კობი ბრაიანტი NBA-ს ისტორიის ნაწილია
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” სუპერვარსკვლავი კობი ბრაიანტი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ყველაზე შედეგიან ათ მოთამაშეს შორის მოხვდა. 32 წლის ბრაიანტი NBA-ში 1996 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 1 056 მატჩი და 26 671 ქულაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სეზონის ბოლოს ბრაიანტი ყველა დროის ათეულში მეექვსე პოზიციამდე ავა, ხოლო კარიერის მიწურულს, შესაძლოა, სულაც ნომერ პირველი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდეს. აღსანიშნავია, რომ „ყველაზე შედეგიანების“ ტოპ-სამეულში ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387 ქულა), კარლ მელოუნი (36 928) და მაიკლ ჯორდანი (32 292) შედიან.