2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება
როგორც მოსალოდნელი იყო, „ფიფას” პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მოიწონა ფრანც ბეკენბაუერისა და მიშელ პლატინის იდეა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, ზამთრის პერიოდში გაიმართოს. ბლატერის თქმით, ეს იდეა უფრო დაწვრილებით განიხილება მარტში დაგეგმილ „ფიფას” სხდომაზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონატი ყატარში გაიმართება, არ წყდება საუბრები აუტანელ ყატარულ სიცხეზე, სადაც თერმომეტრი ხშირად 40-გრადუსიან ნიშნულს სცილდება, რაც, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ფეხბურთელებისა და მათი გულშემატკივრების ჯანმრთელობისთვის.