კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ ამოატრიალა ოთო ნემსაძის ცხოვრება და ვინ შეუყვარდა ერთი ნახვით სალომე ბაკურაძეს

მართალია, გამარჯვებულის, რჩეულის სახელი მათ გასული წლის ბოლო ორ დღეში მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ სალომე ბაკურაძე და ოთო ნემსაძე 2011 წლის, ჯერჯერობით, მთავარი გამარჯვებულები არიან. მათ უყვართ თავიანთი საქმე, რომელსაც ხშირად თან, გამარჯვების საოცარი სიხარული ახლავს.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე ბაკურაძე

– ოთო, როგორ შეხვდი ახალ წელს?

– ამ ახალ წელს ისე შევხვდი, საერთოდ არ ვიცოდი, თუ ახალი წელი მოდიოდა. „ჯეოსტარის” ფინალი იყო და სხვა არაფერზე ვფიქრობდი. ჩემი ახალი წელი ფილარმონიაში დაიწყო და მოვიგე.

– მაშინაც მოგილოცე, მაგრამ გილოცავ, კიდევ ერთხელ. ძალიან გამიხარდა შენი წარმატება. მითხარი, რა იმედებით მიხვედი ამ კონკურსზე და როგორ გაგიმართლა?

– შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო, საკმაოდ ძლიერი მომღერალია სოფო და მისი სახით ფინალში ძლიერი კონკურენტი მყავდა. იმ დღეს, ალბათ, ყველაფერი გამართლებაზე იყო და მე გამიმართლა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. მერეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან არ დავარღვიე ტრადიცია და ახალ წელს გორში, ჩემს ოჯახთან შევხვდი, მაგრამ ამჯერად „ჯეოსტარის” სტატუსით. უამრავი ადამიანი დამხვდა გორში, ყველა მილოცავდა და მეფერებოდა.

– საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყავი?

– ფინალში როცა ხარ, გარკვეული მიზეზები იმისთვის, რომ რაღაცის იმედი გქონდეს, უკვე არის.

– წაგებას იოლად ეგუები?

– წაგება არავის უყვარს, მაგრამ გადაუტანელი არაფერია, ამასაც გადავიტანდი. ისე, ცხოვრებაში სიმართლე გითხრა, არ წამიგია, რადგან არც ერთ კონკურში არ მიმიღია მონაწილეობა. ჯერ მხოლოდ მოგების გემო გავიგე და ძალიან სასიამოვნოა.

– კონკურსი რომ იწყებოდა, თან ავარიაში მოყევი არა?

– კი. გორის გამოსასვლელთან, ტრასაზე ავარია შემემთხვა, მაგრამ არაფერი, გახსენებადაც არ ღირს, ახლა კარგად ვარ.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ წელს?

– უპირველესად, ის, რომ სიმღერა ჩემი პროფესია არ იყო და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, სიმღერას ისე სერიოზულად გავეტაცებინე და ჩემს ძირითად საქმიანობად გადაქცეულიყო.

– რა პროფესიის ხარ?

– ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მთავარი სპეციალობაა ბინზესადმინსტრირება, მეორადი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. დავამთავრე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

– კარგი ბიჭი, ოქრო ბიჭი. ოთო, მითხარი, შენი ყველაზე გამორჩეული და დიდი გულშემატკივარი ვინ იყო?

– ყველაზე მეტად მაინც ჩემი ოჯახის წევრები მგულშემატკივრობდნენ – დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა. შენ რომ შეგხვდა და გითხრა, ოთოს ძმა ვარო და არ დაუჯერე (იცინიან). მერე ჩემი სამეგობრო, რომელიც საოცრად დამიდგა გვერდში, ყველაფერს აკეთებდნენ და ყველა საქმეს ისე აგვარებდნენ, რომ მე მხოლოდ პროექტზე ვყოფილიყავი გადართული. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც არ ვიცნობდი, მაგრამ სიტყვებით შორიდან მეფერებოდნენ.

– როგორ ფიქრობ, ეს არის შენი ცხოვრება?

– მინდა, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელო ცხოვრება, რადგან მომეწონა ეს სიტუაცია და თან მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი. არც ჩემს პროფესიას ვკრავ ხელს. ახლა ჩამოყალიბების ეტაპი მაქვს. ზუსტად მინდა, გავერკვე, რა და როგორ ვაკეთო. ვეცდები, ორივე საქმე შევაჯერო, რადგან ჩემი პირველი პროფესიაც ძალიან საინტერესო და პრესტიჟულია. რა ვიცი, თუ გინდა, დავიწყებ და მატრიციდან რომ მოვყვები, ყველაფერს აგიხსნი.

