კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკოლის დამთავრების ხუთი წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე:

– აბა, რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ? მახსოვს, დაფასთან გაძახებისას ყველა კითხვაზე ერთი პასუხი გქონდა – „არ ვიცი“.

– მე დღესაც იგივე პასუხი მაქვს ყველაფერზე, უბრალოდ, ვამატებ, „გაარკვიეთ! მომახსენეთ!“

***

– როგორ დავიყოლიო ქალი, რომ აღარ გააგრძელოს გზა, თუ ქუჩაზე კატამ გადაირბინა?

– უფრო ადვილია, კატა დავაბრუნოთ უკან.

***

– სახანძროს ცრუ გამოძახება – 500 ლარი;

– პოლიციის ცრუ გამოძახება – 200 ლარი;

– სასწრაფოს ცრუ გამოძახება – 50 ლარი.

სამივეს ერთად გამოძახებაზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება.

ღამით გამოძახებაზე არის დამატებითი შეღავათები.

***

– თქვენი ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მოვედით.

– ძალიან კარგი... თქვენი ვაჟი რაზე მუშაობს?

– ინჟინერია.

– ოო...

– აბა, თქვენ ვინ გინდოდათ სიძედ?

– ძეხვეულის დისტრიბუტორი მაინც...

– ასეთი ლამაზია თქვენი გოგო?

***

– ცოლის მოყვანა მინდა.

– მოიყვანე, დროა უკვე... ოღონდ, მომისმინე და ისე მოიქეცი, როგორც დაგარიგებ: ჯერ გურული მოიყვანე და 3-4 წელში გაეყარე, მერე – მეგრელი შეირთე, ბოლოს კი – იმერელი.

– დე, რა საჭიროა ამდენი წვალება, ეკას და მე ერთმანეთი გვიყვარს...

– ძალიან კარგი! ეკა გურულია, მაგას ოთხი წელიც არ დასჭირდება, ისე მოგარჯულებს, როგორც საჭიროა. მერე მეგრელზე დაქორწინდი – მოხერხებული ხალხია, ერთმანეთის დახმარება უყვართ, წინ წაგწევენ, ფულსაც იშოვი და თანამდებობასაც, და ბოლოს – იმერელი...

– იმერელი რაღა საჭიროა?

– ო, ისეთი დატირება იციან?!!

***

– შვილო, შენ უკვე დიდი ხარ და უნდა იცოდე, საიდან უჩნდებათ ჩიტებს ბარტყები, ძაღლებს – ლეკვები და ადამიანებს – შვილები.

– არ გინდა, მამა! შენ უკვე რამდენჯერ გამიცრუე იმედი: ჯერ იყო და მითხარი, რომ არ არსებობს ქათამი, რომელიც „ქინდერსიურპრიზებს“ დებს; მერე მითხარი, რომ თაგვიც არ არსებობს, რომელმაც ჩვენი ცუდი კბილები უნდა წაიღოს და ოქროს კბილები მოგვიტანოს, მერე – თოვლის ბაბუა არ არსებობსო... ახლა კი მომავალსაც დამიმსხვრევ, თუ მეტყვი, რომ სექსი არ არსებობს...

***

უდაბნოში ქარავანი მიდის, მამაკაცები აქლემებზე სხედან, ქალები კი ცხელ ქვიშაში მიაბიჯებენ. შემოხვდათ ტურისტი, რომელმაც განცვიფრება ვერ დამალა:

– თქვენ ასე ზრუნავთ სუსტ სქესზე?

– სწორედ რომ, ზრუნავენ, – აღშფოთდნენ ქალები – ღამით სულაც არ გვაწყობს დაღლილი კაცები.

***

პუტინი რუსეთის სკოლის დაწყებით კლასში გაკვეთილს ესწრება. მოსწავლეები განიხილავენ თემას „ტრაგედია“:

ვასია ადგა და ამბობს:

– ტრაგედია იქნება, თუ ჩემი მეგობარი ქუჩაში ბურთს გაეკიდება და მანქანა გაიტანს.

– არა – ამბობს პუტინი – ეს უბედური შემთხვევაა.

ადგა გალია:

– ტრაგედია იქნება, თუ სტუდენტებით სავსე „იკარუსი“ ხევში გადაიჩეხება.

– არა, – კვლავ უარყო პუტინმა, – ეს იქნება დიდი დანაკარგი.

სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ერთმა გაბედა:

– თუ ჩვენი პრეზიდენტის თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, ეს იქნება ტრაგედია.

– ყოჩაღ! – სწორი პასუხია. ახლა აგვიხსენი, რატომ იქნება ტრაგედია.

– იმიტომ, რომ ეს არ იქნება არც უბედური შემთხვევა და არც დიდი დანაკარგი.

***

– ოფიციანტო, რას ჰგავს ეს?! ქათმის სალათაში სულ არ არის ქათამი.

– რა, იტალიურ სალათაში, გინახავთ იტალიელები?

***

საშობაოდ ოსვენციმს ჰიტლერი ესტუმრა:

– ჩვენ გვინდა, საშობაო საჩუქარი გაგიკეთოთ – მოვაწყობთ შეჯიბრებას სირბილში და ვესვრით მხოლოდ მათ, ვინც პირველი ან უკანასკნელი მივა ფინიშთან.

– გაუმარჯოს ჩვენს ფიურერს!

– მაშ, მოემზადოს პირველი წყვილი!

***

– წელს ეგვიპტეში ვისვენებდი ზღვაზე და ისე გავირუჯე, რომ ზანგი ბავშვი შემეძინა.

***

ღია ოკეანეში შტურმანი ცუდად გახდა.

– ექიმო, ძალიან ცუდად ვარ?

– აჰ, არა, არაფერია ისეთი... მაგრამ, ხომ არ იცით, ხომალდზე ვინმე ისეთი თუ არის, ნავიგაციაში რომ ერკვეოდეს?

***

– აბა, როგორია გათხოვება, როგორი ურთიერთობა გაქვს ქმართან?

– კარგი. რაც მისი ცოლი გავხდი, მის თვალში გავიზარდე...

– როგორ?

– ადრე თაგვს მეძახდა, ახლა ვირთხა ვარ.

***

თოჯინებით თამაშობენ „გახსნილი“ პატარა გოგონები ან „ჩაკეტილი“ დიდი ბიჭები.

***

– ტელეფონზე დაგირეკეს...

– მე მიკითხეს?

– მარტო შენ არა, დედაშენიც მოიკითხეს, შენი ცოლ-შვილიც, სხვა ნათესავებიც....

***

„ქალაქის ხელოსნებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ახლა ისინი მისაყოლებლის გარეშე სვამენ“.

***

გამოცანა

რუსი, რამელიც გერმანულად თავისუფლად ლაპარაკობს, როგორც მშობლიურ ენაზე, მუშაობდა გერმანიაში, რისთვისაც მიიღო ჯილდოები და ჩინი საბჭოთა ხელისუფლებისგან – მტკიცე ხასიათის, სპორტული. სახლი ქალაქგარეთ აქვს და მხოლოდ გერმანული წარმოების მანქანებით დადის.

გაითვალისწინეთ – შტრილიცი არ არის.


скачать dle 11.3