როგორ ვუმკურნალოთ თვალებს
მხედველობის აღდგენასა და თვალების სიჯანსაღეში დაგეხმარებათ ნატურალური ახალი წვენები.
თვალისა და მხედველობის ნერვის დაავადებების, რქოვანი გარსის დაწყლულების, კატარაქტისა და კონიუნქტივიტის დროს ეფექტურია ოხრახუშის წვენი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი წვენია. მისი მიღება საჭიროა დღეში არაუმეტეს 30 მილილიტრისა. ერთ ჯერზე უნდა მიიღოთ ერთი სუფრის კოვზი. უკეთესია, თუ ოხრახუშის წვენს შეურევთ წყალს ან სხვა ბოსტნეულის წვენს. განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის და სტაფილოს წვენის ნაზავი. ოხრახუშის წვენში ისეთი შეფარდებითაა ელემენტები, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების, განსაკუთრებით კი კაპილარებისა და არტერიის კედლების გამაგრებას. ეს ძლიერმოქმედი საშუალებაა დაძაბული მუშაობის შედეგად დაზიანებული მხედველობის აღსადგენად.
შესანიშნავად იცავს თვალებს და წმენდს მთელ ორგანიზმს ჭარხალი. მისი ორი სუფრის კოვზი წვენი დაუმატეთ სტაფილოს და ოხრახუშის წვენების ნაზავს. შეიძლება, დალიოთ ჭარხლის წვენი ცალკეც, ოღონდ წყალში გაზავებული. უკეთესი იქნება, თუ მას დაუმატებთ ვაშლის წვენსა და თაფლს.
შესანიშნავად მკურნალობს მთელ თვალის სისტემას სტაფილოს წვენი, რომელიც A ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყაროა, ის სწრაფად და კარგად შეითვისება და ამაგრებს ნერვულ სისტემას. მისი დალევა ყოველთვის შეიძლება, როცა კი მოგესურვებათ, მაგრამ კარგია, თუ ყოველ დილას, უზმოზე დალევთ ერთ ჭიქა სტაფილოს წვენს.