გულთამპყრობელი მარიო
მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრების შავკანიანი ფორვარდი მარიო ბალოტელი ნისლიან ალბიონზე გადავიდა სათამაშოდ, მისი გაუთავებელი რომანების შესახებაც გახდა ცნობილი. ამჟამად იგი რეალითი-შოუს „დიდი ძმის” გამარჯვებულ სოფი რიდს ხვდება, თუმცა, ამას წინათ, ტრავმირებული ფეხბურთელი სხვა ლამაზმანთან – ფეი ივეტთან (რიდის ახლო დაქალთან) ერთად შეამჩნიეს. მარიო და ფეი ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთად იმყოფებოდნენ. ამის შესახებ კი, სოფიმ პრესის საშუალებით გაიგო და თავის „ტვიტერზე” მარიოს სალანძღავი ტექსი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ფიქრობს, აპატიოს თუ არა მარიოს. ინგლისში გადაბარგებამდე მარიო ბალოტელის სასიყვარულო თავგადასავლებზე ლეგენდები დადიოდა, მისი სავარაუდო ექს-„გერლფრენდების“ რიცხვს მიეკუთვნებიან სამოდელო სამყაროში ცნობილი ლამაზმანები: მელისა კასტანიოლი, არიანა ნეკი, ბარბარა გუერუ და კარლა ველი.