კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთვარის ცენტრი გავარვარებული ლითონის სფეროა

„სწავლულებმა პირველად წარმოადგინეს მტკიცებულება იმისა, რომ მთვარეს თავის წიაღში აქვს გავარვარებული ლითონის ბირთვი და მის ირგვლივ არის თხევადი მანტია. ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს სწავლულებს, უფრო ღრმად ჩასწვდნენ მთვარისა და დედამიწის ფორმირების მექანიზმს“, – იტყობინებიან მკვლევართა სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ „სკინცეაში.”

კვლევათა ავტორებმა: რები ვებერმა – „ნასას” კოსმოსური კვლევების მარშალის ცენტრიდან და რაფაელ გარსიამ – საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტიდან, თავიანთ შრომაში ჩაატარეს განმეორებითი ანალიზი იმ მონაცემებისა, რომლებიც სეისმოგრაფებმა მთვარის ზედაპირიდან გასული საუკუნის 70-იან წლებში შეაგროვეს.

სეისმოხელსაწყოები, რომლებიც მთვარეზეა მოთავსებული, აფიქსირებენ გაცილებით ნაკლებად შესამჩნევ სეისმურ ტალღებს, ვიდრე დედამიწაზე. ამასთან ერთად, მთვარეზე ძვრები ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე მიწისძვრები. ამ ფაქტორების ერთობლიობა ხელს უშლიდა სწავლულებს გაეანალიზებინათ სეისმური მონაცემები 70-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც მიღებულ იქნა ეს მონაცემები.

თავიანთ გამოთვლებში ვებერმა და გარსიამ შეძლეს ამ ფაქტორების გათვალისწინება, გააანალიზეს სეისმური ტალღების სხვადასხვა ტიპი და მივიდნენ ერთსა და იმავე დასკვნამდე – მთვარეს, ისევე, როგორც დედამიწას, აქვს თავისი გავარვარებული ბირთვი, რომელიც შედგება ძირითადად რკინისგან. ამ ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 330-360 კილომეტრის ტოლია. უფრო მეტიც, ვებერის გათვლები აჩვენებს, რომ გამდნარ ბირთვს აქვს მყარი შინაგანი რკინის ბირთვი, დაახლოებით 240 კილომეტრი დიამეტრით. თვით ბირთვი გარშემორტყმულია ნაწილობრივ გამდნარი გარსით, 480 კილომეტრი დიამეტრით.

ეს მონაცემები, პლანეტოლოგების აზრით, უფრო სრულად გაგვარკვევს მთვარის ევოლუციაში, რომლის ფორმირება დედამიწასთან დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინათ დაიწყო. მარსის ზომების ციური სხეულის დაჯახების შედეგად.


скачать dle 11.3