კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მსურს, შევიძინო თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი. მაინტერესებს, რის საფუძველზე დგინდება ჩემთვის 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის „დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, დედაქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ ¹ 3-10 გადაწყვეტილების საფუძველზე, ადგენს თვითმმართველი ერთეულის ქონების სააუქციონო (საპრივატიზებო) კომისია.

კითხვა: როგორ დგინდება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, ქალაქი თბილისი დაყოფილია შესაბამის ფუნქციურ ზონებად. ამის საფუძველზე ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ქალაქგეგმარებითი დასკვნით, განისაზღვრება აუქციონზე გასატანი მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულება.

კითხვა: პენსიაზე დანამატის დარიცხვის საკითხის გადაწყვეტის დროს აღმოჩნდა, რომ დაწესებულებას, სადაც ვმუშაობდი 15 წლის წინ, ჩემთვის პენსიის დასანიშნად მოუცია არასწორი ცნობების შემცველი დოკუმენტი, პასუხისმგებლობას კი მე მაკისრებენ. სწორია თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორგანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორეზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ, აღნიშნული არ ათავისუფლებს ამ დოკუმენტების წარმდგენ პირს პასუხისმგებლობისგან.

კითხვა: ვარ 78 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცი. დანიშნული მაქვს ყოველთვიური სოციალური დახმარება თვეში 22 ლარის ოდენობით. ახლა გამატარეს ღატაკთა პროგრამაში და მომეცა დახმარების მიღების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დამენიშნა დახმარება, მომეხსნება თუ არა 22 ლარი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოგეხსნებათ, ვინაიდან კანონის თანახმად, სოციალური დახმარება უწყდებათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ იმ ოჯახებს, რომლებიც მოხვდებიან მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით იდენტიფიცირებული, სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, მათ დაენიშნებათ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა.

კითხვა: საგადასახადო ორგანო მედავება, რომ ჩემი სალარო აპარატი არ შეესაბამება სტანდარტებს. მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა იყოს ქართულენოვანი, ფისკალური მეხსიერების მქონე, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი, ტექნიკურად გამართული, საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული.

კითხვა: რას ნიშნავს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ) და ვის შეუძლია, გამოიყენოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი სტამბური წესით დაბეჭდილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველადი დოკუმენტია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ების მიხედვით, გამოიწერება ერთი შემოსავლის ორდერი, სადაც უნდა აისახოს ამ ჩგდ-ების მიხედვით მიღებული თანხების ჯამური მაჩვენებელი. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების უფლება აქვთ პირებს, რომლებიც საქონლის მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში). ამ შემთხვევებში, განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად, მათ შეუძლიათ გამოიყენონ დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ საქონლის მომსახურების მიწოდებისა და ღირებულების ანაზღაურების ადგილიც მომხმარებლის ერთ ტერიტორიას წარმოადგენდეს.

კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ მსურს გამოვიყენო ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, მაინტერესებს, როგორ უნდა მოხდეს მისი საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის რეგისტრაციის მიზნით, გადამხდელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

– გადასახადის გადამხდელის დასახელება (საქონლის მიმწოდებლის მომსახურების გამწევის), საიდენტიფიკაციო ნომერი;

– იურიდიული მისამართი;

– მითითება, რომ იგი აპირებს განახორციელოს საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის მეშვეობით;

– იმ თანამშრომლების სახელები, გვარები და თანამდებობები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება ჩგდ-ების გაცემა და/ან მის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პროცესებზე კონტროლი;

– დასარეგისტრირებელი დოკუმენტების რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი) და მათი გახარჯვის სავარაუდო პერიოდი.

განცხადებას თან უნდა დაერთოს ჩგდ-ის ნიმუშის ასლი და სტამბური ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ჩგდ-ების მიწოდების თაობაზე შესაბამისი რაოდენობისა და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით გაცემული დოკუმენტის ასლი.

იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო ორგანო განმცხადებელზე გასცემს ცნობას ჩგდ-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ, რომელიც ჩგდ-ების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტია.


скачать dle 11.3