კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსმა“ 2010 წელს გაყიდული ყველაზე უცნაური სახლები დაასახელა

„ფორბსმა“ დაასახელა ყველაზე უცნაური სახლები, რომლებიც 2010 წელს გაიყიდა. მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით სახლი იყიდება. მათი უმეტესი ნაწილი სტანდარტულია, თუმცა, მათ შორისაა უნიკალური არქიტექტურული პროექტებიც. „ფორბსმა“ და „რეალტორ.კომმა“ ერთად შეადგინეს იმ უცნაური სახლების სია, რომლებიც 2010 წელს გაიყიდა. ყველაზე უცნაურად დასახელდა სახლი, რომელიც ბირთვული რაკეტების საწყობის ყოფილ ტერიტორიაზე ააშენეს. ის ნიუ-იორკის შტატში, ადირონდაკის მთებში მდებარეობს. გარეგნულად შენობა ჩვეულებრივია, თუმცა შიგნით მას სპეციალური კიბე აქვს, რომლითაც მიწის ქვეშ ჩასვლა არის შესაძლებელი. მიწის ქვეშ მდებარეობს ბუნკერი, რომელიც სახლის ახალ მფლობელს თავს ჯეიმს ბონდად აგრძნობინებს. სახლი-ბუნკერი 2,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. „ფორბსის“ ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე, ინდური მაიას ტაძრის სტილში აშენებული სახლი, ჰოლივუდში გაყიდული ჰობიტის სახლი, ფუტურისტული შენობა, რომელსაც სოკოს ფორმა აქვს. საინტერესოა, რომ ეს სახლი 194 ათასი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ უცხოური პროექტები უძრავი ქონების ბაზარზე წლობით რჩებოდა გაუყიდავი, 2010 წელს კი მათი ყიდვის უამრავი მსურველი გამოჩნდა. როგორც ჩანს, გასულ წელს ადამიანებს ექსტრავაგანტურობა მოეძალათ, ზოგს კი საშინელებებიც მოსწონს. მაგალითად, სახლი ლონდ აილენზე, რომელმაც სახელი გაითქვა საშინელებათა ჟანრის ფილმით – „აკიტივილის საშინელებანი“, მილიონ დოლარად გაიყიდა.


скачать dle 11.3