ხელს უწყობს ნივთიდან ენერგიის გამოდინებას. აუცილებელია რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება და შეხება. ასე მისი დამუხტვაც ადვილად ხდება, რადგან მყარდება ენერგეტიკული კავშირი ნივთსა და თქვენს შორის. სხვათა შორის, ავგაროზის დამუხტვის ყველაზე იოლი ხერხია ის, რომ ნივთი აუცილებლად უნდა ეხებოდეს სხეულს. ამიტომ, უმჯობესია, ის გულზე დაიკიდოთ. ძილის წინ ადამიანი კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს, საკუთარ თავში იკეტება, აკეთებს ანალიზს, აწყობს გეგმებს. ძილის დროს ქვეცნობიერი განაგრძობს ამაზე მუშაობას. ამ დროს კი გულზე დაკიდებული ავგაროზი ნელ-ნელა იმუხტება. დილით კი მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია მისი მფლობელისთვის. ასე რომ, ავგაროზსა და ბედისწერას შორის უდიდესი კავშირია და ეს უნდა გახსოვდეთ.

– მოდი, თილისმაზეც ვისაუბროთ. გამიგია, თითქოს დიდ როლს თამაშობს ადამიანზე თილისმის ფერი. ამაზე რას გვეტყვით?

– მართალია, თილისმის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. უძველესი მაგიური ფერებია ცისფერი და წითელი. მე დიდი ხანი უკრაინაში ვცხოვრობდი. იქ ვსწავლობდი და შემდეგ ვმუშაობდი კიდეც კარგა ხანს. წარმოიდგინეთ, უკრაინაში წითელი ლენტებით დღესაც რთავენ ცხოველებსა და ბოსტანში დარგულ მცენარეებს. ასევე, გათვალვის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა თეთრი და შავი ფერები. უფრო რთულად იყო საქმე ყვითელ ფერთან. გადმოცემის თანახმად, ადამიანი, რომელიც ოკულტური გავლენისადმი მგრძნობიარეა და ადვილად იღებს თვალს, არ იცვამს ყვითელ ტანსაცმელს. უფრო მეტიც, საერთოდ, ყვითელი ფერის საგნების გარემოცვაში თავს მოუსვენრად გრძნობს. ძველად, საქართველოში მიაჩნდათ, რომ ავ და ბოროტ სულებს ხმაურით ადვილად დააფრთხობდნენ. კერძოდ, ხმაურის საშუალებით ადვილად აძევებდნენ ბოროტ ძალას და მის ავ საქმეებს უშლიდნენ ხელს. ასევე, ბოროტებას ადვილად აფრთხობს ხელების ტკაცუნი და ძაღლის ყეფა. გეტყვით იმასაც, რომ გათვალვის არიდება უფრო იოლია, ვიდრე მისგან განკურნება. ასეთი დაავადება ხომ ჩვეულებრივი წამლებით არ იკურნება. ამიტომაც გათვალული ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ავი თვალი აიღეს და ამის გამო ცხოვრებაში სირთულეები შეექმნათ ან ბედი ჩაეკეტათ, მაშინვე მიმართავდნენ უძველეს მეთოდს – წყლის, ნახშირისა და დანის საშუალებით ცდილობდნენ მის მოგვარებას.


скачать dle 11.3