– არა, არ მინდა, მადლობა. კარგი მენეჯერი ხარ? კარგი უფროსი იქნებოდი?

– ძალიან კარგი, კეთილი უფროსი ვიქნებოდი.

– კი, მაგრამ ლმობიერი და კარგი უფროსი ერთმანეთს ვერ ეწყობა. თუ კეთილი ხარ, კარგი უფროსი ვეღარ ხარ...

– მაშინ ცუდი უფროსი ვიქნებოდი და კარგი ადამიანი (იცინიან).

– მიზანმიმართული თუ ხარ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ?

– მიზანსწრაფული ვარ. როცა რაღაც მინდა, ვცდილობ, იქით მყარი ნაბიჯებით ვიარო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. საკმაოდ პრინციპული ვარ და ჩემს პიროვნულ თვისებებს რაღაცის გამო, არ გადავაბიჯებ.

– რამ ჩამოაყალიბა ეს პრინციპები?

– ოჯახმა, გარემომ, მეგობრების წრემ. ბევრ კარგ ადამიანთან ურთიერთობამ...

– და რას არ გააკეთებ არასდროს?

– ბიოეპილაციას ტანზე.

– ბოტოქსს ან ლიპოსაქციას?

– არა. ახლა ისეთ რაღაცეებს მეკითხები, რაც არ ვიცი და ჯობია, ამიხსნა. ნუ დამაბნიე!

– ახლა გოგოებზე გვითხარი. ოღონდ ისე არა, ვიღაც-ვიღაცეებს რომ სჩვევიათ, დამალონ შეყვარებულები იმის გამო, რომ ბევრი ესემესი მიიღონ გოგოებისგან. ჯიგრულად თქვი, რა...

– არა, შეყვარებული ნამდვილად არ ვარ. კვლავ ძიებაში ვარ, როგორც იტყვიან. თუმცა, ბევრჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, სერენადებიც მიმღერია და სიგიჟეებიც მიკეთებია. ისე, ვეძებ – ესეც პირობითი ნათქვამია, რადგან ვიცი, გრძნობა თვითონ, დაუკითხავად მოვა. სულ ვამბობ და დღესაც ვიტყვი, რომ ყველა ქალში არის ის რაღაც, რითაც შეიძლება, შეგიყვარდეს და მასზე გაგიჟდე. თუნდაც, სხვა მილიონი უარყოფითი ჰქონდეს, მაგრამ შენ მხოლოდ იმ ერთ კარგზე გაგიჟდე. ან შეიძლება, ის უარყოფითი მოგწონდეს. ამ ყველაფერში გარკვევა, ძალიან რთულია.

– ბევრჯერ მყვარებიაო და ალბათ, გრძნობა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

– რა თქმა უნდა. სიყვარული – სიყვარულია. არ მინდა, არასწორად გამიგოთ, მაგრამ მათ ერთნაირი სიმძაფრე არ ჰქონია. ზოგი რაღაც დონეზე მისულა და იქ გაჩერებულა, ზოგი – უფრო ღრმად წასულა...

– კი, მაგრამ ამას სიყვარულს არ ვეძახი.

– როცა გიყვარს, მაშინ გგონია, რომ ეს ის ერთადერთია. შეიძლება მერე ხვდები, რომ ცდებოდი, მაგრამ იმ წუთში აღფრთოვანებული და ფრთებშესხმული ხარ და ვერავინ დაგაჯერებს, რომ ეს ემოციები გაგივლის. თან, ისიცაა, რომ არც ერთი სიყვარული ერთი და იგივე ასაკს არ ემთხვევა. ასაკთან ერთად კი ფიქრები, წარმოდგენები, ემოციები იცვლება. შესაბამისად, ჩემი სიყვარულიც სხვანაირია.

– მერე, რომ ძალიან ღრმად, მართლა შეგიყვარდება და შენს მეორე ნახევარს იპოვი, მიხვდები, რომ დანარჩენი არაფერი ყოფილა ამასთან შედარებით...

– „სო, ჰაუ დიფ იზ იორ ლოვ“. ღრმაა თუ არა ის სიყვარული, ამის გარკვევას ალბათ, სულ ვცდილობთ.

– მიუტოვებიხარ ვინმეს?

– მიტოვებით არა. კი არ ვტიპობ, ასეთი მაგარი ვარ, არავის მივუტოვებივარ-მეთქი, მაგრამ რაღაც ისე ხდებოდა, რომ ორივე ვხვდებოდით, კონკრეტული ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა. ამას მხოლოდ სიყვარულთან მიმართებაში არ ვამბობ, შეიძლება მეგობარი არ აღმოჩნდეს ის, ვინც გეგონა და საერთოდ, ბევრი იმედგაცრუებაა ცხოვრებაში. მაგრამ, სიყვარული ძალიან მაგარია, ამისთვის ვარსებობთ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ოთო ნემსაძე

– იცი, რა მაინტერესებს, ჰაერში რომ ახტი იმ წუთში რას ფიქრობდი?

