ბექჰემი მეძავისგან 25 მილიონს მოითხოვს
როგორც ჩანს, ინგლისელმა ვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა „ტოტენჰემში” გადასვლამდე გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას აშშ-ში აგორებულ სკანდალს და სასამართლოს საშუალებით დაამტკიცოს, რომ მას თავისი მეუღლისთვის მეძავებთან არ უღალატია. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ფეხბურთელი მეძავებისა და ჟურნალ „ინ თაჩ უიკლისგან” 25 მილიონ დოლარს მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალის ფურცლებზე გამოქვეყნდა სკანდალური ინტერვიუ მეძავ ირმა ნიცისთან, რომელიც დეტალურად ყვებოდა, თუ როდის და სად ჰქონდა სექსი ბექჰემთან. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ხშირად დევიდი ჯგუფური სექსითაც იყო დაკავებული და ამ ყველაფრის მონაწილე იყო ირმა ნიცი. ბრიტანელი ვარსკვლავი ამ ყველაფერს ბინძურ ჭორსა და ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს არც ერთ მეძავთან საქმე არ დაუჭერია.