– არ მახსოვს...

– რომ დაეცი?

– არც მაშინ. როგორც კი გონს მოვედი, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რა ხდებოდა, რა იყო ეს, ხომ მართლა იყო, ხომ არ დამესიზმრა, იყო კი სინამდვილე? მერე ეგრევე, რამაც თავში დამარტყა, იყო დედაჩემი. დაურეკეთ, იკითხეთ თუ ცოცხალია-მეთქი. ისიც ჩემსავით ემოციურია, იქ არ იყო და წარმოვიდგინე, რა დღეში ჩავარდებოდა. ვფიქრობდი შეიძლებოდა კი, ამ ყველაფრის დაჯერება, ნუთუ, ეს ჩემს თავს მოხდა?! ჩავვარდი ასეთ გიჟურ ემოციაში.

– საერთოდ არ ელოდი მოგებას?

– „ჯეოსტარში” ასე თუ ისე, ორნი ხართ და შეგუებული ხარ აზრს, რომ ან შენ მოიგებ ან ის, ან ის ან შენ... მაგრამ, როცა ათ არაჩვეულებრივ მომღერალთან ერთად დგახარ და მათგან არც ერთი არ არის დამწყები, ყველა გამოცდილი და პროფესიონალია, თან, მინიმუმ რვა, იქიდან ჩემი მეგობარია, წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდებოდა. თან „ბრავო” რაღაც არასტანდარტული გამოვიდა. ისეთი რაღაცეები ხდებოდა, რასაც არ ელოდი. არაპროგნოზირებადი ფინალები ჰქონდა. ჩავვარდი შოკში. ძალიან მინდა, სრულიად საქართველომ გამოსცადოს ის სიხარული, რომელიც იმ წუთში განვიცადე.

– ადრენალინმა იფეთქა?

– ვაიმე, თან, როგორ. ალბათ, თავი რომ შემეკავებინა, გაცილებით ცუდად ვიქნებოდი. მართლა არ მიფიქრია იმაზე, რომ ემოციები შემეკავებინა და ნაკლებად გამომეხატა. მაგაზე ნამდვილად ვეღარ ვიფიქრებდი, რომ ეს მოზღვავებული ემოცია გამეკონტროლებინა.

– შენ, როგორ შეხვდი ახალ წელს?

– ჩემს მანქანაში შევხვდით მე და ანი კეკუა. კახეთის კონცერტიდან მოვდიოდით და პრინციპში, სულ ხუთი წუთით დავაგვიანე სახლში შესვლა. რუსთაველზე შევხვდი თორმეტ საათს. თბილისშიც ბევრი კონცერტი მქონდა და ვიფიქრე, სახლში შევხვდები და მერე წავალ-მეთქი. შემდეგ კი დილამდე დავდიოდით – კონცერტები გვქონდა, მეგობრებს ვნახულობდით, თან ვმუშაობდით, თან ვერთობოდით. სულ რომ არ მქონდეს კონცერტი, მაინც არ მომინდება, ერთ ადგილას ჯდომა, ყველასთან მივალ, მივულოცავ და მოვეფერები. უკონცერტოდაც სულ ასეთ გადარბენებში ვიქნებოდი.

– „ჯეოსტარიდან” „ბრავომდე” როგორ გაიზარდე?

– ერთი, რაც ამასთან დაკავშირებით მინდა, ვთქვა, იქნებ ერთმა ჟურნალისტმა მაინც დაწეროს და ვიცი, სალომე ამაზე უარს არ გვეტყვის, არის ის, რომ ჩემი ზრდა თუ დახვეწა იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩვენ გარშემო ამდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის. ანუ, ჩვენი პედაგოგები...

– მიყვარხარ მანანა მასწ.

– მანანა მორჩილაძის, ქალბატონი მარინა ბერიძის, ლანა ქუთათელაძის დამსახურებაა. ისინი მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც შეიძლება, ბევრი კარგი მოძებნონ ჩვენში და ბოლომდე მიაწოდონ ჩვენი გაკეთებული მაყურებელს. ეს ადამიანები და კიდევ ძალიან ბევრი, ვინც ამ შოუებს აკეთებს, „რუსთავი 2-ის” ყველა ოპერატორი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ნებისმიერი გამოსვლა იმაზე მაგარი იყოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბენდთან მუშაობამ ხომ საერთოდ გამზარდა კი არა, არ ვიცი, სიტყვებიც არ მყოფნის, ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე. „ჯეოსტარიდან” სამი წელი გავიდა და არ არის კვირა, რომ მათთან ერთად კონცერტი, გამოსვლა, რეპეტიცია არ მქონდეს. ჩვენი ბენდის წევრს, ეგრეთ წოდებულ მამაჩემს, ნოდარ ექვთიმიშვილს შვილი შეეძინა. ანუ, ძმა შემეძინა. მინდა, მივულოცო მას და მთელ მის ოჯახს ეს სიხარული. რაც შეეხება „ბრავოს”, ეს იყო სულ სხვა განცდა და შეგრძნება. „ჯეოსტარი” ჩემთვის ზეწარმატებული პროექტია. აქედან დავიწყე და აქედან გამიცნო ხალხმა. ნამდვილად არ მიგრძნია, რომ გიო იყო გამარჯვებული და მე დამარცხებული, ისე ერთ პირობებში ჩაგვაყენეს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა. „ბრავო” კი სულ სხვა იყო, უფრო კომერციული, შოუს ბევრი ელემენტითა და განსხვავებული. ყველაზე მეტად მაინც, მონაწილეებთან ჩემი მეგობრობა მაღელვებდა და მანერვიულებდა. ვიცოდი, რომ მონაწილეობდნენ, მაგრამ ფინალამდე რომ შეხება არ მქონია, ვერ ვგრძნობდი ამ ყველაფრის სირთულეს. მაგრამ, ფინალში კოშმარი იყო. არ გვინდოდა, შეჯიბრება გამოსულიყო. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა – გამარჯვება არ მინდოდა-მეთქი, ვერაფრით ვიტყვი. ვერც იმას, რომ ვინმეს შევატყვე, მხოლოდ ჩემზე ზრუნავდა და თვითონ მოგება არ უნდოდა. ყველა ჩემს მეგობარს, უპირველესად, გამარჯვება უნდოდა და მერე ერთმანეთის წარმატება გაგვიხარდებოდა. მოკლედ, კარგი პროექტი იყო და დიდი წარმატება მომიტანა.

– შენ ახალ „ჰიუნდაიზეც” მოყევი. გოგოა თუ ბიჭი?

– „ბიონსეა“, რას ლაპარაკობ (იცინიან)?! წინა მანქანას ერქვა „შაკირა“, უკნიდან იყო ძალიან ლამაზი და სახელიც გადასარევად მოირგო. ძალიან საყვარელი იყო „შაკირა“, მაგრამ ეს გაცილებით ლამაზია, უფრო მრგვალფორმებიანი და დახვეწილი. კომერციული სახელი მოვუფიქრეთ. თან, რაღაცნაირი ბრჭყვიალა და ბზინვარეა.

– თეთრი „ბიონსე“ გყავს?

– ვერცხლისფერი და ბრჭყვიალა „ბიონსე“ მყავს. ეგრევე შემიყვარდა. შეუძლებელიცაა სხვანაირად ყოფილიყო, დახვეწილი და მაგარი მანქანაა. გადავირიე, ყველაფერს თავისით აკეთებს. მანქანას მარტო „ჩაჯექი“ ჰქვია, დანარჩენს თვითონ შვრება – როცა უნდა გათბობს, გაგრილებს, გიმატებს ან გიკლებს სიჩქარეს. ბიზნესკლასის მანქანაა და გემივით დადის.

– მადონას კონცერტია ანუ...

– კი. ბათუმის გზაზე გამოვცადე უკვე და დაღლა არ მიგრძნია. თან რა, ბენზინში გვიჭირს თუ (იცინიან)?!

– შენ სიყვარულებში რა ხდება?

– გადასარევად ვართ. უბრალოდ, იმდენად ბევრ კითხვას მისვამენ ამ თემის ირგვლივ, რომ თავსაც და ერთმანეთსაც ავუკრძალეთ ამ თემაზე ლაპარაკი. ყველას კონკრეტული გეგმები აინტერესებს. თუ რაღაც იქნება, ყველა გაიგებს. ვართ სიამტკბილობაში, გემრიელად, კარგად...

– ჩემი ჩიჩილაკი, გადარეული გოგო.

– ახლა რას აპირებ?

– ძალიან მომეწონა ამ გამარჯვების გამოცდა, მაგრამ კონკურსები აღარ მინდა. ისე, სულ ვამბობ, აღარ შემიძლია-მეთქი და მაინც ვიღებ მონაწილეობას. იმედია, ეს სიტყვებიც არ დამხვდება წინ. თან, ვაგრძელებ მუშაობას, მინდა, რაღაცეები ჩავწერო და ბევრი გავაკეთო. ვმუშაობ „თუ საიდში”, „მარჯანოვში” და ვაგრძელებ ჩემს საქმეს.


скачать dle 11.3